10 საუკეთესო კაპიტანი ფეხბურთის ისტორიაში

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

10

ფრანჩესკო ტოტი (“რომა”)

9

სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”)

8

პაოლო მალდინი (“მილანი”)

7

ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”)

6

იკერ კასილასი (ესპანეთის ნაკრები)

5

კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”)

4

დიეგო მარადონა (“ნაპოლი”)

3

რაულ გონსალესი (“რეალი”)

2

პელე (“სანტოსი”)

1

რაული: „რეალში“ დაბრუნება მსურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა აღიარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბლანკოსში“ დაბრუნებას ნატრობს. ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

„დაბრუნების დრო ჯერ არ არის. მწვრთნელის ლიცენზია არ მიმიღია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მადრიდის ჩემი სახლია, მან კარიერა და პოპულარობა მაჩქა. „რეალი“ ძალიან მიყვარს და მომავალში ამ კლუბში დაბრუნება მსურს.

ცხოვრებაში რაღაც ახალი მჭირდება. ჩნდება ახალი პროექტები, რომელთა დახმარებით, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მინდა. „რეალში“ წარმატებისთვის ბევრი ადამიანი შრომობს. ბევრის ღვაწლი კი შეუმჩნეველი რჩება“, – ციტირებს რაულს „მარკა“.

როგორ გააცილეს რაული ფეხბურთიდან (ვიდეო)

16 ნოემბერს, ამერიკის რანგით მეორე დივიზიონში, “ნიუ იორკ კოსმოსმა” საკუთარ მოედანზე “ოტავა ფიური” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი მასპინძელთა ვეტერანი თავდამსხმელისათვის, რაულისათვის კარიერაში ბოლო იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 38 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებმა ასე გააცილეს:

raulito

რაული დღეს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩს ჩაატარებს

ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი რუალ გონსალეს დღეს საღამოს თავის ბოლო პროფესიონალურ მატჩს ჩაატარებს. ეს ამერიკის NASL ლიგის ფინალური შეხვედრა იქნება, რომელშიც „ნიუ-იორკ კოსმოსი“ „ოტავა ფიურის“ შეხვდება.

ცნობისთვის, 38 წლის რაულმა კარიერის დასრულება ოქტომბერის შუაში დაადასტურა. მაშინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიმდინარე სეზონს დაასრულებს, რის შემდეგაც ბუტსებს ლურსმანზე დაკიდებს.

რაული : „ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს“

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც ამჟამად კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს და “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, FIFA.COM-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს საფეხბურთო კუთხით და სათამაშო დონე დღითი-დღე უმჯობესდება.

– ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, “ნიუ იორკ კოსმოსთან” კონტრაქტის გაფორმება რამ გადაგაწყვეტინათ?

– მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში კარიერის გაგრძელება, პირველ რიგში არის ფეხბურთის სიყვარული და “ნიუ-იორკ კოსმოსის” მიმზიდველი პროექტი. ვთვლი, რომ ფეხბურთი ამერიკაში დღიდი-დღე ვითარდება, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კი შევეცდები ხელი შევუწყო პროგრესს.

– აქტიური საფეხბურთო ცხოვრების სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?

– ფეხბურთი ჩემი ვნებაა და ახლა ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ვითამაშო ფეხბურთი. ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.

– “ნიუ-იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისური უკვე დაკავებული იყო და მისმა მფლობელმა ის უყოყმანოდ გადმოგცათ…

– “რეალში” მქონდა პატივი მეტარებინა 7-ნომრიანი მაისური, “შალკეში” და ყატარში გადასვლისას ტრადიცია გავაგრძელე. ნიუ-იორკში გადმოსვლისას გარსიამ უყოყმანოდ დამითმო მაისური, ამას კი ძალიან ვაფასებ.

რა განაცხადა რაულმა კარიერის დასრულების დადასტურების შემდეგ

„ნიუ-იორკ კოსმოსის“ თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა, რომელმაც ხუთშაბათს ნოემბრში კარიერის დასრულება დაადასტურა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როდესაც 2014 წლის დეკემბერში „ნიუ-იორკთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მაშინვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ჩემს მდგომარეობას შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ამრიგად, გადავწყვიტე, სეზონის დამთავრებისას ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. სრულიად ვარ კონცენტრირებული, რათა სეზონი დავასრულო და გუნდს NASL ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.

