ვენგერი იანვარში ხედირას დამატებას შეეცდება

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კვლავ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის სამი ხედირას გადაბირებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი გერმანიის ნაკრების მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმებას იანვარში შეეცდება.

ამჟამად სამის ხელფასი მადრიდულ კლუბში 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო „არსენალში“ მისი ანაზღეურება, შესაძლოა, 5-6 მილიონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, „ბლანკონსთან“ კონტრაქტი ხედირას 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„მარკა“: ხედირა „ბაიერნში“ კროოსს შეცვლის?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის „მარკას“ ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის სამი ხედირას შეძენას ეცდება. კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ფეხბურთელს ის ხელფასი გადაუხადოს, რომელსაც იგი მოითხოვს.

„ბლანკოსის“ მოთამაშეს გერმანიის ჩემპიონები ტონი კროოსის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სწორედ „რეალში“ გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ხედირას შეძენით აქტიურად ლონდონის „არსენალი“ ინტერესდებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

Khedira-Marca

კროოსი: “არ ვიცი დარჩება თუ არა ხედირა რეალში”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ სამი ხედირას მომავალზე არაფერი იცის. კროოსმა ისიც აღნიშნა, რომ ხედირასთან, რომელთა ერთადაც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, “რეალში” გადასვლამდე ისაუბრა.

“ლოგიკურია, რომ ხედირასთან აქ ჩამოსვლამდე ვისაუბრე. მან კლუბი საკმაოდ კარგად დამიხასიათა. მისი მომავლის შესახებ არაფერი ვიცი, ეს მასზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილება ხედირამ და “რეალმა” უნდა მიიღონ” – განაცხადა კროოსმა.

რეალი და არსენალი ხედირას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

მადრიდის “რეალის” და ლონდონის “არსენალი” სამი ხედირას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ინგლისური კლუბი გერმანიის ნაკრების ნახევარმცველში 25 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, თავად ხედირა ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონს ითხოვს, რაზეც მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

 

ხედირა: “რამოსმა მკვდარი რეალი გადაარჩინა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ სერხიო რამოსი შეაქო. შეგახსენებთ, გუშინდელ ფინალურ მატჩში “რეალმა” სწორედ რამოსის გოლით მოახერხა შეხვედრის გადარჩენა და დამატებით დროში გადაყვანა, სადაც სამეფო კლუბის წევრებმა შესანიშნავად ითამაშებს და მატჩის მოგებაც მოახერხეს.

“ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა. გასამარჯვებლად ბევრი შრომა დაგვჭირდა. თუმცა, შედეგით ძალიან გახარებული ვარ. საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჩვენია. ჩვენ ფაქტობრივად მკვდრები ვიყავით, თუმცა სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა” – განაცხადა ხედირამ.

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

კაზემირო ალონსოს შემცვლელად?

როგორც მოგეხსენებათ ბაიერნთან განმეორებით მატჩში ალონსომ ყვითელო ბარათი მიიღო და ამის გამო მას ფინალის გამოტოვება მოუწევს.

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის შესახებ თუ ვინ უნდ დაიკავოს ლისაბონში ჩაბის პოზიცია.ამასთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა AS_მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ფანების 52% სურს,რომ ესპანელი საყრდენის პოზიცია კაზემირომ დაიკავოს, მეორე პოზიციაზე გავიდა ხედირ, რომელმაც ფანების 32%_ის მხარდაჭერა დაიმსახურა ალბათ სწორედ ის იქნებოდა ალონსოს სრულფასოვანი შემცვლელი რომ არა 177 დღიანი უქმობა ტრამვის გამო, მესამე პოზიციაზე კი გავიდა ასიერ ილარამენდი. რომელსაც გულშემატკივრების მხოლოდ 15% ენდობა.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად გადაწყვეტილება გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიღებს, ასე რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ფინალურ მატჩს.

„რეალი“ ხედირას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ სამი ხედირას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რის შესახებაც ესპანური პრესა იუწყება.

ხედირას შეძენის სურვილი ინგლისურ გრანდებს აქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, „ბლანკოსის“ თავკაცს კარლო ანჩელოტის მისი გაშვება არ სურს.

სავარაუდოდ, მადრიდიული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სამისთან კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს და მოთამაშის ხელფასს 2,9 მილიონ ევრომდე გაზრდის. ცნობითვის, ხედირას ამჟამინდელი ხელფასი 2,1 მილიონ ევროს შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიფა „რეალს“ ორ მილიონ ევროს გადაუხდის?

სამი ხედირას ტრავმით გამოწვეულ ზიანს მადრიდის „რეალი“, სავარუდოდ, დაახლოებით ორი მილიონი ევროთი შეაფასებს. მოგეხსენებათ, წესების მიხედვით, საერთაშორისო მატჩში მიღებული დაზიანების გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს კლუბებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა უწევს. ხედირამ იტალიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:1) მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას მინიმუმ ნახევარი წელიწადი დასჭირდება.

სადაზღვევო წესების თანახმად, ტრავმის მიღებიდან 28 დღის შემდეგ, ფიფამ მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის უქმობის ყოველ დღეს 20 548 ევრო უნდა გადაუხადოს. გასულ სეზონში, მას შემდეგ, რაც „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სანაკრებო მატჩში ტრავმა მიიღო და სამი თვით იუქმა, ფიფამ „სამეფო კლუბს“ ერთ მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

 

„მანჩესტერს“ ხედირა და დი მარია სურს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თვალი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველებს – ანხელ დი მარიასა და სამი ხედირას დაადგა.

„წითელი ეშმაკების“ სკაუტი ფილ ნევილი, რომელიც ერთ დროს ამავე გუნდის ღირსებას იცავდა, „რეალისა“ და „სევილიას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო და ხედირას თამაშს დააკვირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღოს.

გარდა ამისა, ინგლისური გრანდი დი მარიასაც აკვირდება. „წითელი ეშმაკები“ არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „რეალის“ 21 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნულ ორ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.