მანჩინი ინტერს უახლოვდება

“ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, შესაძლოა, მილანურ კლუბში დაბრუნდეს. იტალიური პრესის ცნობით 49 წლის სპეციალისტთან 2,5-წლიანი კონტრაქტის გაფრომება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ყოფილა.

მოსალოდნელია, რომ ოფიციალურად ეს ამბავი “მილანთან” გასამართი მე-12 ტურის მატჩის წინ დადასტურედება. აღნიშნული გადაწყვეტილება მილანური კლუბის პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა მიიღო.

მანჩინი “ინტერს” 2004-2008 წლებში თავკაცობდა. მისი უკანაკსნელი სამუშაო ადგილი კი თურქული “გალათასარაი” იყო.

მანჩინი „ინტერში“ დაბრუნდებოდა

რობერტო მანჩინი, რომელმაც ბოლოს „გალათასარაიში“ იმუშავა, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას გეგმავს.

„სამწვრთნელო საქმიანობას შემდეგ სეზონში აუცილებად დავუბრუნდები. შესაძლოა, ეს წელსაც მოხდეს“, – განაცხადა მანჩინიმ.

49 წლის სპეციალისტი „ინტერში“ დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა, რომელშიც 2004 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა.

„ჩინებული დრო იყო, როდესაც „ინტერს“ ვთავკაცობდი. მაშინ ბევრი ტიტული მოვიგეთ. მაგრამ, ახლა არ ვიცი, თუ რა მოხდება მომავალში. „ინტერს“ ამჟამად კარგი მწვრთნელი ჰყავს“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

მანჩინის იტალიაში მუშაობა არ სურს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იტალიაში მუშაობას არ აპირებს.

მანჩინი 2001-დან 2008 წლამდე “ფიორენტინას”, რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერს” თავკაცობდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ინგლისურ “მანჩესტერ სიტისა” და თურქულ “გალათასარაის” ედგა სათავეში. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მანჩინი უახლოეს პერიოდში “ნაპოლის” თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის.

“საზღვარგარეთ მუშაობა მინდა. თუ იტალიიდან საინტერესო წინადადებას მივიღებ, რა თქმა უნდა, შემოთავაზებას განვიხილავ. რაც შეეხება “ნაპოლის”, მოხარული ვარ, რომ “სასუოლოს” დამარცხება შეძლო. ბენიტესს დიდად ვაფასებ, ის შესანიშნავი მწვრთნელია”, – მანჩინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ლორან ბლანი შესაძლოა “პსჟდან” გაუშვან, ვინ შეცვლის მას ?

როგორც ცნობილი გახდა, ლორან ბლანის პარიზული კარიერა შესაძლოა ერთმა მატჩმა, “პსჟ” – “ბარსელონას” დაპირისპირებამ იმსხვერპლოს, რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ფრანგული გუნდი წარმატებით ვერ იასპარეზებს ესპანელების წინააღმდეგ.

ბლანის შემცვლელებად კი სახელდებიან, “გალათასარაის” ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და “პსჟს” ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომელიც ადრე “ინტერისა” და “მილანის” მწვრთნელიც იყო.

 

მანჩინიმ, შესაძლოა, ნაპოლი ჩაიბაროს

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შესაძლოა “ნაპოლის” დამრიგებლის პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალოს. იტალიური პრესის ცნობით ნეაპოლეტანელთა წარუმატებელი სერიის გაგრძელების შემთხვევაში ესპანელ სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, სერია ა-ს სამ შეხვედრაში კი  ორი მარცხი განიცახა.

 

ტევესი „იუვენტუსიდან“ წასვლით იმუქრებოდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კლუბის ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის დანიშვნა გადააფიქრა.

„ბიანკონერის“ თავკაცის პოსტიდან ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ მანჩინი მის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა არგენტინელმა ფორვარდმა კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა და „მანჩესტერ სიტის“ ექს-თავკაცის დანიშვნის შემთხვევაში წასვლით იმუქრებოდა, რის შესახებაც „Football Italiა“ ცნობილ გამოცემა „Corriere della Sera“-ზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რომ ტევესი მანჩინისთან ერთად „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა. მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა მატჩის დროს მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მოხდა, რადგან არგენტინელმა ცვლილებაზე გამოსვლაზე უარი თქვა.

გეტყვით იმასაც, რომ ტურინელთა დამრიგებლად „მილანის“ ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.

მანჩინიმ გალათასარაი დატოვა

თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით რობერტო მანჩინიმ “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა.

კონტრაქტი იტალიელ სპციალისტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

მანჩინიმ სტამბოლში 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა და “გალათასარაისთან” ერთად თურქეთის თასისი მოგება შესძლო.

