უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “შუქურასთან” ქულები დაკარგა, “დინამომ” “გურიას” სძლია

დღეს უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ჩიხურა” – “შუქურა”

საჩერეში, “ივანწმინდა არენაზე” ერთმანეთს ადგილობრივი ჩიხურა და ქობულეთის “შუქურა შეერკინნენ. პირველ ტაიმში, 39-ე წუთზე სტუმართა რიგებიდან კობა შალამბერიძემ გახსნა ანგარიში.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე დენის დობროვოლსკიმ გაათანბრა. საბოლოოდ, ანგარიში – 1-1 და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

8 ტურის შემდეგ საჩხერულ კლუბს 17 ქულა აქვს და პივრელ პოზიციაზეა. “შუქურამ” 7 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილს იკავებს.

“გურია” – “დინამო” (თბ)

ლანჩხუთში ერთმანეთს “გურია” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, თუმცა მსაჯმა სამი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. ორი მათგანი სტუმართა ფეხბურთელებმა, პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ ერთმანეთში ჩხუბის გამო მიიღეს. ერთი კი “გურიას” მოთამაშემ, გიორგი ჭედიამ დაიმსახურა.

მეორე ნახევარში ჯერ 49-ე წუთზე დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი 72-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ “დინამო” ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. საბოლოო ანგარიში – 0:2.

ამ მატჩის შემდეგ ლანჩხუთის გუნდს 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, თბილისური კლუბი 13 ქულით მეორე პოზიციაზეა.

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” “ზუდიდს” სძლია, ლიდერებმა ქულები გაიყვეს

დღეს უმაღლესი ლიგის წითელ ჯგუფში მერვე ტურის შეხვერდები გაიმართა.

“კოლხეთი” – “ზუგდიდი”

ფოთში ადგილობრივი “კოლხეთი” “ზუდიდს” დაუპირისპირდა. მატჩი მაპსინძელთა უპირატესობით წარიმართა. 24-ე წუთზე იგორ ოზარკივმა “კოლხეთი” დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, გატანა ისევ ფოთელებმა შეძლეს – მატჩის 90-ე წუთზე ჯღამაიამ ორამდე გაზარდა უპირატესობა და შეხვედრაში წერტილი დასვა. საბოლოოდ – 2-0 მასპინძელთა სასარგებლოდ.

ამ თამაშის შემდეგ “კოლხეთს” 12 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, ხოლო “ზუგდიდმა” მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო და ბოლო ადგილს იკავებს.

“საბურთალო” – “სიონი”

“მიხეილ მესხი 2”-ზე “საბურთალო” “სიონს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დავით ვოლკოვმა 21-ე წუთზე “სიონი” დააწინაურა. პირველი ნახევარი ბოლნისლების გამარჯვებით დასრულდა.

დარჩენილ 45 წუთშიც 1 გოლი გავიდა. კონკრეტულად, 71-ეზე ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში და საბოლოო შედეგი – 1-1 დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლები 5 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

“სამტრედია” – “დინამო” (ბათუმი)

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ადგილობრივი “სამტრედია” ბათუმურ “დინამოს” დაუპირისპირდა. ეს დღევანდელი დღის ცენტრალური შეხვედრა იყო, რადგან, სავარაუდოდ, ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი დაიკავებს პირველ ადგილს წითელ ჯგუფში.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და ერთი გოლი გავიდა – მე-40 წუთზე კვანტალიანმა აჭარული კლუბი წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში მე-60 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლების წონასწორობა აღადგინა – 1-1. საბოლოოდ, ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი.

“სამტრედიას” 15 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო “დინამო” 13 მოპოვებული ქულით მეორე ადგილზეა.

 

სოსო ფრუიძე: “თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, დიდი წარმატებისთვის “დინამოსთან” მოგება არის საჭირო-მეთქი”

დღეს უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

გამარჯვების შემდეგ, “ჩიხურას” მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართა.

