პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მესი რონალდუს მიუახლოვდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “დეპორტივო” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ სამი გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს კარიერის განმავლობაში გატანილი 33-ე ჰეთთრიკი გახლავთ, აქედან 22 ჰეთთრიკი მან ესპანეთის ჩემპიონატში შეასრულა.

ამ მაჩვენებლით მესი ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ თავდამსხმელ ტელმო სარას და მადრიდის “რეალის” ყოფილ ფორვარდ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

ლეო მესი პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 23 ჰეთთრიკი აქვს შესრულებული.

 

ანჩელოტი შემადგენლობის როტაციის წინააღმდეგია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის აზრით, მის გუნდს შემადგენლობის როტაცია არ სჭირდება.

„ახლა როტაციას დიდად არ ვსაჭიროებთ. ვფიქრობ, გუნდი რიგზეა.

ტრავმების პრობლემა არ გვაწუხებს, უახლოეს მატჩებში მხოლოდ პეპე და მოდრიჩი ვერ დაგვეხმარებიან.

გუნდი ფსიქოლოგიურად ძლიერია, რამდენიმე მოთამაშეს კი მეტი დრო აქვს, ამიტომაც ისინი კარგ შედეგს აღწევენ. ყველაზე მეტად რონალდუ და კროოსი თამაშობენ, რადგან მათი ყოფნა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გუნდისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: „მესის „რეალში“ სიამოვნებით ვიხილავდი“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თავის გუნდში „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის იხილაბდა.

„მესი „რეალში“? ეს ამბავი გამიხარდებოდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რეალის“ სახე რონალდუა, ხოლო „ბარსას“ – მესი. ყველას თავისი გუნდი და ისტორია ჰყავს, მაგრამ ორივე ამ ფეხბურთელს ჩვენს გუნდში ხილვა სასიამოვნო იქნებოდა. ამის წარმოადგენა რთულია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

“რეალი” პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბათი.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მზად არის, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს. ტრანსფერი შესაძლოა, ზაფხულში განხორციელდეს.

ცოტა ხნის წინათ პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ტურინში ბედნიერია, თუმცა მთელი კარიერის განმავლობაში “იუვეში” თამაშს არ აპირებს.

ფრანგი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებული არიან სხვა ევროპული კლუბებიც, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედიც”, რომლის რიგებშიც პოგბა 2009-დან 2012 წლამდე ირიცხებოდა.

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

რონალდუს „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებული ათი გამორჩეული სახუმარო პოსტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ კრიშტიანუ რონალდუს მესამე „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებულ ათ ყველაზე საინტერესო პოსტს.

გვარდიოლა შემადგენლობას „რეალის“ ფეხბურთელით გააძლიერებს?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ მადრიდის „რეალის“ მცველის რაფაელ ვარანის მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს.

შეგახსენებთ, რომ ვარანმა თავი ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონის წინ გამოიჩნა, როდესაც იგი 19 წლის იყო. მაშინ ფრანგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის იყო, თუმცა ტრავმებმა მისი პროგრესი შეაჩერეს. ამჟამად ფრანს მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში რეგულარული ადგილი არ აქვს.

აღნიშნული სიტუაციის გამოყენებას ხოსეპ გვარდიოლა შეეცდება. მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ვარანის დამატება იმდენად სურს, რომ დეკემბერში იგი მის აგენტ ჟორჟე მენდეშსაც კი შეხვდა.

გუშინ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა როტენ მატიას ზამეამ განაცხადა, რომ დეკემბერში იგი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს, ამიტომაც ვარანის გერმანიაში გადასვლას ზაფხულში უნდა ველოდოთ.

ირინა შეიკი მალდივებზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ისვენებს (სურათები)

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა თავისი 29-ე დაბადების დღე მალდივის კუნძლებზე აღნიშნა. იქვე სუპერმოდელმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ამსახველი სურათებიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა.

Shayk

Shayk2

16 წლის რონალდუს არაჩვეულებრივი თამაში „სპორტინგის“ რიგებში (ვიდეო)

წარმოგიდგენთ მცირტ ვიდეოს, რომელშიც ასახულია კრიშტიანუ რონალდუს თამაში ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში.

სერხიო რამოსი უახლოეს მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „ესპანიოლთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიიღო, რომლის აზრით, მოთამაშეს დასვენება სჭიღდება.

„რამოსი არ გვეყოლება, შემადგენლობაში სხვა ცვლილებებს არ ვგეგმავთ.

„ატლეტიკოსთან“ პეპე დავასვენე, ახლა რამოსის ჯერი დადგა. როდესაც საკმაოდ ბევრს თამაშობ, შესაძლოა, შემდგომ ცუდი შედეგი მიიღო. სერხიო სათასო შეხვედრაში დაგვიბრუნდება“, – განაცხადა მადრიდელთა დამრიგებელმა.

როგორ ითამაშა ტორესმა „რეალთან“ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში ფერნანდო ტორესმა ითამაშა, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ელ ნინიომ ხსენებულ შეხვედრაში 60 წუთის განმავლობაში ითამაშა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

სიმეონე “რეალის” კარში გატანილი გოლის შემდეგ საკუთარ შვილს ჩაეკონა

ესპანეთის თასის მერვედფინალში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის “ვისენტე კალდერონზე” გამართულ მატჩში (2:0) მასპინძელთა მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლის მომენტში დიეგო სიმეონემ ემოციები ვერ შეიკავა.

არგენტინელი სპეციალისტი მისკენ მორბენალ ბურთის მომწოდებელ ბიჭს ჩაეკონა. როგორც გაირკვა, პატარა ბიჭი სიმეონეს შვილია.

ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა.

„გასულ სეზონში ხმა მესის მივეცი, თუმცა რონალდუს ამბიციებსა და გამოსვლას 2014 წელს საზღვარი არ მქონდა. ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს ფეხბურთელი ამ ეპოქაში განუმეორებელია. ვფიქრობ, კრიშტიანუ 2014-ში და 2013-ში ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 12 იანვარს გაირკვევა.