უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ოთხი მოთამაშე მოხვდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შორის არ არის ჯაბა კანკავა, რომელმაც ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო.
ევროპის ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დენის ბოიკო (“დნიპრო”), სერხიო რიკო (“სევილია”);
მცველები: დუგლასი (“დნიპრო”), ფაუზი გულიამი (“ნაპოლი”), ტიმოტე კოლოძეიჩაკი (“სევილია”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), ალეიქს ვიდალი (“სევილია”);
ნახევარმცველები: ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), ევერ ბანეგა (“სევილია”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”), რუსლან როტანი (“დნიპრო”), სტეფან მბია (“სევილია”);
თავდამსხმელები: ალანი (“ზალცბურგი”), კარლოს ბაკა (“სევილია”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ევგენი კონოპლიანკა (“დნიპრო”).
შეგახსენებთ, რომ უეფას ტექნიკური კომისიის ერთ-ერთი წევრი ალექს ფერგიუსონი გახლავთ.