ვენგერი: “კოკლინი შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ”

“უაით ჰართ ლეინზე” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესას გაუმხილა, რომ შესვენებაზე ფრანსის კოკლინი გააფრთხილა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა ვენგერის მითითება არ გაითვალისწინა და გუნდი დიდ გასაჭირში ჩააგდო.

“მან იცის, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ის შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ. მას უნდოდა ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

გაკვეთილი მალევე უნდა ისწავლოს. როდესაც ყვითელი ბარათი უკვე გაქვს, მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებ, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დაიერი გასაგდები იყო. ვფიქრობ, რომ მსაჯიც ვალდებული უნდა იყოს, რომ მედიას ესაუბროს. იქნებ შესაბამისი პასუხი გაგვცეს.” – განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდიც ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება.

პოჩეტინო: ” კეინს ნიღაბი თავისი შესაძლებლობების სრულად საშუალებას არ აძლევს”

როგორც იცით, ტრავმის გამო ჰარი კეინს ნიღბის თანხლებით უწევს თამაში, რაც მაურისიო პოჩეტინოს აზრით მის სუსტ თამაშს იწვევს.

“კეინი ნიღბით თამაშობს, ნიღაბმა შესაძლოა ყურადღება გაგიფანტოს. შეიძლება მატიჩისთვის ნიღბის ტარება უფრო ადვილია, რადგანაც მათთვის კრეატიულობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ როცა შემტევი ხარ, მაშინ ნიღაბი პრობლემებს აუცილებლად შეგიქმნის.

“ვესტ ჰემთან” მატჩში ჰარის რამოდენიმე ბრწყინვალე შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ მას უბრალოდ არ გაუმართლა. ხდება ხოლმე.

ყველაფრის მიუხედავად, მე მას სრულიად ვენდობი. ზოგჯერ არის ისეთი პერიოდები, როდესაც გოლის გატანა გიჭირს. კეინი მანქანა ნამდვილად არ არის.” – განაცხადა პოჩეტინომ, რომლის გუნდიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

პოჩეტინო ფლორენტინო პერესსაც მოუნდა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ თვალი მაურისიო პოჩეტინოს დაადგა. თუმცა, ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პერესს “ტოტენჰემის” დირექტორთან, დანიელ ლევისთან მოლაპარაკებების გამართვის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

როგორც იცით, სწორედ ლევისა და პერესის საშუალებით განხორციელდა ბეილის ტრანსფერი სარეკორდო თანხად, თუმცა უელსელი ფეხბურთელი ბოლო დროს გაცემული ავანსების გამართლებას ვერ ახერხებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდში მუშაობას კიდევ ერთ დიდ სპეციალისტს – იოაჰიმ ლიოვს უწინასწარმეტყველებენ, რომლის მომავალიც დიდი ალბათობით ევრო-2016-ის შემდგომ გადაწყდება.

ლაუდრუპი: “ერიქსენს “ბარსას” დონეზეც შეუძლია თამაში”

ბრაიან ლაუდრუპს სჯერა, რომ “ტოტენჰემის” 24 წლის ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს “ბარსელონას” დონეზე შეუძლია თამაში.

“მას სწრაფი აზროვნების უნარი და შესანიშნავი ხედვა აქვს. ერიქსენს გოლებიც გატანა შეუძლია, ის საჯარიმოდანაც მშვენივრად ურტყავს და თანაგუნდელებს ბევრს შანს უქმნის.

რამდენად შორს შეუძლია წასვლა? მჯერა, რომ მას “ბარსელონას” დონეზეც შეუძლია თამაში. თუმცა ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. შესაძლოა ამისათვის ორი წელი დასჭირდეს.

რაც შეეხება “ტოტენჰემს”, ლონდონელები ახლა ინგლისში ყველაზე დიდ ძალას წარმოადგენენ. თუმცა უმჯობესი იქნება, თუკი ერიქსენი საკუთარ ძალებს ესპანეთშიც გამოცდის.” – განაცხადა ლაუდრუპმა.

კეინი და დემბელე “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ

ლონდონის “ტოტენჰემს” იტალიურ “ფიორენტინასთან” გამკლავება მუსა დემბელესა და ჰარი კეინის გარეშე მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩზეა საუბარი.

ჰარი კეინმა “კრისტალ პალასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა. მართალია, რომ “მამლების” სამედიცინო შტაბმა უკვე დაამზადა ნიღაბი, თუმცა პოჩეტინო გარისკვას არ აპირებს.

რაც შეეხება ინგლისელთა ნახევარმცველს, დემბელეს, ის იმავე მატჩში დაშავდა. ბელგიელ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს, რის გამოც აღნიშნულ მატჩში თამაშს ვერ შეძლებს.

რომელუს ძმისთვის ბრძოლაში “ჩელსის” “ტოტენჰემი” დაუპირისპირდება

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ბელგიელი მცველით, რომელუ ლუკაკუთი ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემია” დაინტერესებული.

21 წლის ფეხბურთელი, რომლის ძმაც, რომელუ “ევერტონის” რიგებში ასპარეზობს, “ოსტენდეს” რიგებში ასპარეზობს.  იორდანი უკვე გამოიძახეს ბელგიის ნაკრებში და დიდია შანსი, რომ ევრო 2016-ზე ძირითადის ფეხბურთელი გახდეს.

ორივე ლონდონური კლუბი მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, რაც  ბელგიური კლუბისთვის სრულიად საკმარისი იქნება .

Sun: “მანჩესტერმა” არჩევანი მოურინიოსა და პოჩეტინოს შორის უნდა გააკეთოს

ინგლისური გავლენიანი გამოცემის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობისთვის მაურისიო პოჩეტინო და ჟოზე მოურინიო იბრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს და სჯერათ, რომ არგენტინელს “წითელი ეშმაკებისთვის” ტიტულების მოგება შეუძლია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პოჩეტინოს ტრანსფერი არ გამოვა, “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოზე გადაერთვება, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ასე რომ, არჩევანი ამ ორ სპეცალისტს შორის უნდა გაკეთდეს.

პრემიერ ლიგის კლუბების დანახარჯმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია

პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.

Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.

თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.

 

რას აკეთებს ჯონ სტოუნსი საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

3 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ჯონ სტოუნსმა მეტოქის მოტყუება საკუთარ საჯარიმოში გადაწყვიტა.

სესკ ფაბრეგასმა ვილიანს ბურთი სახეში გაარტყა (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში სესკ ფაბრეგასმა წაქცეულ ვილიანს ბურთი სახეში გაარტყა.

როგორ მოატყუა ოსკარმა “ტოტენჰემის” ფეხბურთელები (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში, ოსკარმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ბრწყინვალედ მოატყუა.

ფირმინო „ლივერპულს“ „ტოტენჰემთან“ ვერ დაეხმარება

„ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ინგლისის პრემიერლიგის მატჩში „ლივერპული“ ბრაზილიელი თავდამსხმელის რობერტო ფირმინოს გამოყენებას ვერ შეძლებს. როგორც „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, ბრაზილიელი აღნიშნულ შეხვედრას ზურგის პრობლემების გამო გააცდენს.

გარდა ამისა, გერმანელმა სპეციალსიტმა მაოხლებულ ტამაშში კრისტიან ბენტეკეს არყოფნაც დაადასტურა, რომელსაც მუხლის არესთან დაზიანება აღმოუჩნდა.

ცნობისთვის, „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.