რამდენი ქულით შეაფასა Mirror-მა კვირკველიას თამაში?

22 ოქტომბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო სოლომონ კვირვკელია, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

იქიდან გამომდინარე, რომ “ლივერპული” დიდ უპირატესობას ფლობდა და ძალიან ხშირად უტევდა, ქართველ მცველს ბევრი საქმე ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ Mirror-მა ფეხბურთელთა შეფასებები გამოაქვეყნა. ბრიტანულმა გამოცემამ კვირკველიას თამაში ექვსი ქულით შეაფასა, მასზე უკეთესი შეფასება კი “რუბინში” სამმა მოთამაშემ მიიღო.

“ლივერპული”: მინოლე – 7, კლაინი – 6, შკრტელი – 6, სახო – 6, მორენო – 6, ალენი – 6, ჩანი – 7, მილნერი – 7, კოუტინიო – 6, ორიჯი – 6, ლალანა – 7.

“რუბინი”: რიჟიკოვი – 6, კუზმინი – 4, კვირკველია – 6, კამბოლოვი – 7, ნაბლულინი – 5, გეორგიევი – 7, ოზდოევი – 6, კანუნიკოვი – 6, კარლოს ედუარდო – 5 (პორნიაგინი – 5), კარადენიზი – 6, დევიჩი – 7.

როგორ აართვა კვირკველიამ ბურთი კრისტიან ბენტეკეს (ვიდეო)

22 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, ყაზანელთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ კრისტიან ბენტეკეს წინააღმდეგ ბრწყინვალედ იმოქმედა.

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

კვერკველია: „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება“

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველმა სოლომონ კვერკველიამ „ურალთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

„დარწმუნებული ვარ, „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება, თანაც ბოლო ტურში ამ გუდნმა „კრასნოდარს“ მოუგო. ამიტომაც, გვესმის, რომ კარგად უნდა მოვემზადოთ. სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ. იმედია, გულშემატკივრები ამაში დამეხმარებიან. ფეხბუთელისთვის გულშემატკივართა მხარდაჭერა და სავსე ტრიბუნები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან გვეხმარებიან. ამის კარგი მაგალითი „ლოკომოტივთან“ მატჩია, რომელშიც კარგი ფეხბურთი გაჩვენეთ. „ურალთან“ ბოლომდე ბრძოლას შევეცდებით“, – განაცხხადა კვერკველიამ.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სამი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ინგლისში ვიხილოთ

ვებ-გვერდი russianfootballnews.com-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე სამ ფეხბურთელს შეეხება.

საიტის ჟურნალიტებმა დაასახელეს სამი ფეხბურთელი, რომლებსაც რუსეთიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვთ. მათი აზრით, ეს მოთმაშეები ინგლისურ ფეხბურთს კარგად შეეწყობიან.

აღსანიშნავია, რომ სამიდან ერთ-ერთი ქართველი მცველი სოლომონ კვირკველიაა, რომელიც ბოლო წლებია ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. კვირკველიას გარდა, სამეულში ცსკა-ს ებრაელი ნახევარმცველი ბიბრას ნათხო და მოსკოვის “სპარტაკის” ჰოლანდიელი გარემარბი კვინსი პრომესი მოხვდნენ.

აი, რას წერენ კვირკველიაზე: “კვირკველია ბევრისათვის უცნობი ფეხბურთელია, თუმცა მან შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ კარგი მატჩები ჩაატარა. საბას რუსეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს და თანაგუნდელებს მისი იმედი ყოველთვის აქვთ.

კვირკველიამ 29 შეხვედრაში, მეტოქეთა შეტევები 120-ჯერ შეაჩერა, ამ მაჩვენებლით კი ის ევროპაში მოთამაშე ბევრ ცნობილ მცველს სჯობს. ასევე, საბა მაღალია და სისწრაფით გამოირჩევა, რაც მას ინგლისის პრემიერ ლიგაში დამკვიდრების კარგ საშუალებას მისცემს. მალე, “რუბინი” ევროპის ლიგაზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება, 23 წლის ქართველს კი თავის გამოჩენა შეეძლება.”

ჰალკმა ყაზანის “რუბინს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

24 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატში, ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის 78-ე წუთზე, “ზენიტის” ბრაზილიელმა შემტევმა ჰალკმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

კობახიძე „მორდოვიაში“ ითამაშებს

ქართველი მცველი მამუკა კობახიძე 2015/16 წლების სეზონში სარანსკის „მორდოვიაში“ ითამაშებს. როგორც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი წერს, სარანსკელებმა 22 წლის მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანეს.

ცნობისთვის, კობახიძის სატრანსფერო უფლებები ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის.

რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გათამაშებაში მამუკამ „რუბინის“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

საქართველოში კობახიძეს „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შემადგენლობაში უთამაშია.

Kobakhidze

ანანიძე „რუბინთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა

დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე, რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩი შედგება, რომელშიც ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „სპარტაკს“ მიიღებს.

გაირკვა ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა. სათქმელია, რომ „სპარტაკის“ რიგებში პირველივე წუთებიდან ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „მორდოვიასთან“ პირველი ტურის მატჩში ჯანო თამაშში შეხვედრის ბოლოს ჩაერთო, მეორე ტურში კი მოედანზე არც გამოსულა.

მოსკოველთა სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

რებროვი (კ), კირილ კომბაროვი, ტასკი, ბოკეტი, დიმიტრი კომბაროვი, გლუშაკოვი, შიროკოვი, პოპოვი, ანანიძე, პრომესი, მოვსისიანი

სათადარიგოთა სკამი: მიტრიუშკინი, გრანატი, პარშივლიუკი, რომულო, ოზბილიზი, ზოტოვი, იაკოვლევი, ზე ლუიში, დავიდოვი

 

“ტრაბზონსპორმა” “რუბინს” კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ტრაბზონსპორმა”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ყაზანის “რუბინს” სოლომონ კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

haberturk-ის ცნობით, არველაძეს კვირკველიას თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა კლუბმა “რუბინს” ქართველ მცველში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერ-ჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება. ტანმაღალი ფეხბურთელი ყაზანელთა შეუცვლელი ფიგურაა და 2014 წლიდან მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ.

კვერკველიას “რუბინი” “უფას” დაუზავდა

დასრულდა რუსეთის ჩემპიონატი, რომელის უკანასკნელ ტურში ყაზანის “რუბინი” “უფას” ესტუმდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ტრადიციულად ყაზანელთა ძირითადში იყო და 90 წუთი ითამაშა საბა კვერკველიამ. საქართველოს ნკრების მცველმა 87-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ყაზანელთა კიდევ ერთი ქართველი, მამუკა კობახიძე სათადარიგოთა შორის იყო.

30 ტურში მოპოვებული 48 ქულით “რუბინმა” სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ყაზანელებმა “ურალს” ქართველებით სძლიეს

რუსეთი პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” “ურალს” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

ტრადიციულად მასპინძელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ბოლო წუთებზე მოედანზე “რუბინის” მეორე ქართველი, მამუკა კობახიძეც გამოჩნდა.

24 ტურში მოპოვებული 43 ქულით “რუბინი” მეოთხე პოზიციაზეა.

კვერკველიას “რუბინი” “ზენიტს” დაუზავდა

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის “რუბინი” პეტერბურგში ადგილობრივ “ზენტის” დაუბრუნდა (1:1).

ტრადიციულად ყაზანელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რუბინის” კიდევ ერთი ქართველ მცველს, მამუკა კობახიძეს.

23-ი ტური შემდეგ ყაზანეთლთა აქტივში 40 ქულა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაა.