“მანჩესტერ იუნაიტედმა” “როსტოვს” ვერ მოუგო (ვიდეო)

ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა “მანჩესტერ იუნაიტედისათვის”, რომელსაც რუსეთში, “როსტოვის” წინააღმდეგ უწევდა თამაში.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 35-ე წუთზე ჰენრიკ მხითარიანმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ბუხაროვმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში კი არაფერი შეცვლილა.

ასე რომ, ყველაფერი 17 მარტს, “ოლდ ტრაფორდზე” გადაწყდება.


“როსტოვი”: მედვედევი; კუდრიაშოვი, გრანატი (ტერენტიევი 17′), ნავასი, მევლია, კალაშევი; გატცანი, ეროკინი, ნობოა; პოლოსი, ბუხაროვი (კალაშევი 53′)

მთავარი მწვრთნელი: ივან დანილიანცი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: რომერო; როხო, ჯონსი, სმოლინგი, დეილი ბლინდი (ვალენსია 90+2′); ანდერ ერერა (90+2′ მაიკლ კერიკი), პოლ პოგბა; მხითარიანი, ფელაინი, იანგი; იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


შესანიშნავი ჟესტი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფანების რუსულ ვიზებზე იზრუნებს

პრესაში გავრცელებული უახლესი, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები კლუბის ფანებს რუსეთის ვიზის აღებაში დაეხმარებიან.

როგორც იცით, ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისათვის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს თითქმის 2,000 მილის გავლა მოუწევთ, რადგანაც თამაში რუსეთში, “როსტოვის” სტადიონზე უნდა გაიმართოს. რაც საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს.

კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან იმ 500 გულშემატკივარს, რომლებიც მზად არიან კლუბს რუსეთში წაყვნენ, 118.20 ფუნტი გადაუხადონ, რაც ვიზის აღებისთვის აუცილებელი გახლავთ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მატჩი 9 მარტს უნდა შედგეს.

“როსტოვმა” რუსეთში მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “როსტოვმა” რუსეთში მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო. დაპირისპირებაში ანგარიში დუგლაშ კოშტამ 35-ე წუთზე გახსნა. სერდარ აზმუნმა 44-ეზე გაათანაბრა.

მეორე ნახევარში “როსტოვი” საერთოდ წინ გავიდა. დმიტრი პოლოზმა 50-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან აიღო მანუელ ნოიერის კარი. მასპინძლებს დიდ ხანს ზეიმი არ დასცალდათ. ბერნატმა ზუსტად 2 წუთში ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი “როსტოველთა” მხრიდან 67-ე წუთზე კრისტიან ნობოამ გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 3:2 დასრულდა რუსების გამარჯვებით.

ამ წარმატების შემდეგ “როსტოვს” 4 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა. “ბაიერნი” კი 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ანჩელოტი მის ფეხბურთელზე: “ის ნებისმიერ პოზციაზე ძალიან სასარგებლოა!”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი რვა შეხვედრა უკვე გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში მიუნხენის “ბაიერნი” “როსტოვს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ახალგაზრდა მოთამაშემ, ჯოშუა კიმიხმა.

რუსების დამარცხების შემდეგ, გერმანელთა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ნახსენები ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

“ჯოშუა საოცარი მოთამაშეა. მას შესანიშნავი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. კიმიხის გამოყენება ნახევარდაცვაში სრულიად შესაძლებელია. თუმცა, ვიტყვი, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა და ძალიან დიდი სარგებლის მოატანა,” – გაანცხადა ანჩელოტიმ.

“როსტოვის” მწვრთნელი: “ბაიერნის” დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშნია”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ბაიერნმა” გერმანიაში “როსტოვი” 5:0 გაანადგურა.

შეხვედრის შემდეგ წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ივან დანილიანტსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს ნამდვილად არ მოგვიწია იოლი მატჩის ჩატარება. ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფი და ტქენიკური იყო. არასდროს გვითამაშნია ისეთ გუნდთან, როგორიც “ბაიერნია”.”

“ყველანაირად ვცდილობდით, თავი დაგვეცვა და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. პირველი გოლი მოულოდნელად დანიშნული პენალტით გაგვივიდა. დანარჩენის გატანა კი გერმანელებმა სისწრაფის და მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს.”

“გუნდში ძალიან ბერვი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი იმის გამო შეიცვალა, რომ მას ლიცენზია არ ჰქონდა. შესაბამისად, წინა სეზონში ამ დონის არცერთი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. გარკვეულწილად, სწორედ ამან, ანუ გამოუცდელობამ, გამოიწვია დღევანდელი საშინელი შედეგი,” – განაცხადა რუსული გუნდის მწვრთნელმა.

„ცხინვალმა“ კაჭარავას „როსტოვში“ ტრანსფერი დაადასტურა

თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა „ცხინვალის“ ფეხბურთელია ღარაა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა აქამდე გავრცელებული ცნობით, როსტოველებმა მის სანაცვლოდ 300 ათასი ევრო გადაიხადეს. კარიერას ქართველი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის მეორე ადგილზე მყოფ „როსტოვში“ გააგრძელებს.

