ცისკარიძე: “ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი”

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

ქართველმა მარცხენა მცველმა, ზურაბ ცისკარიძემ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ირლანდიასთან კარგი  მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში დავმარცხდით, სადაც სამ ქულას ვიმსახურებდით. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ავსტრიასთან შეხვედრაში. იმ მატჩშიც 3-4 ას პროცენტიანი შანსი გვქონდა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.”

“იმედია, უელსელებთან შანსებს გამოვიყენებთ.”

“გარეთ ბეილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. იგი პროფესიონალი მოთამაშეა. ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი. დიდი პატივი იქნება, თუ მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. იმედია, ამის საშუალება მომეცემა,” – განაცხადა ცისკარიძემ.

პრევიუ: უელსი – საქართველო

9 ოქტომბერს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.

უელსი – საქართველო

სტადიონი: “კარდიფ სითი სთეიდიუმი”

დაწყების დრო: 20:00 საათი, 9 ოქტომბერი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: პაოლო სილვიო მაცოლენი

ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა. პირველი მათგანი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმართა და სტუმრების – ავსტრიელების გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა იგი 6 ოქტომბერს ადგილობრივ ნაკრებთან გამართა ირლანდიაში და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია (0:1). ორი ტურის შემდეგ ქართველები 0 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით, მოლდოვას უსწრებენ.

ვლადიმერ ვაისის კოლექტივი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინება უელსურ ნაკრებს. ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მართალია, ტრავმა მოიშუშა, თუმცა ის ვერ შეძლებს დახმარებას. ასევე, რამდენიმე ხანია დაზიანება აღენიშნებათ ლევან ყენიას, გიორგი აბურჯანიას და ნიკა კვეკვესკირს.

აღსნაიშნავია, რომ ირლანდიასთან გიორგი ლორიამ და სოლომონ კვერკველიამ მიიღეს მიკროტრავმები. მათ, მედიკოსთა რჩევით, ერთი დღე დაისვენეს და ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშეს. როგორც ლორია, ასევე კვერკველია მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან. ლაზარეთში კიდევ ერთი ფეხბურთელია – “ჩერნომორეცის” მცველი, დავით ხოჭოლავა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვარჯიშს. მისი უელსთან გამოჩენა სათუოა.

ცალკე უნდა ვთქვათ მარჯვენა მცველზე, უჩა ლობჟანიძეზე, რომელიც ირლანდიასთან შეხვედრაში, ტრავმის ქონის გამო, ოთარ კაკაბაძემ ჩაანაცვლა. საგულისხმოა, რომ გამოცდილი მცველი ვარჯიშზე გამოჩნდა და შესაძლოა, მან ბრიტანელების წინააღმდეგ იასარეზოს.

სხვა მხრივ, ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სრულ მწყობრში არიან.

ორი სიტყვა მოწინააღმდეგეზეც ვთქვათ… ულესის ნაკრებმა 5 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს, შესაბამისად, ჯერ მოლდოვას მოუგო (4-0), შემდეგ კი ავსტრიასთან გაიყო ქულები (2-2). უელსელები  4 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

ბრიტანელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ იმ მხრივ, რომ მათ გუნდის ორი ლიდერი, აარონ რემზი და ჯო ალენი არ ჰყავთ. გარდა “არსენალის” სპორტსმენისა, ამ გუნდს 22 წლის ნახევარმცველი, ჯონი უილიამსი დააკლდება. სხვა ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.

აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს სამჯერ შეხვდა:

საქართველო – უელსი 5:0 (16/11/94)

უელსი – საქართველო 0:1 (07/06/95)

უელსი – საქართველო 1-2 (20/08/08)

მწვრთნელების კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია. ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის. საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია.”

კრის კოულმენი: “ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს. მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”

“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!

სავარაუდო შემადგენლობები:

უელსი

2

საქართველო

1

საქართველოსთან მატჩში ბეილი შესაძლოა, აუტების ჩამწოდებლად მოგვევლინოს

მადრიდის “რეალისა” და უელსის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, გარეთ ბეილი საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, უჩვეულო ამპულაში ვიხილოთ.

