Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
სიტი სტერლინგში 40 მილიონს იხდის
“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპულს” რეჰიმ სტერლინის ტრანსფერის თაობაზე კიდევ ერთი წინადადება გაუკეთა. ამჯერად მანჩესტერელებმა მერსისაიდელებს 40 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.
დე იონგი მილანთან გაახანგრძლივებს
ნაიჯელ დე იონგი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა. ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში “მილანთან” გაახანგრძლივებს კონტრაქტს.
ნაპოლი იგუაინის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს
“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ იგუაინით დაინტერესებულ კლუბს არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
დროგბას ორლანდოს უარი უთხრა
“ჩელსის” ყოფილმა შემტევმა, დიდიე დროგბამ კარიერის აშშ-ში გაგრძელებაზე უარი თქვა. აფრიკელი შემტევის მიმართ ინტერესს “ორლანდო სიტი” ინტერესდებოდა.
მანჩესტერს ფაბინიო სურს
“მონაკოს” მცველი ფაბინიო, შესაძლოა, ინგლისში გადაბარგდეს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდის ხილმძღვანელობამ 20 მილიონი მოსთხოვა.