კაჭარავა „ცხინვალში“ 2013/14 წლების სეზონიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლგიაში ჩატარებულ 15 მატჩში მის ანაგრიშზე 13 გოლია და ამჟამად ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება.

სათქმნელია, რომ ნიკას რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს – 2013/14 წლების სეზონის პირველ ნახევარში ის ყაზანის „რუბინის“ პირველ გუნდში ირიცხებოდა, იქამდე კი ყაზანელთა მეორე გუნდში იყო.

რამდენი გადაუხადა “როსტოვმა” “ცხინვალს” ნიკა კაჭარავას სანაცვლოდ?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “როსტოვში” განაგრძობს.

21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე უცხოური კლუბი ეპატიჟებოდა, საბოლოოდ კი, “როსტოვი” აირჩია, რომელიც ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს სამი ქულით ჩამორჩება.

რუსული სპორტული ვებ-გვერდის, sports.ru-ს ცნობით, როსტოველებმა “ცხინვალს” კაჭარავას სანაცვლოდ დაახლოებით 300 000 ევრო გადაუხადეს.

ამხანაგური მატჩი „როსტოვის“ აკადემიასთან

7 ნოემბერს, ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ 18-წლამდე გუნდმა(მწვრთნელი – აკაკი კვერნაძე) რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენლის, საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ ვიქტორ პანედელნიკის სახელობის აკადემიის 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკოპლექტებულ გუნდს(მწვრთნელი – სერგეი ზელიკოვი) უმასპინძლა.

როგორც „როსტოვის“ აკადემიის კოორდინატორმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა მიქაძემ გვითხრა, ჩვენი დღევანდელი სტუმრები საქართველოში იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ. რუსებმა აქამდე „ზესტაფონისა“ და „სამტრედიის“ ასაკობრივი გუნდები დაამარცხეს, შესაბამისად, 3:0 და 1:0.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, რომელსაც ქუთაისის „ტორპედოსა“ და რუსული „როსტოვის“ ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთიაც ესწრებოდა, პირველი ტაიმი ტანმაღალმა როსტოველებმა, მათ შორის იყო ერთი ქართველი ფეხბურთელი კირილე მჭედლიშვილი, მაღალ დონეზე ჩაატარეს და ტორპედოელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. ანგარიშით მათ სასარგებლოდ იყო 2:0. მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა ხარისხობრივი თვალსაზრისით თამაში გაცილებით გამოასწორეს და მეტოქეს ბევრი პრობლემაც შეუქმნეს, მაგრამ საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დარჩა. მიუხედავად მარცხისა, ახალგაზრდა ტორპედოელებისთვის ეს სპარინგი უდავოდ ნაყოფიერად უნდა ჩაითვალოს. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალერი მანაგაძემ სპეციალური თასი გადასცა. მეგობრულ ატმოსფეროში ორივე გუნდმა საერთო ფოტოც გადაიღო. “როსტოვის” ქართული ვოიაჟი უკვე დასრულდა.

„ტორპედო U-18“-მა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: კვერნაძე, ვარდოსანიძე(ზაქარიაძე 46), ნიშნიანიძე(მ. ქუთათელაძე 55), შეყრილაძე(ზირაქაძე 46), ჯოხაძე(ჭოხონელიძე 70), მარდალეიშვილი(გორდაძე 80), ა. ჭიჭინაძე(ღარწკია 75), გოგუაძე(ო. ქუთათელაძე 82), ო. ჭიჭინაძე(სილაგაძე 80), გოგლიჩიძე(ლომიძე 65), თავაძე(ჯავახაძე 46).

FCTORPEDO.GE

მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელმა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდს ხელით გაუტანა

3 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “როსტოვი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:3 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მოსკოველთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი ალექსანდრ კოკორინმა ხელით გაიტანა.

გია გრიგალავა: “ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული”

“ანჟის” მცველი გია გრიგალავამ “როსტოვთან” მატჩის წინ, რომლის ღირსებას ჯანო ანანიძე იცავს, საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

“მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. ვფიქრობ, შანსებ გვაქვს. დარჩენილ შეხვედრებში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, კონკურენტებმა ქულები უნდა დაკარგონ. იმედი მაქვს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოვახერხებთ” – განაცხადა გრიგალავამ.

“როსტოვის” და “ანჟის” შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

ანანიძემ ისევ გაიტანა

17 აპრილს, რუსეთის თასის ნახევარფინალში, “როსტოვმა” საკუთარ მოედანზე “ლუჩ ვლადივოსტოკი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ როსტოველთა გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 27-ე წუთზე დალაშქრა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “როსტოვი” თასის ფინალში გავიდა, სადაც “კრასნოდარს” დაუპირისპირდება.

ჯანო ანანიძე ბაქარი სანიას წინააღმდეგ

როგორც იცით, 6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შესთავაზა. ერთხელ კი, მან ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაქარი სანია ოსტატურად ჩამოიცილა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც “Georgian Football & Footballers”-მა გაავრცელა:

Fanebi.Com-ის არქივიდან