“ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდისთვის ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი მერსისაიდული გუნდის რიგებში უკანასკნელი საშინაო შეხვედრა იქნება. ამასთან დაკავშირებით 34 წლის ინგლისელ ნახევარმცველს პრესკონფერენციაზე მისივე სათამაშო ფორმის ტორტი აჩუქეს.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას დაიცავს.
„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კარიერაში პრემიერლიგის მოგების შანსის ხელიდან გაშვებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მწუხარებაა. ინგლისის ჩემპიონატის მოგება ჩემი კარიერის ბოლოს ჩინებული იქნებოდა. სამწუხაროდ, წარმატების მისაღწევად ხშირად უიღბლობის გადატანა აუცილებელია“, – განაცხადა ჯერარდმა.
მოგეხსენებათ, „ჩელსისითან“ ინგლსისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „ლივერპულსი„ კაპიტანი სტივენ ჯერარდი გოლით გამოირჩა, რომელიც მერსესაიდული კლუბის მაისურით მისთვის 119-ე გამოდგა.
აქედან გამომდინარე, 34 წლის ნახევარმცველმა „ლივერპულის“ მოთამაშეთა შორის გატანილი გოლების რაოდენობით მაიკლ ოუენს გაუსწრო, რომელსაც 118 გოლი აქვს გატანილი.
ამჟამად ჯერარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რობი ფაულერს აქვს, რომელმაც „წითლების“ შემადგენლობაში 128 გოლი გაიტანა.
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“წითლების” მხრიდან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან ლონდონური გუნდის ქომაგებმა აპლოდისმენტით გააცილეს, ტაშს უკრავდა “პენსიონერთა” თავკაცი ჟოზე მოურინიოც. მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის.
“ჩელსის” ფანებმა ორიოდე წამით პატივი მცეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მიწასთან მასწორებდნენ. “ლივერპულის” ფანების ოვაცია უფრო გამიხარდა, ისინი პირველი დღიდან მხარს მიჭერენ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
ჟოზე მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. “ლივერპულის” დიდი ქომაგი რომ არ ვიყო, მის გუნდში გადავიდოდი. სამჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მოურინიოს გუნდში გადასვლაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა მან კარგად იცის, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. მე მიყვარს “ლივერპული” და არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხალხისთვის იგებ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.
“ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდონ აიბი გუნდში სტივენ ჯერარდის მნიშვნელობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე, ინგლისელი ნახევარმცველი კლუბს დატოვებს და MLS-ში, “ლოს-ანჯელეს გელექსიში” გადავა.
“მას გუნდში დიდი გავლენა აქვს. ის ყოველთვის ეხმარება ახალგაზრდებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. სამწუხაროა, რომ სეზონის ბოლოს მას დავკარგავთ. ჯერარდი “ლივერპულის” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა,”-დაასრულა აიბმა.
“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. 30-ე ტურში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ინგლისელი ნახევარმცველისთვის სწორედ მე-500 გახლდათ.
ჯერარდი მე-12 ფეხბურთელია, რომელმაც ამას მიაღწია. 500 და მეტი მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული აქვთ რაიან გიგზს, ფრენკ ლამპარდს, დევიდ ჯონსს, გარეტ ბერის, გარი სპიდს, ემილ ჰესკის, ჯეიმი კარაგერს, მარკ შვარცერს, ფილ ნევილს, სოლ კემპბელსა და რიო ფერდინანდს.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდისთვის მიმდინარე სეზონი ბოლოა “ლივერპულის” შემადგენლობაში. 34 წლის ფეხბურთელი კარიერას “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში ჯერარდმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბევრი ფეხბურთს ლეგენდის კარიერაში რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდის პოვნა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე სტივენ ჯერარდია, რომელმაც უპატიებელი შეცდომა გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩშიც დაუშვა. გავიხსენოთ სტივი ჯის კარიერის კიდევ რამდენიმე შეცდომა.
გაძევება 1999 წლის მერსესაიდულ დერბიში
ჯერარდი მერსესაიდული დერბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირია, თუმცა როდესაც „ევერტონთან“ შეხვედრების ისტორიას იხსენებენ, ახალგაზრდა სტივი ჯის, ერთი არც თუ ისე სასიამოვნო მომენტი ახსენდებათ. 1999 წლის სექტემბერში დერბი „ლივეპრულის“ მინიმალური სხვაობით მარცხვით დასრულდა, მისი ერთ-ერთი ანტიგმირი სწორედ სტივენ ჯერარდი იყო, რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორის კევინ კემპბელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. აღნიშნული მომენტი შეხვედრის მხოლოდ 90-ე წუთზე მოხდა, თუმცა ეს ჯერარდს ვერაფრით გაამართლებს…
ავტოგოლი 2005 წლის ლიგის თასის ფინალში
მას შემდეგ, რაც იონ-არნე რიისემ „ჩელსისთან“ ფინალური მატჩის პირველ წუთზე გოლი გაიტანა, „წითლები“ მოედანზე დომინირებდნენ. თუ 79-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს არ ჩავთვლით, შესაძლოა, შეხვედრა ლოგიკურად დასრულებულიყო: პაულუ ფერეირამ ბურთი „ლივერპულის“ საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ჯერარდი გამოეხმაურა და ავტოგოლიც გაიტანა… დამატებით დროში კი მოურინიოს გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა…
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული პასი
მერსესაიდული კლუბის კაპიტნის მადლიერი კიდევ ერთი ლონდონური კლუბის – „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრიც უნდა იყოს. 2006 წლის მარტში ჯერარდის არაზუსტ პასს მისი გოლი მოჰყვა, რომლის დახმარებითაც „მეთოფეებმა“ 3 ქულის მოპოვება იზეიმეს.
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული კიდევ ერთი პასი
ორი წლით ადრე ჯერარდმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ტიერი მსგავსი გადაცემით მოამარაგა, რის შემდეგაც მეკარე დევიდ ჯეიმსმა ფრანგი თავის საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ზინედინ ზიდანი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა. ეს ჯგუფური ეტაპის მატჩი იყო, თუმცა, მარცხის მიხუდავად, „ლომები“ 1/4 ფინალში მაინც გავიდნენ.
გადაცემა დიდიე დროგბას
„განუმეორებელი პასების“ გაკეთების უნარი ჯერარდმა რამდენიმე წელიწადშიც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სტივი კვლავ „ჩელსისთან“ თამაშში „გამოირჩა“, როდესაც 2010 წელს ყველაფერი გააკეთა, რათა კოტ-დივუარელს „ენფილდზე“ ანგარიში გაეხსნა. ის შეხვედრა „ლურჯების“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
წაქცევა და დემბას ბას გოლი
ზოგადად, „ჩელსისთან“ შეხვედრებში, როგორც ხედავთ, ჯერარდს ყველაზე მეტი შეცდომა აქვს დაშვებული. თუ 2010 წელს „ლივერპულს“ დიდი სატურნირო მიზნები ვერ ექნებოდა, შარშან ყველაფერი პირიქით იყო – მერსესაიდელებს სტივენის კარიერაში პირველ პრემიერლიგამდე სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი, შესაძლოა, მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო, რომ არა ჯერარდის მორიგი შეცდომა… ბურთის მიღებისას ის წაიქცა, რის შემდეგაც დემბა ბას სწრაფ კონტრშეტევას მინოლესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა – 0:1…
40 წამში მიღებული წითელი ბარათი
წინა კვირის ბოლოს მომხდარის გახსენება აუცილებელი არ არის. ალბათ, ასე სტივმა იმიტომ ითამაშა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენა ზედმეტად სურდა, საბოლოოდ კი, ყველაფერი პირიქით მოხდა. ალბათ, მსგავსი მიზეზის მიუხედავად, ის თავს უფრო მშვიდად ვერ იგრძნობს, რადგან მსგავსი შეცდობა, როგორც აღვნიშნეთ, სტივმა სარშანაც დაუშვა.
თუმცა, როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში, ყველაფრის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის. ამ ტურნირებზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჯერარდს, შესაძლოა, ცოტა „გულზეც მოეშვას“. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო საფეხბურთო ლეგენდა მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში არსებობს. რეალურ ცხოვრებაში კი სასიკვდილო შეცდომა დიდ ადამიანებსაც ექნებათ დაშვებული…
როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (1:2) მერსისაიდული გუნდის ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი მოედანზე გამოსვლიდან 40 წუთში ანდერ ერერას წინააღმდეგ განზრახ უხეში თამაშისთვის გააძევეს. 34 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
“მსაჯი სწორად მოიქცა, მე გუნდი, მწვრთნელი, ქომაგები დავაღალატე. დიდი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ და უნდა მესმოდეს, რომ ასეთი საქციელი დასჯადია. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ საკუთარ თავზე. არა მგონია, კიდევ რაიმეს თქმა იყოს საჭირო ამის შესახებ. ბოდიში მოვიხადე და მარცხისთვის პასუხისმგებლობაც ავიღე”, – ჯერარდის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ არ აპირებს დააყენოს ჯერარდი სასტარტო თერთმეტეულში, მისი ემოციურობის გამო.
დღეს, “ლივერპული” “ლიბერთიზე” “სუონსის” დაუპირისპირდება. მერსისაიდელთა კაპიტანმა გრძელვადიანი ტრავმა სრულიად მოიშუშა და მოედანზე გამოსასვლელად მზად არის, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელი ძალიან ცუდ ფორმაშია.
მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” ჯერარდის გარეშე ექვსი მატჩი მოიგო, როჯერსი კი სტივს თამაშში საჭიროებისამებრ ჩართავს.
“სტივი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო. ვიცი, რომ მას გუნდში დიდი პრიორიტეტი აქვს”.
“როგორც სხვები, მისდამი უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ არ მივეკუთვნები ისეთი კატეგორიის მწვრთნელებს, რომელიც ემოციურობით ან რაიმე მაგდაგვარით არჩევენ ფეხბურთელებს”.
“მნიშვნელოვანია, ყოველი მატჩის წინ დავაყენო ის შემადგენლობა, რომელიც მოახერხებს მატჩის მოგებას. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ ვინ ითამაშა გასულ ტურში უკეთესად. მთავარია, როგორ ფორმაში ხვდება მოთამაშე ახალ მატჩს”.
“ყველა ელოდებოდა სტივის დაბრუნებას ისე, როგორც თვეების მანძილზე დანიელ სტარიჯისას. კარგია, რომ ჯერარდი დაბრუნდა, მაგრამ ფორმის დასაბრუნებლად კვლავ აგრძელებს მუშაობას. საჭიროა, ლუკასიც მალე დაგვიბრუნდეს,”-განუცხადა როჯერსმა The Telegrpah-ს.
უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.
“პენალტი ჯორდანს უნდა დაერტყა. წესი წესია. მარიომ ცოტა იცელქა. კარგია, რომ გაიტანა, მაგრამ ლამაზი არ არის, როდესაც ფეხბურთელების კამათს უყურებ. ვფიქრობ, ჯორდანმა სიტუაცია სწორად შეაფასა. მან შეამჩნია, რომ მარიოს ძალიან უნდოდა გატანა. ჯორდანი იმ მომენტში განზე გადგა და მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუშიც კარგად ისაუბრა.
ჯორდანი კაპიტანია, მარიომ კი მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. ისიც სათქმელია, რომ ბალოტელიმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ამ პენალტის დარტყმა ექვს ან შვიდ ფეხბურთელს სურდა და ყველა რომ მისულიყო ბურთთან, რა მოხდებოდა?” – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.
“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.
ხუთშაბათს უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ლივერპული” “ენფილდზე” თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს. მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ შეხვედრას “წითლების” კაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოტოვებს. 34 წლის ნახევარმცველს მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული.
“გადაწყვეტით გეუბნებით, რომ ჯერარდი “ბეშიქთაშთან” ვერ ითამაშებს. ჩვენ მის მდგომარეობას ყოველდღიურად უნდა დავაკვირდეთ”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sportsmole-ი.
მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.