დი მარია: „დღეს პსჟ-მ „რეალზე“ ათჯერ უკეთესად ითამაშა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ თავის ყოფილ გუნდთან, მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი შეაჯამა, რომელიც პარიზელებმა მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმეს.

„სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა. დღეს „რეალზე“ ათჯერ უკეთესები ვიყავით.

ასე უნდა გავაგრძელოთ. ზოგჯერ, უბრალოდ, არ გიმართლებს. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ბევრს მიაღწევს. ჩემპიონთა ლიგა რთული და გრძელი ტურნირია“, – ციტირებს დი მარიას „Mundo Deportivo“.

ბენზემა და ბეილი პსჟ-სთან ვერ ითამაშებენ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში თავდამსხმელ ქარიმ ბენზემასა და ნახევარმცველ გარეთ ბეილის გამოყენებას ვერ შეძლებს, რის შესახებაც ესპანური „მარკა“ წერს.

ორივე ფეხბუთელს ტრავმა აქვს და პარიზულ კლუბთან მატჩის წინ ეს მოთამაშეები გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ. ბენზემა საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, უელსელმა კი „ლევანტესთან“ მარცხენა ფეხის კუნთების ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ პსჟ-ს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სამ ნოემბერს მიიღებს.

„უემბლიზე“ რონალდუზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება

9 ნოემბერს ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ მადრიდის „რეალისა„ და პორტუგალიის ნაკრების კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება, რის შესახებაც AS-ი წერს.

ფილმი მაყურებელს ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. პრემიერას თავად ფეხბურთელი დაესწრება.

„ამ ფილმის დახმარებით, მსურს, გიჩვენოთ, სინამდვილეში როგორი ვარ. მინდა, რომ გულშემატკვირებს ჩემ შესახებ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ. ვფიქრობ, ხალხს ის მოეწონება, რადგან მასში მოთხრობილი ყველა ისტორია სინამდვილეს შეესაბამება“, – განაცხადა თავად რონალდუმ.

კეილორ ნავასი ბედნიერია

მადრიდის „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა „სელტასთან“ მატჩში თავისი თამაში შეაფასა.

„თავდაჯერებული ვიყავი, როდესაც ბურთს ვიგერიებდი, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ბედნიერი ვარ. პირველ რიგში, გუნდმა მოიგო, მეორე რიგში კი, ამ გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. ნოლიტომ ჩინებულად დაარტყა, ასეთი დარტყმის მოგერიება ადვილი არ არის.

თავდაჯერებულობა, რომელიც მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მიღწევა მძიმე სამუშაოთი და მთელი გუნდის დახმარებითაა შესაძლებელი“, – განაცხადა კოლუმბიელმა კიპერმა.

კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივი “სელტასთან” მატჩში (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუს ახალი მანქანა (ფოტო)

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ თავისი ახალი მანქანის „ფერარის“ სურათი განათავსა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ სპორტსმენებს შორის 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულში მოხვდა.

20152310115944

რამოსი პსჟ-სთან ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „პარი სენ-ჟერმენთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვედრით კმაყოფილია.

„შესაძლოა, შეტევების გადამწყვეტ მომენტში ცოტა სიზუსტე გვაკლდა, თუმცა აქედან ბედნიერები მივდივართ, რადგან რთილი გასვლის შემდეგ ერთი ქულა ავიღეთ. ნათელია, ახლა გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, რისი მიზეზიც ბევრი ტრავმაა“, – განაცხადა რამოსმა.

აზარი “ჩელსიში” უკმაყოფილოა და შესაძლოა, “რეალში” გადავიდეს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და ნავთსაყუდელის შეცლა სურს. აზარი პრიორიტეტულ ვარიანტად “რეალს” თვლის, რომელმაც უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი.

ცნობისთვის, ედენ აზარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება.

 

რონალდუსა და რამოსს ბეილთან ცუდი ურთიერთობა აქვთ

მადრიდის „რეალის“ წამყვან ფეხბურთელებს შორის კონფლიქტია.

ყოველ შემთხვევაში, ესპანური ტელეგადაცემის „El Chiringuito de Jugones“-ის ეთერში გავრცლელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსს უელსის ნაკრების ნახევარმცველ გარეთ ბეილთან ცუდი უერთიერთობა აქვთ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბეილმა თავისი აგენტის სიტყვების გამო რონალდუს ბოდიში მოუხადა. უელსელი ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბეილი ნამდვილი ვარსკვლავია და არა საცვლების რეკლამებში მონაწილე ადამიანი.

“ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი და დრო ოფიციალურად დადგინდა

ოფიციალურად დადგინდა სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი და დრო.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 (ადგილობრივი დროით 18:15) საათზე  დაიწყება.

მეორე წრეში ამავე გუნდებს შორის “ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრა აპრილში უნდა ჩატარდეს.

 

რა განაცხადა რაულმა კარიერის დასრულების დადასტურების შემდეგ

„ნიუ-იორკ კოსმოსის“ თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა, რომელმაც ხუთშაბათს ნოემბრში კარიერის დასრულება დაადასტურა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როდესაც 2014 წლის დეკემბერში „ნიუ-იორკთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მაშინვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ჩემს მდგომარეობას შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ამრიგად, გადავწყვიტე, სეზონის დამთავრებისას ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. სრულიად ვარ კონცენტრირებული, რათა სეზონი დავასრულო და გუნდს NASL ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.

უახლოეს თვეებში გადავწყვიტავ, თუ რით დავკავდე. ფეხბურთს იმდენი ხანი ვთამაშობდი, რომ ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ გააწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ საამისოდ ახლა საჭირო დრო დადგა“, – ციტირებს რაულს „ნიუ-იორკ კოსმოსის“ ოფიციალური საიტი.

დავიდ ლუისმა, შესაძლოა, „რეალთან“ ორივე მატჩი გამოტოვოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრების რიგი დატოვა, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გამოტოვოს.

ფრანგული პრესის თანახმად, ცენტრალური მცველი ლაზარეთში, დაახლოებით, ერთ თვეს გაატარებს, რაც მის „რეალთან“ მატჩებში მოედანზე გამოსვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ პარიზელები 21 ოქტომბერსა და 3 ნოემებვრს შეხვდებიან.

ბექჰემმა გარეთ ბეილი შეაქო

მადრიდის „რეალსი“ე ქს-ნახევარმცველმს დევიდ ბექჰემს სჯერა, რომ გარეთ ბეილი, მრავალმხვრივი კრიტიკის მიხუედავად, არ გატყდება.

„არ გამიკვირდა, როდესაც ბეილის ტრანსფერი ფასი გავიგე, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც შენში ასეთ ფულს იხდიან, დიდი წნეხის ქვეშ ხვდები. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში შენგან უმაღლესი დონის თამაშს მოელიან.

პირველ სეზონში ბეილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტურნირის ფინალში გაიტანა, რაც დიდებული მღწვევაა. თუმცა, ვთვლი, გარეთი თავის ხასიათს სწორედ ახლა ამჟღავნებს“, – განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ უელსისი ნაკრებთან ერთად ბეილმა გუშინ ევროპის 2016 წლის ჩემპიოანტის საგზური გაიანღდა.