„დინამო“ – „ზუგდიდი“: მსაჯთა ვინაობა ცნობილია

„დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და „ზუგდიდს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.

როგორც ზუგდიდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს, მთავარი არბიტრად ამ შეხვედრაში გიორგი კიკაჩეიშვილი იმუშავებს, გვერდითა მსაჯების ფუნქციებს ზ. ფიფია და დ. გვეტენაძე შეასრულებენ. რაც შეეხება მეორე მსაჯს, დამხმარე ამ თამაშში არსენ ნონიკაშვილი იქნება.

ცნობისთვის, „დინამო“ – „ზუგდიდის“ შეხვედრა ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.

ამჟამად „დინამო“ 12 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, თბილისელებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ, „ზუგდიდი“ კი 1 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

„დინამოს“ პრეზიდენტი სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ზვიად სიჭინავას გადადგომას გამოეხმაურა.

„მადლობა მინდა გადავუხადო, ზვიად სიჭინავას გასული წლებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისას გასწია. თბილისში გამართული სუპერთასის წარმატებულად ჩატარება სწორედ ზვიად სიჭინავას სახელს უკავშირდება. გულწრფელად ვისურვებდი, რომ ამ ადამიანის შრომა და ამაგი დაუფასებელი არ დარჩენილიყოს. წარმატებას ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – ციტირებს ფიფიას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი.

კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს ფეხბურითს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართვლელოს ნაკრების ექს-პაპიტანი, ლევან კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ქართული ფეხბურთის მართვის და განვითარების გეგმა და ფინანსური მხარე განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. აბსოლიუტურად ღია და გახსნილი. კლუბებს ვაჩვენე, თუ როგორ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთოს განვითარება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს გეგმაში ეროვნულ ჩემპიონატს განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – განუცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის კანდიდატი ოფიციალურად ხვალ, 14:00 საათზე დახდება. მის კანდიდატად წარდგენას თბილისის „დინამო“ აპირებს. თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას თქმით, „დინამო“ კობიაშვილს მხარს სრულიად უჭერს, რადგან ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დრო დადგა.

ჯიღაური: “მჯერა, რომ “დინამო” წელს ჩემპიონი გახდება”

დღეს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც თბილისის “დინამომ” ტურნირის დებიუტანტი, თერჯოლის საპოვნელა 4-0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, Fanebi.com-მა ექსკლუზიური კომენტარი დუბლის ავტორთან, ჯაბა ჯიღაურთან ჩაწერა.

– მოგესალმებით ჯაბა, პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ მატჩში გამარჯვებას, მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმე. როგორ შეაფასებდი შენს მიერ გატანილ გოლებს და გუნდის თამაშს დღევანდელ მატჩში?

– პირველ რიგში, ვულოცავ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. მინდა ავღნიშნო დღევანდელი მატჩი, კარგად ჩავატარეთ. მთავარია, შედეგზე ორიენტირებული თამაში იყო და გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. კარგი სტარტი შემდეგი თამაშებისთვის აუცილებლად გამოგვადგება და მე მჯერა, წარმატებით გავაგრძელებთ ეროვნულ ჩემპიონატს.

– როგორ გააგრძელებს მომდევნო მატჩებზე ბრძოლას დედაქალაქური კლუბი და რა იქნება ქართული ფლაგმანის მიზნები მიმდინარე სეზონის განმავლობაში?

– ამას უკვე შემდეგი თამაშები გვაჩვენებს. ჩვენ ძალას არ დავიშურებთ მოგებისთვის და მჯერა, რომ თბილისის “დინამო” წელს ჩემპიონი გახდება.

თბილისის “დინამომ” “საპოვნელა” არ დაინდო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩიც “დინამო არენაზე”, სადაც თბილისის “დინამომ” თერჯოლის “საპოვნელა” დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის პირველი დარტყმა პირველ წუთზე განხორციელდა. თორნიკე ჯიმშელაშვილის შორიდან დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა ადვილად გამუკლავდა.

მეშვიდე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთი ალექსანდრე გიორგაძის კარს დიდი მანძილით აცდა.

მატჩის მე-13 წუთზე, სანდრო შუღაძის სახიფათო დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.

მატჩის მე-20 წუთზე, თორნიკე ჯიმშელაშვილმა საჯარიმოს გარედან საჯარიმო დარტყმა „დინამოს“ კარში გაგზავნა, თუმცა სლოვაკი მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა.

მატჩის 26-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა ჯიღაური საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა.

გოლიდან ზუსტად ერთ წუთში, საჯარიმოს გარედან გიორგი ქვილითაიამ კარის შუაში ბურთი გაგზავნა, თუმცა გიორგაძე ქართველის დარტყმულს გაუმკლავდა.

31-ე წუთზე, გიორგი ბუხაიძე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი კარშიც გაგზავნა, თუმცა „დინამოელები“ გოლის გაშვებისგან ძელმა იხსნა.

36-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდება განახორციელა, ბურთზე პირველი გიორგი ქვილითაია აღმოჩნდა, რომელსაც გატანამდე ცოტა დააკლდა.

39-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ გენიალური პასით ალექსანდრე იაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, უკანასკნელმა კი შეტევა გატანილი ბურთით დააგვირგვინა.

41-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა და „დინამოელთა“ კაპიტანმა გაითამაშეს. იაშვილს დუბლამდე მცირედი დააკლდა.

მატჩის 50-ე წუთზე, კურიოზული ფაქტი მოხდა. მარცხენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ალექსანდრე იაშვილს გადააწოდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ბურთი გიორგი ქვილითაიას დაუგორა როდესაც თორნიკე ჯიმშელაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

57-ე წუთზე,  ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მყოფ გიორგი ქვილითაიას ბურთი თავზე დაასვა, თუმცა დედაქალაქელთა 11-იანმა მომენტის გოლად გადაქცევა ვერ შეძლო.

მატჩის 64-ე წუთზე, ალექსანდრე იაშვილის პასით ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა ალექსანდრე გიორგაძემ „დინამოელთა“ შემტევს გოლი არ გაატანინა.

67-ე წუთზე, ვახტან ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურს ბურთი ფეხზე დაასვა, ამ უკანასკნელმაც დუბლი გაიფორმა.

71-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ბურთი კარში ლაშა პარუნაშვილმა გაგზავნა, თუმცა მეკარემ დარტყმული მოიგერია, ამის შემდეგ ცინცაძემ ორჯერ დაამატა, თუმცა ერთხელ გიორგაძემ, ხოლო მეორეჯერ ჯიმშელაშვილმა განმუხტა სიტუაცია.

73-ე წუთზე, საბა თავაძის საჯარიმო დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა ხელებში დააფიქსირა.

76-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, გამოვარდნილი ბურთი ვახტანგ ჭანტურიშვილს მიუვიდა, რომლის გასროლაც გიორგაძემ ხელებში „გააქვავა“.

87-ე წუთზე, უშანგ ბანძელაძემ გიორგი ბუხაიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. იმერელთა 9-იანის გასროლა ბეგაშვილმა ადვილად მოიგერია.

მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე, გიორგი ქვილითაიას დარტყმა ალექსანდრე გიორგაძემ ნახტომში მოიგერია.

“დინამო”(თბილისი) 4-0 “საპოვნელა”(თერჯოლა)

გოლი: ჯიღაური ’26, იაშვილი ’39, ჯიმშელაშვილი ’51(ს.კ), ჯიღაური ’67

“დინამო თბ“: ჰრდლიჩკა(ბეგაშვილი), კაკაბაძე, ჭელიძე, ფერეირა, თევზაძე, ცინცაძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი(ჭანტურიშვილი), იაშვილი(კაპ)(გველესიანი), ქვილითაია.

მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„საპოვნელა“: გიორგაძე, ჯიმშელაშვილი, რობაქიძე, ამბროლაძე(თავაძე), ბანძელაძე, ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი(კაპ), შუღაძე(ცქიფურიშვილი), ენდელაძე, მაკარიძე(შალამბერიძე).

მთ.მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გაფრთხილება: ფერეირა(2) – ამბროლაძე

გაძევება: ფერეირა ’64

ოფიციალურად: რეხვიაშვილი „დინამოში“ დაბრუნდა

თბილისის „დინამომ“ სეზონის დაწყების წინ მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი თბილისური კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

განვლილ სეზონში რეხვიაშვილი თურქული „ბოლუსპორის“ რიგებში იყო, რომლის შემადგენლობში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.

რეხვიაშვილი „დინამოში“ აქამდეც თამაშობდა – „ლურჯ-თეთრებს“ ის 2011 წელს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან 2014 წლამდე მან იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშა, მოგვიანებით კი „დინამოში“ დაბრუნდა. საბოლოოდ, რეხვიაშვილს გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩიხურაშიც“ დაბრუნება მოუწია, საიდანაც გასულ ზაფხულში თურქეთში გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიძახეს, თუმცა თემურ ქეცბაიამ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

27 წლის მცველი „დინამოში“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.

rekhviashvili

„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ

მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთწლიანი იჯარით ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ამასთან დაკავშრებით თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელიც „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება – ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.

ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ – მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.

გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე“, – ნათქვამის განცხადებაში.

პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”

თოთაძე „დინამოდან“ „საბურთალოში“ გადავიდა

თბილისის „დინამოს“ მცველი ლაშა თოთაძე 2015/16 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასული „საბურთალოს“ შემადგენლობაში ითამაშებს.

როგორც ცნობილია, 26 წლის მოთამაშე ახალ კლუბში იჯარით დეკემბრამდე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა „დინამოში“ გასული წლის ზაფხულში ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. თოთაძე ბოლო დროს „დინამოს“ კაპიტანიც იყო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში თოთაძე ხარკოვის „მეტალისტში“ ისინჯებოდა, თუმც მალევე თბილისში დაბრუნება მოუწია.

ხვალ „დინამო“ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება

უმაღლესი ლიგის კლუბები მოახლოებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ.

როგორც „ცხინვალის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი წერს, ხვალ კლუბი საქართველოს თასის მოქმედ გამარჯვებულს თბილისის „დინამოს“ შეხვდება. მატჩი „დინამოელთა“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

შეხვედრის დაწყება 18:00 საათისთვის იგეგმება.

ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”

როგორც იცით, თბილისის “დინამოს” ათიანი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის “ვერდერში” გააგრძელებს.

ქართველი 19 წლის შემტევი მის ყოფილ გუნდს დაემშვიდობა.

“დიდი მადლობა ჩემ გუნდს, ჩემ ფეხბურთელებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი გვერდში მედგა, მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს ამხელა ნდობისთვის, მადლობა გლადიატორებს მუდამ ჩვენ გვერდზე დგომისთვის, გამხნევებისთვის, გულშემატკივრობისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან. მადლობა “დინამო” ყველაფრისთვის, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”.

PAP

პაპუნაშვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს!

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან თბილისის “დინამოს” ათიანი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას გერმანიის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს.

ბრემენის ვერდერს 19 წლის შემტევის გადაბირება 1,200,000 ევრო დაუჯდა.

ამჟამად საჭირო მხოლოდ ფეხბურთელის ვიზაა, რათა ქართველი გერმანიაში გაფრინდეს და გუნდთან ერთად განაგრძოს მზადება.