 

არველაძის „ქასიმფაშამ“ მანჩინის „გალათასარაი“ გაანადგურა

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ რობერტო მანჩინის „გალათასარაის“ ესტუმრა და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები მე-7 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ. მოედნიდან „გალათასარაის“ მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს, რომელმაც საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. პენალტი „ქასიმფაშას“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ეზეკიელ სკარიონემ გაიტანა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, თუმცა შოთა არველაძის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს წირვა გამოუყვანა. 51-ე წუთზე „გალათასარაის“ მცველების უხეირო თამაშით სტუმრების ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტაბარე ვიუდესმა ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. შემდეგ სკარიონემ გაახერხა დუბლი. მასპინძელთა ტანჯვას წერტილი იალჯინ აიჰანმა დაუსვა, რომელმაც კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთს თავი შეაგება და ფერნანდო მუსლერას კარის ბადე მეოთხედ შეარხია.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ 4 ტურში მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს და 12 ქულას მოიპოვებს.

ამ გამარჯვების შემდეგ არველაძის „ქასიმფაშამ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა გუნდს ევროთასებზე მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდა.

 

ბექა დოგრაშვილი

მანჩინი: „არსენალს“ 9 წელია, ტიტული არ მოუგია, თუმცა ქომაგები მწვრთნელს არ შეურაცხყოფენ“

თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აგრესიულად გამოეხმაურა კლუბის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკას. თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „გალათასარაი“ შინ „კაისერისპორთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რამაც „ლომების“ გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის გათავისუფლებაც კი მოითხოვეს.

„თუ გულშემატკივრებს ჩემი გათავისუფლება სურთ, აქედან წასვლა დღესვე შემიძლია და ხვალაც შემეძლება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე მათ პოზიციას პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ისინიც აფასებენ ჩემს აზრს. ამის მიუხედავად, შეურაცხყოფას ვერ ავიტან. „გალათასარაი“ იმიტომ ჩავიბარე, რომ გრძელვადიანი პროექტი განვახორციელო. გუნდს ოთხ თვეში ვერ ააყვავებ. ვიცი, რომ ეს რთული საქმეა, თუმცა როგორც ჩანს, აქ მუშაობის საშუალებას არ მომცემენ. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი ლანძღვა-გინება ვისმინო. „არსენალს“ ცხრა წელია, ტიტული არ მოუგია. „მეთოფეთა“ გულშემატკივრები ასე რეაგირებენ წარუმატებლობაზე?“ – მანჩინის სიტყვებს Turkish football-ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი.

ბექა დოგრაშვილი

მანჩინი: „მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა ჩემი აშენებული გუნდით მოიგო“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მილანის „ინტერს“ თავკაცობდა, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა სწორედ მისი აშენებული გუნდით მოიგო.

„მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა იმიტომ მოიგო, რომ მას კარგი გუნდი ჰყავდა. მან ჩემი აშენებული გუნდი ჩაიბარა. გუნდი ფსიქოლოგიურად მე მოვაძლიერე. „მანჩესტერ სიტიც“ მე ავაშენე.

როდესაც „ინტერში“ მივედი, გუნდი ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, მე ეს შევცვალე.

„გალათასარაის“ „ჩელსის“ წინააღმდეგ მცირე შანსი აქვს, შინაურ კედლებშიც კი. ლონდონური გუნდი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

„ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ“, – მანჩინის სიტყვები Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალურ ეტაპზე „გალათასარაისა“ და „ჩელსის“ შორის მატჩი ოთხშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო კარბალიო განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

”გალათასარაის” ნასტასიჩი სურს

”გალათასარაის” მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის თავისი ყოფილი შეგირდის მატია ნასტასიჩის დამატება სურს,მანჩინის ჩანაფიქრს ხელს ისიც უწყობს რომ ნასტასიჩს ბევრი სათამაშო დრო ”მანჩესტერ სიტში” არ აქვს რაც იმის მაუწყებელია რომ ”გალას” საქმეს უადვილებს მატიას ხელში ჩაგდება.

მანჩინი: „მანჩესტერ სიტიში“ იუდები მუშაობენ“

როგორც ჩანს, თურქული „გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობაზე გული ჯერ კიდევ ვერ მოიოხა.

იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც „ქალაქელებთან“ ერთად სამი წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, გასულ წელს თანამდებობიდან დაითხოვეს. 2013 წელს „სიტიმ“ პრემიერლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა, ადრეულ ეტაპზე გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „უიგანთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რაც გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.

„ფეხბურთში ბევრი ნაცნობი მყავს. მათგან შევიტყვე, რომ გასული წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში „სიტის“ ხელმძღვანელობას სამ-ოთხ მწვრთნელთან მოლაპარაკებები უწარმოებია. ვიცი, რომ ისინი კონტაქტზე გავიდნენ კარლო ანჩელოტისთან და ხოსეპ გვარდიოლასთან. მათთან მოლაპარაკებებს ის ხალხი აწარმოებდა, რომლებიც ინგლისის თასის ფინალამდე ჩემთან ერთად სადილობდა. მიმაჩნია, რომ ეს ღალატია, ისინი იუდას მსგავსად მოიქცნენ. პრეზიდენტ მუბარაქის ასი პროცენტით ვენდობოდი, მაგრამ ასეთივე განწყობა არ მქონია ფერან სორიანოსა და ჩიკი ბეგირისტაინის მიმართ. ვფიქრობ, პრეზიდენტი უბრალოდ დაეთანხმა მათ გადაწყვეტილებას“, – მანჩინის სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-პორტალი Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილ „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი