ბრაზილიელმა ლეგენდამ, რომარიომ თანამემამულეს, გაბრიელ ჟესუსს ურჩია, რომ მხოლოდ გოლების გატანითა და სექსით დაკავდეს.
ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…
ბრაზილიელმა ლეგენდამ, რომარიომ თანამემამულეს, გაბრიელ ჟესუსს ურჩია, რომ მხოლოდ გოლების გატანითა და სექსით დაკავდეს.
ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რომარიომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს, მესისა და მარადონაზე წინ აყენებს.
“მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. დიახ, ჩემი გადმოსახედიდან მარადონა მასზე უკეთესია,” – აცხადებს ბრაზილიელი FOX Sports-თან საუბრისას.
“ყველა ვარიანტში, მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი. ასე ვფიქრობ და ამას არც ვმალავ, ეს არაერთხელ მითქვამს.
დღესდღეობით, კლუბსა და ნაკრებში ნაჩვენები თამაშების გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ნეიმარს მივცემდი,” – განაცხადა რომარიომ.
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო თვლის, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა „პარი სენ-ჟერმენის“ მცველ ტიაგო სივლას ეროვნულ გუნდში სამართლიანად აღარ იძახებს. ბოლოს სილვამ თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით ზაფხულში ჩატარებულ „კოპა ამერიაკზე“ ითამაშა.
„ვფიქრობ, ნაკრებში ტიაგო სილვას გზა დასრულდა. მის მატარებელი უკვე წავიდა, რადგან მან აჩვენა, რომ ჩვენს გუნდში სათამაშოდ საჭირო ხასიათ არ გააჩნია. მთავარი მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, მას ნაკრებში აღარ გამოვიძახებდი“, – განახადა რომარიომ.
ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რომარიო, რომელიც ამჟამად ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის წევრია, რიო-დე-ჟანეიროს მერობას არ გამორიცხავს.
„პოტილიკა ცუდ სიტყვებს მხოლოდ მაშინ იმსახურებს, როდესაც საუბარი კრუფციაზეა.
მერის თანამდებობა პოლიტიკაში ყველაზე კარგია. მსურს, რიო-დე-ჟანეიროს მერი გავხდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, შემდეგ წელს კანდიდატთა შორისაც ვიყო, თუმცა ამაში 100%-თ დარწმუნებული არ ვარ“, – ციტირებს რომარიოს ბრაზილიური გამოცემა ЕМ-ი.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რომარიო თვლის, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნისას შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, დუნგამ პენტაკამპეონები მეორედ ჩაიბარა.
“იქიდან გამომდინარე, რომ დუნგა უკვე გუნდთან ერთად მუშაობს, მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ის ჩემი მეგობარია.
ბრაზილიისთვის წარმატებულად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა ითვლება, ამიტომ, დუნგანს დანიშვნა შეცდომად მიმაჩნია. გუნდს ახალი სპეციალისტი და ახალი იდეები სჭირდებოა. რთული იქნება, მაგრამ წარმატების იმედი მაინც მაქვს” – განაცხადა რომარიომ.
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ, ნეიმარსა და კაკას სტიმული მისცა.
“ნეიმარი ტექნიკურად ძლიერია. ის ბრაზილიელთა და ასევე მსოფლიოს ეტალონია. ლოგიკურია რომ მას უყვარს კონკურენცია და გამარჯვება. იგი ყოველთვის მოტივირებულია და მზადაა ჩემი მოთხოვნები შეასრულოს. ამ კომპონენტში ის რომარიოს გავს.
“თუ კაკა განაგრძობს იგივე სულისკვეთებით თამაშს “სან-პაულუში” როგორც ახლა, მე მას აუცილებლად გამოვიძახებ, ის გამოცდილი ფეხბურთელია, მას უყვარს მისი საქმე” – განაცხადა დუნგამ.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ცივი წყალი გადაისხა, გამოწვევა კი რომარიოსა და სკოლარის გაუგზავნა.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს – რონალდოსა და რომარიოს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც რონალდომ ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის დეპუტატს უვიცი უწოდა, რომარიომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რომ მატჩებზე დასასწრები 32 ათასი ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გადაანაწილონ.
„როგორც ფეხბურთელს, პატივს გცემ, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. სამი წლის წინათ შენ თქვი, რომ მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთებს გამოჰყოფდა. ახლა, როდესაც ბილეთები აღარ დარჩა, პასუხისმგებლობას იხსნი. შენი ეს ქმედება ცუდად წარმოგაჩენს“, – ნათქვამია რომარიოს მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში.
გარდა ამისა, რომარიომ რონალდოს ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს სიტყვები გაახსენა: „მისი თქმით, დიდი ხარჯებისა და სახელმწიფოს მიერ გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება. ჩემი აზრით, შენი მეგობრის ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება შენივე პოზიციისგან. ასე არ არის?“
შეგახსენებთ, რომ რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრია.
რაც შეეხება რომარიოს, ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წევრია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 2014 წლის მუნდიალს სკეპტიკურად უყურებს. რომარიომ იმ ადამიანების მოსაზრება გაიზიარა, რომლებიც ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას აპროტესტებენ და არაერთხელ განაცხადა, რომ სტადიონების მშენებლობაში გახარჯული თანხა მრავალი ახალი სოციალური პროექტის განხორციელებას ეყოფოდა.
ბექა დოგრაშვილი
კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარ და სილვა აცხცადებს, რომ მას სურს, მისი თანამემამულეების – რონალდინიოსა და რივალდოს ნაკვალევს გაყვეს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბლაგაურნაში” გასულ ზაფხულს, ბრაზილიური “სანტოსიდან” გადავიდა. ბრაზილიის ნაკრების წევრზე, კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
“რონალდინიომ “ბარსელონას” ისტორია შექმნა. აქ ჩემს არაერთ თანაგუნდელს უთამაშია, მათ შორის რომარიოს, რივალდოს, რონალდოს. მინდა, მათ ნაკვალევს გავყვე და “ბლაგაურნასთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო”, – ამბობს ნეიმარი.
ბოლო 20 წელიწადში ნეიმარი „ბარსელონას“ მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ერთად გავიხსენოთ, თავის დროზე როგორ ჩაატარეს „ბარსელონას“ ბრაზილიელმა ვარსკვლავებმა მადრიდის „რეალთან“ თავიანთი პირველი მატჩი.
რომარიო
1993/94 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 5:0
რითი გამოიჩინა თავი: 24-ე წუთზე „ელ კლასიკოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. „რეალის“ განადგურებას სათავე დაუდო, რომარიომ იმავე მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
რონალდო
1996/97 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:0
რითი გამოიჩინა თავი: პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაზაფხულის „კლასიკოში“ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
რივალდო
1997/98 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 2:3
რითი გამოიჩინა თავი: ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გახსნა. დანარჩენი დრო გუნდზე მუშაობას მოახმარა.
რონალდინიო
2003/04 წლების სეზონი: „რეალი“–„ბარსელონა“ 1:2
რითი გამოიჩინა თავი: კატალონიელთა გადამწვეტ შეტევაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთი ადრე, „პარაშუტით“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩავი ერნანდესი, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
ნეიმარი
2013/2014 წლების სეზონი: „ბარსელონა“–„რეალი“ 2:1
რითი გამოიჩინა თავი: გახდა პირველი გოლის ავტორი. გარდა ამისა, ალექსის სანჩესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ბექა დოგრაშვილი
„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომარიო ამბობს, რომ კატალონიური გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს. ასპერგერის სინდრომი აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები. როგორც წესი, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები ვიწრო, შეზღუდულ ინტერესებზე აკეთებენ სრულ კონცენტრაციას.
„იცით თუ არა, რომ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს? ეს აუტიზმის მსუბუქი ფორმაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს კონცენტრაცია ფეხბურთზე გააკეთოს. აუტიზმის ასევე ჰქონდათ ნიუტონსა და აინშტაინს. ვიმედოვნებ, რომ მესი სირთულეებს გაუმკლავდება და ლამაზი თამაშით კვლავ დაგვატკბობს“, – დაწერა რომარიომ თავის მიკრობლოგზე.