28 მაისს, შცედეთისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ შეძლო.
ჭდე: შვედეთი
ულამაზესი გოლი შვედეთის ჩემპიონატიდან
გასულ დღეებში, შვედეთის ჩემპიონატში, “აიკსა” და “ჰელსინგბორგს” შორის გამართულ მატჩში, კოსტა რიკელმა ბორხესმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
გოლი, რომელიც უნდა ნახოთ
16 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატში, “დიურგარდენმა” საკუთარ მოედანზე “აიკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, “აიკის” ფეხბურთელმა ერო მარკანენმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
ყველაზე უცნაური ყვითელი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში?
14 აპრილს, შვედეთის რანგით მეორე დივიზიონში, “ჰამარბიმ” საკუთარ მოედანზე “დეგერფორსს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა, რასაც თავად იხილავთ.
იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის სპოტსმენი გახდა
“პსჟ”-ს და შვედეთის ნაკრების ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა. გამოკითხვე შვედურმა “აფტონბლადეტმა” ჩაატარა. იბრაჰიმოვიჩმა ხმების 59 პროცენტი მიიღო და ისეთ სპორტსმენებს გაასწრო, როგორებიც არიან: მოთხილამურეები შარლოტა კალუ, მარკუს ჰელსენი და იოჰან ოლსონი ასევე ჰოკეისტი ჰენრიკ ლუნდკვისტი.
ეს ტიტული იბრამჰიმოვიჩმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.
ამინდის პროგნოზი ვილაშ-ბოაშისგან
ერთ-ერთი შვედური ტელევიზიის მაყურებლები გაოცდნენ, როდესაც ამინდის პროგნოზის წამყვანად „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში დაინახეს.
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ლონდონური კლუბიდან ორშაბათს დაითხოვეს, უკვე მოძებნა ახალი სამსახური. ამიერიდან ის შვედურ ტელევიზიაში ამინდის პროგნოზს წაიყვანს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა პორტუგალიელთან ფიზიკურ მსგავსებას არც თავად წამყვანი ნიცან კოენი უარყოფს.
„მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებთაც ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ, თუმცა ჩვენი შემთხვევა მართლაც წარმოუდგენელი და სასაცილოა“, – აღნიშნა დიქტორმა.
ვილაშ-ბოაშსა და კოენს შორის მსგავსება იმავე ტელევიზიის სპორტულმა რეპორტიორებმა შენიშნეს. თავად კოენი ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლავთ.
ბექა დოგრაშვილი
იბრაჰიმოვიჩი: “ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს”
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, იმის შემდეგ, რაც თქვა, რომ ის ღმერთია, კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. შვედი ფეხბურთელის აზრით, მის გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ორი მატჩის ჯამში, პორტუგალიელებმა შვედებს 4:2 სძლიეს.
“სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი მქონდა. ვფიქრობ, 2018 წელს, მუნდიალზე ვეღარ მოვხვდები. ერთი რამ ნათელია: ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს. პორტუგალიის ნაკრებს ვულოცავ, თუმცა ბრაზილიაში მოხვედრას ორივე გუნდი იმსახურებდა”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.
იბრაჰიმოვიჩის დუბლს რონალდუმ ჰეთთრიკით უპასუხა
დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი.
პორტუგალიაში მინიმალური ანაგრიშით მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსები მაინც ჰქონდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა ჩაატარეს, რამდენიმე მომენტის შექმნა მასპინძლებმაც შეძლეს, თუმცა პირველ 45 წუთში გოლები არც ერთი და არც მეორე გუნდის კარში გასულა.
მეორე ნახევრის მე-5 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ შვედებმა სასურველი შედეგის მიღწევის შანსები დაკარგეს, რადგან მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, მათ სამი გოლი უნდა გაეტანათ, თანაც, საკუთარ კარში ბურთი აღარ უნდა გაეშვათ. იმედები სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ გულშემატკვირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში დაუბრუნა. პსჟ-ს ფორვარდმა 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, კიდევ ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუს არ გასჭირვებია, რომელმაც ისაკსონის კარი 77-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რითაც, სხვათაშორის, ზლატანის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პაულუ ბენტუს გუნდმა იზეიმა, რომელიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
შვედეთი – პორტუგალია 2:3
გოლები: იბრაჰიმოვიჩი 68′, 72′ – რონალდუ 50′, 77′, 79′
შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, მარტინ ოლსონი, კაჩანიკლიჩი (დურმაზი 82′), ჩელსტრემი, ელმი (სვენსონი 46′), ლარსონი (გერნდტი 90′), ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი
პორტუგალია: რუი პატრისიუ; ჟოაუ პერეირა, პეპე, ალვეშ, კოენტრაუ (ანტუნიეში 53′); მოუტინიო, ველოზუ, მეირელეში (ვილიამ კარვალიო 74′); რონალდუ, ალმეიდა (რიკარდო კოშტა 82′), ნანი
გაფრთხილებები: ოლსონი, სვენსონი, ჩელსტრემი, ანტონსონი – ნანი
ალექსანდრე მატევოსოვი
იბრაჰიმოვიჩის მშვენიერი ფინტი პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში
შვედეთი – პორტუგალია (სასტარტო შემადგენლობები)
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, შვედეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე პორტუგალიის ნაკრებს მიიღებს.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.
შვედეთი: ისაკსონი, ოლსონი, ნილსონი, ანტონსონი, ლუსტინგი, კალსტრიომი, ელმი, ლარსონი, კაჩანიკლიჩი, იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი.
პორტუგალია: რუი პატრისიო, პეპე, ბრუნო ალვეში, კოენტრაუ, ფერეირა, მეირელეში, ნანი, მიგელ ველოზო, მოუტინიო, რონალდუ, ალმეიდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, პორტუგალიელებმა შვედები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.
იბრაჰიმოვიჩი რონალდუს წინააღმდეგ, რონალდუ იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ
დღეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთში განმეორებით მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს – 1:0. რაც არ უნდა აღფრთოვანებული ვიყოთ შვედების დისციპლინებული და პორტუგალიელთა ურთიერთშეთანხმებული თამაშით, ეს მატჩი ქომაგებში მაინც რონალდუ-იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებად აღიქმება. ფიფას პრესსამსახურმა ეს ორი ფორვარდი შვიდი კრიტერიუმით შეადარა ერთმანეთს.
სიმაღლე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანო რონალდუზე ათი სანტიმეტრით მაღალია (195 სმ და 185 სმ);
სანაკრებო გოლები: ზლატანს ნაკრების რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს კი – 108 შეხვედრაში 44 გოლი;
გოლები ტოპ-კლუბებში: იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა 208 გოლი, რონალდუმ – 304;
გოლები მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე: იბრაჰიმოვიჩს 5 ჩატარებულ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია, რონალდუს 10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს;
სატრანსფერო ღირებულება: ზლატანს 143,5 მილიონი ფუნტით აფასებენ, კრიშტიანოს – 92,2 მილიონით;
ტიტულები: იბრაჰიმოვიჩის კოლექციაში 10 ჯილდოა, ამდენივე ტიტული აქვს რონალდუს;
მატჩები ერთმანეთის წინააღმდეგ: იბრაჰიმოვიჩის აქტივში 1 გამარჯვება, 4 ფრე და 3 წაგებაა. შესაბამისად, რონალდუს აქტივში 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხია.
მატჩი შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.
ბექა დოგრაშვილი
კრიშტიანო რონალდუმ შვედ ფეხბურთელს დასცინა
როგორც იცით, 15 ნოემბერს, პორტუგალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვედეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, პორტუგალიელთ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ შვედ ფეხბურთელს დასცინა.