ჭდე: ესპანეთი
მეკარემ ბოლო წუთზე მაკრატელათი გაიტანა
კვირას, ესპანეთის ტერსერა დივიზიონში, “მალიორკა 2”-მა საკუთარ მოედანზე “ალკუდია” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
“ალკუდიას” ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის ბოლო წუთზე მოახერხეს, გოლი კი მაკრატელა დარტყმით გუნდის მეკარემ გაიტანა.
მესუთ იოზილს ესპანეთში ორეული გამოუჩნდა
ესპანეთში, ტუკუმანის პროვინციაში მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, მესუთ იოზილის ორეული გამოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, გონსალო გალვანი “ვილა სანტილიანის” ღირსებას იცავს.
იოზილის მსგავსად, გუნდში გონსალოც 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
ოფიციალურად: დიეგო კოსტამ ესპანეთი აირჩია
მიუხედავად იმისა, რომ დიეგო კოსტამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორ არაოფიციალურ მატჩში ითამაშა, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება მიიღო.
როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის მოთამაშემ ოფიციალურ წერის მოაწერა ხელი, რომელშიც დაადასტურა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის სასარგებლოდ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.
სავარაუდოდ, „ფურია როხაში“ დიეგოს დებიუტო ნოემბრის თვეში შდგება, როდესაც ესპანელები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.
ალექსანდრე მატევოსოვი
დელ ბოსკე: „საქართველო – ძლიერი მეტოქეა“
ესპანეთი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)
როგორც იცით, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:
ესპანეთი: კასილასი, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბერტო მორენო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ნავასი, ნეგრედო.
საქართველო: ლორია, ხუბუტია, კაშია, ლობჟანიძე, ხიდეშელი, კვირკველია, ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, კობახიძე, გელაშვილი.
რამოსი: „სამი მცველით არ უნდა ვთამაშობდეთ“
ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა საქართველოსთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სამი მცველით არ უნდა ითამაშოს.
„ჩვენ თამაშის გარკვეული ფილოსოფია გვაქვს, რომლის შეცვლაც საჭირო არ არის. ბელორუსთან შეხვედრაში დელ ბოსკეს ტაქტიკის შეცვლა მოუწია, რადგან თამაში არც ისე ადვილი გამოდგა. ეს სისტემა ჩვენთვის უცხოა. ამიტომაც სჯობს, კვლავ ოთხი მცველით ვითამაშოთ“, – თვლის რამოსი.
ალექსანდრე მატევოსოვი
ალვარო მორატას ლამაზი გოლები
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ალვარო მორატამ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ორი ლამაზი გოლი გაიტანა.
დელ ბოსკე: „მუნდიალზე ჯერ არ გავსულვართ“
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ საქართველოსთან ჩასატარებელ მატჩს მისი ფეხბურთელები სერიოზულობით უნდა მიუდგნენ.
„მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ვგეგმავთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მიმდინარე ციკლისას, ორი არც ისე სასიამოვნო მატჩი გავმართეთ. ფინეთთან და საფრანგეთთან შემდგარ შეხვედრებს ვგულისხმობ. ყველაფრის მიხუედავად, საზოგადოება ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური უკვე ჯიბეში აქვს. მართალია, საქართველოს ინგლისისა და იტალიის დონის ნაკრები არ ჰყავს, თუმცა დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. დამშვიდებული ჯერ არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი სამშაბათს, 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი
ქეცბაია: „ესპანეთთან გამარჯვება გვინდა, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება“
მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უკანასკნელ მატჩს 15 ოქტომბერს, ესპანეთში გამართავს. „ჯვაროსანთა“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფეხბურთელები „ფურია როხას“ ქულას აართმევენ.
„ვფიქრობ, რომ ესპანეთის ამჟამინდელი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ესპანელებმა ყველაფერი მოიგეს. ესპანეთის ნაკრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება უძლიერეს გუნდად. გვინდა, რომ სამშაბათს გავიმარჯვოთ, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში დაგვეუფლება“, – ქეცბაიას სიტყვები „როიტერმა“ გამოაქვეყნა.
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ალბასეტეში მდებარე „კარლოს ბელმონტეზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
სკოლარი დიეგო კოსტას დათანხმებას ცდილობს
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა „სელესაოში“ თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, „სელესაოს“ რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„იმისთვის, რომ სამუნდიალო განაცხადი დავასახელო, დრო მაისამდე მაქვს. დიეგო კოსტას მამასთან ამ თემაზე უკვე ვისაუბრე“, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ფრანგული Le10Sport-ი.
ბექა დოგრაშვილი
სერხიო რამოსის ეფექტური გოლი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე
მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ეფექტური გოლი გაიტანა.