მასკერანო: “ლივერპულური” წარსული? ეს სხვა ინგლისურ კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შემიშლის “

“ბარსელონას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “ლივერპულთან” არსებული მოგონებები, მას ინგლისის სხვა კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.

“ლივერპულთან” არსებული მოგონებები არ ნიშნავს, იმას რომ თუ რომელიმე ინგლისური კლუბი შანსს მომცემს, ვეტყვი : ‘ არა, მე მხოლოდ მათ რიგებში ვითამაშებ.’

ჩვენ პროფესიონალები ვართ, ასე ვცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი გრძნობები “ლივერპულისადმი” არ შეიცვლება.

რაც შეეხება წარსულს, ლივერპულში თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა იყო პრობლემებიც. როდესაც რაფამ გუნდი დატოვა, მივხვდი, რომ მათი პროექტი ჩავარდა. ამიტომაც კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რის შემდგომაც “ბარსელონასგან” შეთავაზება მომივიდა.”

რაული ესპანეთის ნაკრებს უთავკაცებდა

ესპანეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელი რაული აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ესპანეთი ნაკრების თავკაცად დანიშვნას იმედოვნებს.

„ახლა ესპანეთში დაბრუნების დრო არაა. ვნახოთ, ყველაფერი როგორ განვითარდება. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ახლა ნიუ-იორკში ცხოვრება და ოჯახთან ერთად დროის ტარება მომწონს.

მომავალში ესპანეთის ნაკრების თავკაცობა? რატომაც არა? ეს კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება „რეალს“, ზიდანმა მოთამაშეებთან სწორი კონტაქტი გაამყარა. მან იცის, ფეხბრუთელებს რისი გაგონება სურთ. ზიზუს დრო უნდა მივცეთ“, – განუცხადა რაულმა „L’ Equipe“-ს.

“ბარსელონა” ვალენსიაში მესის, ნეიმარისა და სუარესის გარეშე გაემგზავრა

ლუის ენრიკეს “ბარსელონას”  “ვალენსიასთან” დაპირისპირება გუნდის შემტევი ტრიოს, მესის, ნეიმარისა და სუარესი გარეშე მოუწევს.

როგორც იცით, საუბარია კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამის მიზეზი “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი გახლავთ , სადაც კატალონიელებმა გარი ნევილის გუნდი 7-0 გაანადგურეს.

სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ახერხებს მატჩში მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც ჟერარდ პიკე, ხავიერ მაშერანო და ანდრეს ინიესტა.

გარდა ამისა, გარი ნევილს არც კლაუდიო ბრავოზე, დანი ალვესზე, ხორდი ალბაზე, სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანზე არ ექნება სადარდებელი, რადგანაც მათი გამოყენება ლუის ენრიკემ საჭიროდ არ ჩათვალა.

გამოკვლევის შედეგი: ფაბიო კოენტრაოს ფეხი აქვს მოტეხილი

როგორც იცით, შაბათს, “მონაკოსა” და “ნიცას” (1:0) შორის გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რომელიც “მონაკოშია” განათხოვრებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდგომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ის, შეძლებს თუ არა გამოცდილი მცველი ევრო-2016-ზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნაკრების დახმარებას.

მიმდინარე სეზონში კოენტრაუმ ლიგა 1-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

დელ ბოსკე: “კასილასი ევროპის ჩემპიონატზე სათადარიგო მეკარე იქნება”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ იკერ კასილასი თანახმაა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სათადარიგოთა რიგებში იყო.

შეგახსენებთ, რომ იკერს ბოლო წლების განმავლობაში საქმეები კარგად არ მისდის, მან “რეალი” დატოვა და “პორტუს” შეუერთდა. კონტინენტის პირველობაზე “ფურია როხას” ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა იქნება.

“კასილასს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, თუმცა ის სათადარიგო მეკარე იქნება. იკერი უნიკალური მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი წელი გაატარა. ვფიქრობ, ის ნებისმიერი ესპანელი ფეხბურთელისათვის მისაბაძი უნდა იყოს”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Daily Mail.

ლუის ენრიკეს “რაბონა” “ესპანიოლთან” მატჩში (ვიდეო)

2 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:0), “ბლაგაურნას” მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ეფექტურად მოქმედება გადაწყვიტა.

ისკო ტრავმირებულია

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, რომელიც ინგლისთან და ბელგიასთან მოსამზადებელი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, კლუბში დაბრუნდა.

როგორც გაირკვა, 23 წლის მოთამაშემ ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთების ტრავმა მიიღო. ამის გამო ექიმებმა და მწვვრთნელებმა, რისკის თავიდან ასაცილებლად, ფეხბურთელის „რეალის“ ბაზაზე დაბრუნება გადაწყვიტეს.

დელ ბოსკე: „დე ხეა კასილიასის შესაცვლელად ემზადება“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა ნელ-ნელა ეროვნულ გუნდში იკერ კასილიასის შესაცვლელად ემზადება.

„როდესაც კასილიასი ნაკრებში აღარ იქნება, მისი შემცვლელის პოვნა მოგვიწევს. ერთ-ერთი, ვინც ამისთვის ემზადება, დე ხეაა. საკითხი იმაში არ მდგომარეობს, რომ იკერი აუცილებალდ ერთა ადამიანმა უდნა შეცვალოს. უბრალოდ, ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ“, – ციტირებს დელ ბოსკეს „Bernabeu Digital“-ი.

დელ ბოსკე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინას მოგებაში ხელი შევუშალოთ“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ უკრაინასთან ევრო 2016-ს შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ასეა თუ ისე, ძირითად შემადგენლბოას უვკე წარმოვიდგენ. რამდენიმე მოთამაშის ტრავმის გამო ცვლილებების შეტანა მომიწია. ამავდროულად, ეს სხვა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

ითამაშებს თუა რა სესკ ფაბრეგასი? ის ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით.

უკრაინა საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელშიც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. განსაკუთრების ეს ფლანგის მოთამაშეებს ეხებათ.

ევრო 2012-ზე, კიევში, ესპანეთის ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა. ვცდილობთ, კვლავ ამ დონეზე დავბრუნდეთ, რაც ადვილი არ არის, მაგრამ ამის მიღწევას შევეცდებით.

ისე მოხდა, რომ ევროს საგზური ადრე მოვიპოვეთ. როგორც სპორტსმენები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინას მოგებაში ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ესპანელები ბელგიელებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

ესპანეთის ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრა ბელგიაში, 17 ნოემბერს გაიმართება.

ეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდისთვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მეორე მატჩი იქნება. 13 ნოემბერს “ფურია როხა” ინგლისის ნაკრებს გაეჯიბრება.

 

მორატა მოტეხილობას გადაურჩა

ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩში ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მროატამ ტრავმა მიიღო, რომლის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

საბედნიეროდ, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფორვარდმა ფეხი არ მოიტეხა. ამის მიუხედავად, ალვარო უკრაინასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, მორატა, დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩებში ვერც „იუვენტუსს“ დაეხმარება.

საქართველო – ესპანეთი 2:5 (ფოტორეპორტაჟი)

წარმგიდგენთ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ესპანელ თანატოლებთან გუშინდელი შეხვედრის ფოტორეპორტაჟს.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: