ვან დერ ვარტი მუნდიალს გამოტოვებს

ჰოლანდიის ნაკრების გამოცდილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი მუნდიალს გამოტოვებს.

უცხოური პრესის ცნობით ვან დერ ვარტმა მძიმე ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჰოლანდიელი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, როდესაც ინდივიდუალურად ემზადებოდა.

 

ვან დერ ვარტი ჰამბურგში რჩება

“ჰამბურგის” ერთ-ერთი ლიდერი რაფაელ ვან დერ ვარტი ჩაგდებული სეზონიშ შემდეგ გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ მიუხედავადა  პრობლემებისა, გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

“ჰამბურგში ჩემი კონტრაქტის თანახმად ვაპირებ დარჩენას. მისი ვადა 2015 წელს იწურება. ასე რომ, აქ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ” – განაცხადა ვან დერ ვარტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში მე-16 პოზიცია დაიკავა და ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტის მატჩების გამართვა მოუწევს.

ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“

ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.

მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:

„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.

ბექა დოგრაშვილი

ვან დერ ვარტი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ჰამბურგისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვარტი თვლის, რომ წელს „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ბაძავს რონალდუს.

„ალბათ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის „ჰამბურგის“ მოთამაშეებსაც, სურს, რომ რონალდუს მსგავსი იყოს. ზოგიერთები თვლიან, რომ ის მოედანზე ქედმაღლურად იქცევა, მაგრამ გასახდელში რონალდუ საკმაოდ მოკრძალებული და მშვიდი ადამიანია. ის გასაოცარი ფეხბურთელია და „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“, – ვან დერ ვარტის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში კოჭის მყესები გაიწყვიტა. ვან დერ ვარტი იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

„თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. დღეს ბევრად კარგად ვარ და ვიმედოვნებ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები“, – აღნიშნა ვან დერ ვარტმა.

ბექა დოგრაშვილი