უახლოეს თვეებში გადავწყვიტავ, თუ რით დავკავდე. ფეხბურთს იმდენი ხანი ვთამაშობდი, რომ ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ გააწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ საამისოდ ახლა საჭირო დრო დადგა“, – ციტირებს რაულს „ნიუ-იორკ კოსმოსის“ ოფიციალური საიტი.

რაული: “რონალდუმ “რეალისთვის” 6 წელიწადში უფრო ბევრი რამ გააკეთა, ვიდრე მე – 20 წელიწადში”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა “სამეფო კლუბის” წარმატებებში კრიშტიანუ რონალდუს წვლილი დააფასა. ესპანელმა ფეხბურთელმა პორტუგალიელს უსურვა, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე გაახაროს “რეალის” ქომაგები.

“ის, რასაც რონალდუ აკეთებს, დაუჯერებელია. იგი სეზონში საშუალოდ 50 გოლს იტანს. რონალდუმ “რეალისთვის” ექვს წელიწადში უფრო ბევრი რამ გააკეთა, ვიდრე მე – ოც წელიწადში.

იმედი მაქვს, იგი ამავე ტემპში გააგრძელებს ასპარეზობას და “რეალს” კიდევ მრავალი ტიტულის მოგებაში დაეხმარება”, – რაულის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

რაულმა თავისი გუნდი წაგებას 90-ე წუთზე გადაარჩინა (ვიდეო)

31 მაისს, ამერიკის NASL-ში, “მინესუტა იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ნიუ იორკ კოსმოსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში 90-ე წუთზე ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა, რაულ გონსალესმა გაათანაბრა.

რაული: “ანჩელოტის მადლობა უნდა გადაუხადონ”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა რაულმა, რომელიც ახლა “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, კარლო ანჩელოტის “რეალიდან” წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიელ სპეციალისტს მადლობა უნდა გადაუხადონ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ კლუბი ანჩელოტისთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებდა.

“ვფიქრობ, მას კარგი მუშაობისათვის მადლობა უნდა გადაუხადონ. დიდი პაუზის შემდეგ, ანჩელოტიმ “რეალს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა”, – ციტირებს რაულის სიტყვებს Goal.Com-ი.

რაულმა ამერიკაში კიდევ ერთხელ გაიტანა (ვიდეო)

24 მაისს, ამერიკის NASL-ში, “ნიუ იორკ კოსმოსმა” საკუთარ მოედანზე “სან ანტონიო სკორპიონსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე, ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა რაულმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდის სათადარიგოთა რიგებში იყო ზურაბ ცისკარიძე, ამერიკის მოქალაქეა.

რაული: “ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. ლეგენდარულმა ესპანელმა ასეთ მოთამაშედ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნია.

“მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. გამიმართლა, რომ მოედანზე ზინედინ ზიდანს, რონალდოს, ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი, მაგრამ მესი ყველასგან განსხვავებულია…

მას ყველაფერი იოლად გამოსდის, შეუძლებელსაც კი უმარტივესად აკეთებს. როდესაც მის თამაშს უყურებ, გგონია, რომ ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთს თამაშობს.

თუ ჩემი კარიერის ადრეულ წლებზე ვისაუბრებთ, მაშინ საუკეთესოებად რობერტო ბაჯოსა და რაიან გიგზს დავასახელებ.

საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, პაოლო მალდინია. ის ძლიერი და ელეგანტური მოთამაშე იყო. მახსოვს, როგორ მიჭირდა მის წინააღმდეგ თამაში. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მოედნის მიღმაც საოცარი პიროვნებაა. ის საფეხბურთო კერპია.

საუკეთესო მეკარედ კი ოლივერ კანს დავასახელებ. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ყოველთვის რთული მატჩები გვქონდა”, – რაულის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რაულმა “კოსმოსში” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა

“რეალის”, “შალკეს” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა “ნიუ იორკ კოსმოსის” შემაგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

37 წლის რაული აშშ-ს რანგის მეორე ლიგაში “ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსთან” შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე. ესპანელის გუნდმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო, რაულმა კი მოედანზე 53 წუთი დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კლუბის ახალგაზრდული აკადემიის ტექნიკური კონსულტანტიც არის.