როგორც იცით, უელსის ნაკრები საჰაერო ორთაბრძოლებში საკმაოდ ძლიერია, ამიტომაც ისინი აუტიდან ბურთს პირდაპირ საჯარიმოში აგდებენ, რაც ბეილს ძალიან კარგად გამოდის – სწორედ მის მიერ ჩაწოდებულ აუტს მოჰყვა მეორე გოლი ავსტრიელთა კარში.

“ვნახოთ რას იტყვის მწვრთნელი ამის შესახებ. თუ ამის საჭიროება იქნება და ამით გუნდს დავეხმარები, რატომაც არა? ვფიქრობ, ეს ჩემი დამატებითი იარაღია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.

დღესდღეობით ფეხბურთში ადვილი მატჩები აღარ არის, ასე რომ ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. კარგია, ავსტრიიდან ქულა რომ წამოვიღეთ, თუმცა ახლა სხვა საფიქრალი გვაქვს.” – განაცხადა მან.

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

კრის კოულმენი: “არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით – აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია!

9 ოქტომბერს უელსის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ეროვნულ გუნდს მიიღებს.

საგულისხმოა, რომ ამ ნაკრებებს შორის აქამდე 3 შეხვედრა გაიმართა და ქართველებმა სამივე მოიგეს. გამოსარჩევი იყო 1994 წლის 16 ნოემბრის გამარჯვება, როცა ჩვენებმა ბრიტანელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო უელსის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი.

ბრიტანელმა სპეციალისტმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის წინ პრესკონფერეცია გამართა.

“ავსტრიასთან მატჩი ფრედ დავასრულეთ; ვენაში მწარე გამოცდილება მივიღეთ. კიდევ უფრო დავწრმუნდი, რომ საკუთარ თავს შენი თამაშის ხარისხით ხდი ფავორიტს. ჩვენ ავსტრიაში ეს ვერ შევძელით. ასპარეზობის გამო, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.”

“რაც შეეხება საქართველოსთან დაპირისპირებას, ვთვლი, რომ  ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს; თუ ალენმა მომდევნო კვირაში ექიმის მითითებები შეასრულა, რეაბილიტაციას სწრაფად გაივლის და პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “სტოკის” მაისურით “სანდერლენდის” წინააღმდეგ უპრობლემოდ ითამაშებს.”

“მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”

“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!”

“ბოლო წლებში უელსის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და, აქედან გამომდინარე, ახლა გუნდები უფრო დიდი ყურადღებით გვეთამშებიან, გვიკეტავენ ზონებს. უფრო რთულია, ცარიელი ადგილების მოძებნა და იქედან შეტევების განხორციელება. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და მივაღწიოთ წარმატებას,” – განაცხადა კოულმენმა.

უელსელები საშინელი გუნდური ფოტოების გადაღების ტრადიციას აგრძელებენ

მართალია ბოლო წლებში უელსურმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი გაიარა, თუმცა ბირატანელები ერთი პრობლემის გადაჭრას მაინც ვერ ახერხებენ – თუ როგორ გადაიღონ ნორმალური გუნდური ფოტო.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩიდან, რომელშიც უელსელები ავსტრიელებს დაუზავდნენ (2-2), გამოსარჩევი იყო ერთი ფოტო:

მათთვის, ვინამაც არ იცის, ვიტყვით, რომ უელსელებს ეს პრობლემა ოდითგანვე აწუხებდათ. მაგალითისთვის იხილეთ უკრაინელებთან გამართული მატჩის წინ გადაღებული ფოტო, რომელიც 2016 წლით თარიღდება.

იგივე პრობლემა იყო 2002 და 2006 წლებშიც:

ბეილი: “ახალ სეზონში “რეალის” მიზანი სწორედ ეს იქნება!”

სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა Marca-სთან ისაუბრა.

“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”

“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”

რუსეთი 2018: საქართველოს ნაკრების ჯგუფის პირველი ტურის მატჩების მიმოხილვა (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა. D ჯგუფში, რომელშიდაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, სამი მატჩი ჩატარდა.

საქართველო – ავსტრია

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ავსტრიის ნაკრები მიიღო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი მიიღეს: მე-16 წუთზე ჰინტერეგერმა, ხოლო 42-ეზე იანკომ მოახერხეს ლორიას კარის ბადის შერხევა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ჯანო ანანიძემ შორეული გასროლით 78-ე წუთზე შეძლო. საბოლოო ანგარიში – 1-2.

უელსი – მოლდოვა

უხვგოლიანი გამოდგა უელსისა და მოლდოვას დაპირისპირება. მასპინძლებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. დუბლის შესრულება გარეთ ბეილმა შეძლო (50 წთ.; 90+5 წთ.), თითო-თითო გოლი ვოუკსმა და ალენმა გაიტანეს, შესაბამისად, 38-ე და 44-ე წუთებზე. უელსმა 4-0 იმარჯვა.

სერბეთი – ჩრდილოეთ ირლანდია

მესამე მატჩი სერბეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის გაიმართა. ანგარიში მესამე წუთზე სტუმართა მოთამაშემ, ჰენდრიკმა გახსნა. 62-ე და 69-ე წუთებზე ჯერ კოსტიჩმა გაათანაბრა, შემდეგ კი ტადიჩმა საერთოდ წინ გაიყვანა სერბეთის ნაკრები. საბოლოო წერტილი მატჩში შეცვლაზე შემოსულმა მერფიმ მე-80 წუთზე დასვა – მან 2-2 გახადა ანგარიში. სწორედ ასე დასრულდა ეს შეხვედრა.

პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფი ასე გამოიყურება

მომდევნო ტურის შეხვედრები 6 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს შეხვდება, ავსტრია უელსს მიიღებს, მოლდოვა – სერბეთს.

ნანი: “გოლის აღნიშვნაც კი ვერ მოვახერხე, ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა”

ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა ფორვარდმა ნანიმ პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნანიმ გაიტანა მეორე და ბოლო გოლი მატჩში, შედეგად კი პორტუგალიის ნაკრები ევრო 2016-ის ფინალში გავიდა.

“გოლის აღნიშვნაც კი ვერ მოვახერხე, ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა.” – განაცხადა ნანიმ, რომელსაც ამ ჩემპიონატზე 3 გოლი დაუგროვდა.

ფინალში პორტუგალიის ნაკრების მეტოქის ვინაობა 7 ივლისს, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის შემდეგ გაირკვევა. ნანიმ ამ საკითხსაც შეეხო: “ჩვენ მოწინააღმდეგის არჩევა არ შეგვიძლია. უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ საკუთარ ძალებში და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.”

მარადონა: “ევრო 2016-ზე ბეილმა უფრო მეტი გააკეთა უელსისთვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისთვის”

დიეგო მარადონა თვლის, რომ გარეთ ბეილმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფრო უფრო დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის ნახევარფინალში გასვლაში, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ.

Times of India-სთან საუბრისას, მან განაცხადა: “ამასთანავე ეს იქნება დაპირისპირება მადრიდის “რეალის” ორი ფლანგელის.

ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც უნდა დაეყრდნო ისეთ ინდივიდუალისტებს, როგორებიც რონალდუ და ბეილი არიან. ბურთის კონტროლი, სიჩქარე და დარტყმის ასეთი უნარი მათ განსაკუთრებულებად აქცევთ.

მათ მიერ გუნდის წარმატებაში ჩადებული წვლილის რაოდენობა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. ამ დროისათვის, ბეილმა უფრო მეტი გააკეთა გუნდისათვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისათვის.

ნებისმიერ გულშემატკივარს გაუკვირდებოდა, ტურნირის დაწყებამდე რომ გეთქვათ, ნახევარფინალური დაპირისპირება უელსი-პორტუგალია იქნებაო.

მათი თილისმა, კრიშტიანუ რონალდუ ძველებურად ვერ თამაშობს. სხვა ფეხბურთელები კი ერთმანეთისთვის ცდილობენ თამაშს. ფაქტი, რომ პორტუგალიამ ასეთ შედეგს მიაღწია მაშინ, როცა მათი ლიდერი ვერ თამაშობდა, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ.”

ანჩელოტი:”ბეილი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ “ევრო 2016″ მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”

დღეს “ევრო 2016”-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდებში მადრიდიდს “რეალის” სუპერვარსკვლავები, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი თამაშობენ. ისინი, საკლუბო დონისგან განსხვავებით, ახლა ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.

ძალიან დამაინტრიგებელ მატჩზე ისაუბრა იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რონალდოსა და ბეილს “რეალში” 2013-2015 წლებში წვრთნიდა:“რონალდო და ბეილი – ამ ორ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მადრიდის “რეალი” გვაკავშირებდა. მინდა, გითხრათ, რომ ეს სპორტსმენები არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან და სხვა არაფერი აინტერესებთ. შესაბამისად, მათი ერთმანეთის პირისპირ ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.”

“გარეთი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ  2016 წლის “ევროპის ჩემპიონატი” მისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანი ტურნირი იქნებოდა. უელსელებმა შესანიშნავად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ამ ჩემპიონატზე. შემდეგ კი ნახევარფინალამდე მივიდნენ. რატომ არ შეიძლება ისინი წინ წავიდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ?!”

“პორტუგალიაში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კრიშტიანოს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ნანი, რენატო სანჩესი და ჟოაო მოუნტინიო ჰყავს. მათ დიდ წარმატებას შეუძლიათ მიაღწიონ,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

პორტუგალია – უელსი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

პორტუგალია – უელსი
შეხვედრის ადგილი: ლიონ; “პარკ ოლიმპიკ ლიონი”
შეხვედრის დრო: ოთხშაბათი, 6 ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)


დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყება. ერთმანეთს პორტუგალიისა და უელსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. პორტუგალიის ნაკრები ნახევარფინალამდე ისე მივიდა, რომ ძირითად დროში გამარჯვება არ მოუპოვებია, უელსელები კი მხოლოდ ინგლისის ნაკრებთან დამარცხდნენ და დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვეს.

ასევე, ეს მატჩი იმითაც არის საინტერესო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მადრიდის “რეალის” ორი ვარსკვლავი – კრიშტიანო რონალდუ და გარეტ ბეილი ითამაშებენ. ისინი თავიანთი გუნდების გამოკვეთილი ლიდერები არიან.


 

საფრანგეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

30/06/16 ევჩ. პოლონეთი პორტუგალია 1:1 პ
25/06/16 ევჩ. ხორვატია პორტუგალია 0:1 დ
22/06/16 ევჩ. უნგრეთი პორტუგალია 3:3
18/06/16 ევჩ. პორტუგალია ავსტრია 0:0
14/06/16 ევჩ. პორტუგალია ისლანდია 1:1

ისლანდიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

01/07/16 ევჩ. უელსი  ბელგია 3:1
25/06/16 ევჩ. უელსი  ჩრ. ირლანდია 1:0
20/06/16 ევჩ რუსეთი უელსი  0:3
16/06/16 ევჩ. ინგლისი უელსი 2:1
11/06/16 ევჩ. უელსი  სლოვაკეთი 2:1

ურთიერთშეხვედრები

02/06/00: ამხანაგური მატჩი, პორტუგალია 3:0 უელსი


ca

ფერნანდო სანტუში: “ვიცით, რომ პორტუგალიის ნაკრები ფავორიტია. მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ, თუმცა ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მეტად წნეხის ქვეშ ის ნაკრებები არიან, რომელთაგანაც თავიდანვე ბევრს მოელოდნენ. ამ მხრივ, ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ამიტომ თავისუფლად ვითამაშებთ.”

კრის კოულმენი: “უელსისა და ისლანდიის ნაკრებები ყველას მოსწონს, რადგან ამ გუნდებმა ბევრისათვის მოულოდნელად, დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ფინალში გასვლა ძალიან გვსურს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

ლამაზი ფეხუბთი თუ კარგი შედეგი? ამ შემთხვევაში, კარგ შედეგს ავირჩევდი.”


პორტუგალია:

– პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ძირითად დროში არცერთი მატჩი არ მოუგია.

– პეპემ ბოლო ვარჯიშები გამოტოვა, ამიტომ დიდი შანსია, მან უელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

უელსი:

– უელსის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო აარონ რემზი და ბენ დევისი დააკლდება.

– დიდი ალბათობით, კოულმენი პორტუგალიასთან 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს.

– უელსელებმა ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში გამარჯვება ხუთჯერ მოახერხეს.


პორტუგალიის ნაკრების სავარაუოდ შემადგენლობა:

რუი პატრისიო; კედრიკი, ფონტე, რიკარდო კარვალიო, გერეირო; დანილო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა, სანჩესი; ნანი, რონალდუ.

cats

უელსის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ჰენესი; ჩესტერი, უილიამსი, კოლინსი; გუნტერი, ალენი, ლედლი, ჯ. უილიამსი, ტეილორი; ბეილი, რობსონ-კანუ.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი:

პორტუგალია 1:1 უელსი