მაიამიში შტორმმა მადრიდის “რეალის” ვარჯიში ჩაშალა (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” მაიამიში და წინასასეზონო სამზადისს გადის. საგულისხმოა, რომ გუშინ “ბლანკოსმა” ვარჯიშის დილის სესია დაიწყო, თუმცა ის მალევე შეწყდა. ამის მიზეზი უამინდობა, ძლიერი წვიმა და შტორმი იყო. ხულენ ლოპეტეგი ცდილობდა, რაც შეიძლება, დიდ ხანს გაგრძელებულიყო საწვრთნელი პროცესი, თუმცა საბოლოოდ, ვარჯიში მაინც შეწყდა და ფეხბურთელებმაც სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცველს.

 

გეტყვით, რომ “რეალი” “როკ სტეიდიუმზე”, პირველ აგვისტოს, დილის ოთხ საათზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრას გამართავს.

ნავასი: “მშვიდად ვარ, კონტრაქტი კლუბთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს”

კეილორ ნავასი მადრიდის “რეალთან” ერთად მაიამიში იმყოფება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებისთვის ემზადება. ლათინოამერკელი მეკარე, მიუხედავად ტიბო კურტუას “ბლანკოსში” შესაძლო გადმოსვლისა, მადრიდული მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

“კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამიტომ თავს მშვიდად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ და მადლობას ვეუბნები უფალს, რადგან ასეთი შესაძლებლობები მომცა. ახლაც ისე იმედიანად ვარ, როგორც პირველ სეზონში. ვაპირებთ, რომ ბევრი ვიმუშაოთ, დიდი ძალისხმევა გავწიოთ და ვისიამოვნოთ იმით, რომ “რეალში” ვთამაშობთ,” – ამბობს ნავასი.

ლევანდოვსკი კვლავ “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს

რობერტ ლევანდოვსკი კვლავ არ ეშვება მადრიდის “რეალში” გადაბარგებაზე ფიქრს, თვლის რა, რომ მისი “ბავარიული” კარიერა დასასრულს მიუახლოვდა და თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

როგორც ცნობილი ხდება, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი უკვე იმყოფებოდა მადრიდში, სადაც “ბლანკოსის” ხელმძღვანელებს გაესაუბრა პოლონელი ფეხბურთლის ტრანსფერის შესახებ.

პრობლემას მიუნხენის “ბაიერნი” წარმოადგენს, რომელთანაც ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ამასთანავე მადრიდულ გრანდს არ სურს ურთიერთობა გაიფუჭოს გერმანელ მეგობრებთან.

ვიდეო კარიკატურა: ვინ მიულოცა ჰარი კეინს დაბადების დღე?

დღეს ჰარი კეინის დაბადების დღეა. მოგეხსენებათ, ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.

ასე მიულოცეს 25 წლის თავდამსხმელს დაბადების დღე.

 

ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მიერ მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, 27 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი 2018/19 წლების სეზონსაც “ბავარიასი” გაატარებს ორწლიანი არენდის წესით, რის შემდეგაც “ბაიერნს” მისი გამოსყდვა 46 მილიონად შეეძლება.

“ადვილი შესაძლებელია, აქ 2019 წლის ემდეგაც დავრჩე. ამ მომენტში მხოლოდ “ბაიერნზე” ვფიქრობ,” – აცხადებს როდრიგესი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ძალიან ბევრს იწერებოდნენ ხამესის დაბრუნების ვარიანტზე, თუმცაღა ამ უკანასკნელმა ყველაფერი უარყო.

ტეო ერნანდესს, სავარაუდოდ, ესპანურ კლუბში გაანათხოვრებენ

ტეო ერნანდესის პირველი ნაბიჯები “სანტიაგო ბერნაბეუზე” არც ისე წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც ამას მადრიდელები ვარაუდობდნენ. შესაბამისად, “ბლანკოსი” მის განათხოვრებაზე ფიქრობს.

ცნობილი ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ ტეო ერნანდესი მომავალ სეზონს “რეალ სოსიედადში” გაატარებს არენდის წესით, თუმცაღა მათ ერნანდესის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტეო ერნანდესი “რეალში” “ატლეტიკოდან” გადავიდა გასულ წელს. ევროპის ზედიზედ სამგზის ჩემპიონს ეს ტრანსფერი 28 მილიონი ევრო დაუჯდა.

მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთვარმა მწვრთნლმა მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნით, როგორებიც ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანი არიან. ძალიან მინდა ისინი კლუბში დარჩნენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დარჩებიან. თუმცა ბოლო პასუხს თვის ბოლოს გეტყვით, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მათ პირისპირ გავესაუბრები,”- აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარისა და ტიბო კურტუას ტრანსფერებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ვილიანის ტრანსფერზე კი უკვე სამჯერ მიმართა “ჩელსის” კატალონიურმა “ბარსელონამ”.

პულიშიჩის ტრანსფერისთვის ერთმანეთს “რეალი”, “ჩელსი” და “ლივერპული” ებრძვიან

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში ამჯერად დორტმუნდის “ბორუსიას” ფლეიმეიკერი კრისტიან პულიშიჩია მოქცეული.

როგორც იცით, ამერიკის შეერთებული ნაკრების ვარსკვლავის ტრანსფერის სურვილით ამავდროულად “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელები არიან შეპყრობილნი.

19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად კი 60 მილიონი ფუნტი მოისაზრება. ამ მხრივ ფავორიტი, რა თქმა უნდა, მადრიდის”რეალია”. თუმცა არ არის გამორიცხული, პულიშიჩის გულის მოგება იურგენ კლოპმაც შეძლოს.

მაურისიო სარიმ აზარისა და კურტუას შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” ახლადწარდგენილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ედენ აზარისა და ტიბო კურტუას მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ძალიან ახლოსაა “რეალში” ტრანსფერთან.

“რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებზეც ვსაუბრობთ უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მინდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში სატელეფონო ზარი ვერაფერს მომცემს.

პირადად უნდა გავესაუბრო ორივე მათგანს, თვალებში უნდა ვუყურებდე და გადავწყვიტო, თუ რა არის საუკეთესო თითოეული ჩვენგანისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსურს, ფეხბურთელები მოედანზეც ვნახო, რათა უკეთ გავერკვე ყველაფერში,” – აცხადებს მაურისიო სარი.

ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლა ესპანეთის სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება.

“რონალდუს წასვლა სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება. იტალიაში არსებული ახალი რეგულაციების შედეგად, ის ამ ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე – ესპანეთში. “რეალი” რთულ სიტუაციაში ჩავარდა. ცხადია, მისი წასვლას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს, მაგრამ საგადასახადო სისტემა ნამდვილად დიდი პრობლემაა”, – უთხრა ტებასმა “მუნდო დეპორტივოს”.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო ესპანეთში პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, ის ერთხელ სასამართლოს წინაშეც წარსდგა.

“ნაპოლი” ბენზემას ტრანსფერს უმიზნებს

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდში კარიმ ბენზემას მოყვანის სურვილი გამოთქვა, რომელთან ერთადაც მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mirror ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “იუვენტუსის” ტრანსფერის საპასუხოდ, “ნეაპოლიტანელები” მზად არიან ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზონ მადრიდულ გრანდს.

იქიდან გამომდინარე, რომ “რეალი” ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს, ბენზემას წასვლის ალბათობა ძალიან დიდია. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რეალში” ყოფნისას კარლო ანჩელოტი მუდმივად იცავდა ფრანგ თავდამსხმელს.

სტატისტიკისთვის გეტყვიტ, რომ კარიმ ბენზემა “ბერნაბეუზე” 2009 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე კი 413 ოფიციალურ მატჩში გატანილი 192 გოლია.

“რეალმა” “ჩელსისთან” ტიბო კურტუას ტრანსფერის ფასი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები კულმინაციას უახლოვდება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს ტრანსფერის ფასი – დაახლოებით 35 მილიონი ევრო. კონტრაქტი კი მინიმუმ ოთხ წელზე იქნება გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ კურტუა “არისტოკრატთა” რიგებში 2011 წლიდან ირიცხება, თუმცა ამ უკანასკნელმა 2011-2014 წლები მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურით გაატარა, სადაც ის განათხოვრებული გახლდათ.