ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ვან გაალი: „თავი არ უნდა მოვიტყუოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩი ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

„არ ველოდი, რომ ეს ტაქტიკა ასე გაამართლებდა. აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ანგარიშით 5:1 დამარცხება მართლაც შესანიშნავი რამ გახლავთ. ისე, მეექვსეს გატანაც შეგვეძლო. თუმცა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ… ჯგუფიდან ჯერ არ გავსულვართ“, – აღნიშნა ვან გაალმა.

 

დელ ბოსკე: „უნდა ვაღიაროთ, მეტოქემ გვაჯობა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ეს სპორტია. მარცხს უნდა შევეგუოთ. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა.

ახლა ვინმეს დადანაშაულების დრო არ არის. არ ღირს, რომ მარცხი რომელიმე ფეხბურთელს დავაბრალოთ, ეს მთელი გუნდის სისუსტე იყო. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მით უფრო იკერს.

უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა.

საქმე გავირთულეთ, თუმცა პრობლემა უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ესპანეთის ნაკრებმა ხუთი გოლი უკანასკნელად 51 წლის წინათ გაუშვა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ესპანელებმა ხუთი და მეტი ბურთი უკანასკნელად შორეულ 1963 წელს გაუშვეს. მაშინ „ფურია როხა“ შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 2:6 განადგურდა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ესპანელებმა ამ ტურნირზე ოთხ გოლზე მეტი უკანასკნელად სწორედ ბრაზილიაში გაუშვეს. 1950 წლის ბრაზილიის მსოფლიო პირველობაზე ესპანელები მასპინძლებთან ანგარიშით 1:6 განადგურდნენ.

 

ჰოლანდიამ ესპანეთი გაანადგურა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის ცენტრალური შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრა ლუი ვან გაალის შეგირდების გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში 27-ე წუთზე ესპანელებმა გახსნეს. დიეგო კოშტას წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ჩაბი ალონსომ შეასრულა.

ჰოლანდიელებმა ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გაათანაბრეს. შესანიშნავი გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა.

მეორე ნახევარი ჰოლანდიელების შეტევებით დაიწყო, რაც მალევე ანგარიშზეც აისახა. 53-ე წუთზე რობენმა ჰოლანდია დააწინაურა. ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.

64-ე წუთზე დე ვრიიმ სნეიდერის გადაცემით ჰოლანდიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 72-ეზე რობინ ვან პერსიმ დუბლი გაიფორმა. კაპიტანს 8 წუთში რობენმაც მიბაძა, მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:5.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის გახსნითი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ესპანეთი: კასილასი, სერხიო რამოსი, პიკე, ასპილიკუეტა, ჟორდი ალბა, ინიესტა, ჩავი ალონსო, ჩავი, დავიდ სილვა, ბუსკეტსი, დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჰოლანდია: სილესენი, ვლაარი, იანმაატი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს ინდი, რობენი, სნეიდერი, დე იონგი, დე გუზმანი, ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

 

პრევიუ: ესპანეთი – ჰოლანდია

მუნდიალის მეორე დღე ფეხბურთის გულშემატკივრებს ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას შესთავაზებს. 

4 წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელებს დამატებით დროში სძლია. ახალი მუნდიალის მეორე დღეს ჰოლანდიელებს მცირე რევანშის შანსი ეძლევათ.

ამ ნაკრებების დაპირისპირების ისტორია 10 მატჩს ითვლის. ესპანელებმა 5 მოიგეს, ჰოლანდიელებაც – 4. ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ესპანეთის ნაკრების წამყვან ძალას 4 წლის წინანდელი შემადგენლობის ლიდერები შეადგენენ. დიდი ალბათობით, ნახევარდაცვის ცენტრი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის და 2010 წლის მუნდიალის ფინალის ანალოგი იქნება – ჩავი, ბუკეტსი და ხაბი ალონსო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ამხანაგურ მატჩებში დელ ბოსკემ გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა.

დაცვაში რამოსის, პიკე და ალბას გამოჩენის პროგრნოზირება შეიძლება. მარჯვენა ფლანგს კი ხუანფრანი ან ასპილიკუეტა ჩაიბარებენ.

შეტევაში დელ ბოსკეს ნამდვილად ფართო არჩევანი და დიდი კონკურენცია აქვს.

ლუი ვან გაალის გუნდი მიმდინარე მუნდიალზე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავით წარსდგება. გამოცდილება განსაკუთრებით შეტევაში იგრძნობა, სადაც მთავარი როლები რობენს, ვან პერსის და სნეიდერს ენიჭებათ.

მოედნის ცენტრში დომინანტი ნაიჯელ დე იონგი იქნება, რომელსაც ზურგს ახალგაზრდა პარტნიორები გაუმაგრებენ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Spain_Holland_GEO

ვისენტე დელ ბოსკე ფორმაშია

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზეა გადაღებული.

რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“

ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.

„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.

ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.

 

დიეგო კოშტა – “მოღალატე”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშები უსიამოვნო შეძახილების თანხლებით მიმდინარეობს. ბრაზილიელი გულშემატკივრები ცდილობენ, რომ დიეგო კოშტა მაქსიმალურად დისკომფორტში იყოს. ისინი ესპანეთის ნაკრებში გადაბარგებულ ფეხბურთელს “მოღალატეს” უწოდებენ.

მარსელო: „ესპანეთის ნაკრები პატივს გვცემს“

ბრაზილიის ნაკრების მცველის მარსელოს აზრით, ესპანეთის ნაკრები მის გუნდს დიდ პატივს სცემს.

„ესპანელები ბრაზილიას ყოველთვის პატივს სცემდნენ. მახსოვს, შარშან, კონფედერაცის თასის მოგების შემდეგ, როგორ ვესაუბრე იკარ კასილიასს. იკერმა მითხრა, რომ ბრაზილიის ნაკრები პატივისცემას სწორედ თავისი თამაშის გამო იმსახურებს. მე კი ამ გუნის ქვეყანასა და ნაკრებს წარმოვადგენ. ამ შემთხვევაში ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, – განაცხადა მარსელომ.

ალექსანდრე მატევოსოვი