“თამაშის წინ ბიჭებს ავუხსენი, რომ თუ დიდ წარმატებებზე გვინდა ფიქრი, მაშინ ეს მატჩი უნდა მოვიგოთ-მეთქი.”

“საერთო ჯამში, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. იყო უხეში ორთაბრძოლები და ლამაზი მომენტებიც.”

“წითელი ჯგუფიდან “სამტრედიას” გამოვარჩევ. მათი მწვრთნელი, შესანიშნავად მუშაობს. ასევე, აღსანიშნავია, ბათუმის “დინმოც.”

ჩვენი მიზანი მინიმუმ სამეულში შესვლა იქნება,” – განაცხადა ფრუიძემ.

 

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “ცხინვალს” თბილისში მოუგო და პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა!

დღეს უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ცხინვალმა” თბილისში საჩხერის “ჩიხურას” უმაპინძლა. საჩხერლებმა პირველივე წუთზე გახსნენ ანგარიში  – ამის გაკეთება დიმიტრი ტატანაშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე გრიგალაშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. 82-ე წუთზე ჯაბა დვალმა ერთი გოლი გაქვითა. საბოლოოდ, იმერლებმა ეს მატჩი, ანგარიშით, 2-1 მოიგეს და თეთრი ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს!

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ლოკომოტივმა” “შუქურა” დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ჩელე არენაზე” ქობულეთის “შუქურა” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. იყო ცოტა მომენტი ორივე გუნდის კართან, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში გუნდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. საბოლოოდ, მიზანს სტუმრებმა მიაღწიეს; 69-ე წუთზე “ლოკომოტივის” მოთამაშემ, კიკაბიძემ მეტოქის კარი აიღო. ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელიც ამ თამაშში გავიდა. შესაბამისად, დაპირისპირება, ანგარიშით, 0-1 დასრულდა, თბილისლების სასარგებლოდ.

 

 

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” დაუზავდა

დღეს უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის ერთადერთი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში ერთმანეთს “საბურთალოს” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდა. შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. იყო რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა გოლის გატანა. საბოლოოდ, არც ისე საინტერესო თამაში, ანგარიშით, 0-0 დასრულდა.

პირველი წრის შემდეგ თბილისურმა გუნდმა 8 ქულა დააგროვა და წითელი ჯგუფის მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება ბათუმურ კლუბს, აჭარლებმა 18 შესაძლებლიდან 12 ქულა მოიპოვეს და პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

ხვალ და ზეგ კიდევ ხუთი მატჩი გაიმართება და პირველი წრე ამით დასრულდება.

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “სამტერდიამ” “დილას” მოუგო, ბათუმის “დინამომ” და “სიონმა” ქულები გაიყვეს

დღეს უმაღლესი ლიგის  მეექვსე ტურმა აიღო სტარტი.

წითელ ჯგუფში ორი შეხვედრა შედგა.

გორის “დილა”  – სამტერდიას “სამტერდია”

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “დილა” და ” სამტრედია” დაუპირისპირდნენ. თამაში მომენტებით დახუნძლული ნამდვილად არ გამოდგა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში მასპინძელი გუნდი გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო. 61-ე წუთზე გამცემლიძემ შორიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში და “დილა” წინ გაიყვანა. “სამტრედიამ” ზუსტად 19 წუთში უპასუხა მეტოქეს – მე-80-ზე არაბულმა გაიტანა. “სამტრედიამ” მეტიც მოახერხა – 88-ეზე მეორე გოლით მანჯგალაძემ წინ გაიყვანა იმერული გუნდი.

საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 1-2 დასრულდა.

ბათუმის “დინამო” – ბოლნისის “სიონი”

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს საქართველოს ჩემპიონატის წითელ ჯგუფში გაიმართა, ბათუმური “დინამოსა” და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირებაა.  წინა თამაშის მსგავსად, პირველ ტაიმში არც აქ გასულა გოლი.

მეორე ნახევარშიც მატჩი იმავე სცენარით წარიმართა. საბოლოოდ, ფრე – 0-0.

“გურიამ” თეთრი ჯგუფის ლიდერ “ჩიხურას” საჩხერეში მოუგო

დღეს უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში, “ივანწმინდა არენაზე” ერთმანეთს “ჩიხურა” და ლანჩხუთის “გურია” დაუპირისპირდნენ. მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-16 წუთზე მურაშოვმა პენალტი გამოიყენა და “გურია” წინ გაიყვანა. ზუსტად 17 წუტში იმავე მოტამაშემ ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში სოსო ფრუიძის გუნდი ცდილობდა ფრეს მაინც მიეღწია. მათ 85-ე წუთზე ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. ამ შემთხვევაში მეტოქის კარი ლობჟანიძემ აიღო. ამის შემდეგ, მასპინძლები აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1:2 დასრულდა.

ამ შეხვედრის შემდეგ “ჩიხურას” 10 ქულა აქვს და, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა. ხოლო, გურულებს კი 8 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

“რუსთავის” ფან-კლუბი: “ვითხოვთ დეტალურ პასუხს!”

გუშინ სქარათველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა , დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა პირველი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც “მერანსა” “რუსთავს” შორის გაიმართა, გარიგებულად სცნო. ორივე კლუბს დაეკისრა სანქციები: ჯარიმა – 10 000 ლარი, ჩამოაკლდათ ექვსი ქულა სატურნირო ცხრილში და ნახსენები მატჩი, ანგარიშით, 0:3 წაგებად ჩაეთვალათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს.კ. “რუსთავის” ოფიციალური ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს.

“ს.კ. “რუსთავის ” ფან-კლუბი აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ფედერაციისგან, კერძოდ მისი გენერალური მდივნისგან, დავით მუჯირისგან ვითხოვთ დეტალურ პასუხს და ფაქტებს თუ რის საფუძველზე მოხდა კლუბის დაჯარიმება და სანქციების დაწესება. არანაირი მოწმე და არანაირი ვიდეომასალა არ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება რომ ფედერაციას არ სურს ს.კ რუსთავმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ჩვენ საუბარი გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი დანაშაული ჩვენ კლუბს აღნიშნული მატჩის მიმართ არ მიუძღვის. მოვითხოვთ სასწრაფოდ გააუქმონ დაკისრებული საქნციები და ბოდიში მოიხადონ ამ ყოვლად გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო,” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.

სფფ-მ “რუსთავი” და “მერანი” გარიგებული მატჩისთვის დასაჯა!

დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პირველ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შეეხო. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და რუსთავის “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. იგი მეგრელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე ნახსენები გუნდები უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა. სწორედ ეს სტატუსი მიანიჭა სადიციპლინო კომიტეტმა “მერანისა” და “რუსთავის” უკვე გამართულ შეხვედრას.

როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, “მერანის” მიერ მოგებული თამაში ორივე კლუბს წაგებად ჩაეთვლებათ (ანგარაშით, 0:3). გარდა ამისა, მათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა დააკლდებათ. ჯარიმის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 ლარს გადაიხდიან.

“დინამომ” “შუქურას” ვერ მოუგო

დღეს უმაღლესი ლიგის სამი შეხვედრა გაიმართა.

თეთრი ჯგუფში “დინამო არენაზე” თბილისის “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, რაც მალე გოლში აისახა – გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა. სულ რაღაც 14 წუთში სტუმრების ფეხბურთელმა, გიორგი გურულმა გაათანაბრა – 1-1. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში “დინამო” ცდილობდა, წინ გასულიყო და სამი ქულა მოეპოვებინა. საბოლოოდ, ვერცერთმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის შეცვლა და მატჩიც 1-1 დასრულდა.

ამ ფრით “დინამო” თეთრ ჯგუფში რვა ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო “შუქურა” კი სამი ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

“სამტრედიამ” “კოლხეთს” სძლია

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა მასპინძელთა მოთამაშემ, ბუდუ ზივზივაძემ 24-ე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა; “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეგრულ გუნდზე 2:0 იმარჯვეს.

ამ მოგებით იმერულმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან.