კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

ედინსონ კავანი: “ვამაყობ, ურუგვაელი რომ ვარ”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედინსონ კავანიმ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ურუგვაი საფრანგეთთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

“გულგატეხილი ვარ? რა თქმა უნდა… თუმცა ამავდროულად ვამაყობ, რომ ღმერთმა ამ ოჯახში ყოფნის უფლება მომცა, მოედანზე თუ მის მიღმა.

ვამაყობ, რომ ურუგვაელი ვარ და ამავდროულად ძალიან ვწუხვარ ამ შედეგით. ესეც ცხოვრების ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ფეხზე წამოვდგეთ! ჩვენი თავგადასავალი გრძელდება,” – აცხადებს კავანი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.

საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: სამხრეთამერიკელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ედინსონ კავანი ვერ ეხმარებოდა, ევროპელებმა კი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი მოისაკლისეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდი სიფრთხილეს იჩენდა და გარისკვას ერიდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტი არცთუ მრავლად შეიქმნა, თუმცა ანგარიში პირველივე ნახევარში გაიხსნა: მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ კი თავით რაფაელ ვარანმა დაარტყა და გაიტანა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს მარტინ კასერესს თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ უგო ლორისმა შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი იხსნა და ტაიმი “მამლების” გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი 16 წუთის დაწყებული იყო, როცა სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გრიზმანის შორეული დარტყმის შემდეგ ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა უხეშად შეცდა, უხეიროდ მოიგერია და ბურთი კარში შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ, ფრანგები კი ნახევარფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ურუგვაი — საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: ვარანი 40′, გრიზმანი 61′.

ირანი – პორტუგალია: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირანი პორტუგალიას დაუპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა. ევროპელებმა ხუთი ქულა მოაგროვეს და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ Fifa.Com-ის ვერსიით აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკარდუ კუარეჟმა დასახელდა. პორტუგალიელთა შემტევმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და სწორედ ამის საშუალებით მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ერთი ქულა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია მერვედფინალში ურუგვაის დაუპირისპირდება.

სუარესი: “გავიგონე, როგორ მოუწოდებდა აკინფეევი ფეხბურთელებს, ცერებზე დამდგარიყვნენ”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდასმხმელმა ლუის სუარესმა რუსეთის ნაკრებს საჯარიმოდან გაუტანა. ამ უკანასკნელმა ჯარიმა იმ კუთხეში დაარტყა, რომლის დაცვაც მეკარეს ევალებოდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სუარესმა ჟურნალისტებთან განმარტა.

“რატომ შევასრულე ჯარიმა ასე? გავიგონე, როგორ მოუწოდებდა აკინფეევი ფეხბურთელებს, რომ ცერებზე დამდგარიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ფეხბურთელებს თავს ზემოთ გადატარებულ დარტყმას ელოდა.

ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელები ძალიან მაღლები იყვნენ და კედელიც მასიური იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, მეკარის კუთხეში დამერტყა და გამომივიდა კიდეც,” – აცხადებს სუარესი.

სუარესი პოლონეთთან და ავსტრიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სამხრეთ ამერიკელები 10 და 13 რიცხვებში პოლონეთისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ლუის სუარესი. მან მარჯვენა მუხლზე დაზიანება ჯერ კიდევ აგვისტოში, მადრიდის “რეალთან” სუპერთასზე მიიღო. მაშინ ლუისმა იმკურნალა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, ნაკრების ხელმძღვანელობამ მას მისცა საშუალება, სანაკრებო შესვენება სამკურნალოდ და ძალების აღსადგენად გამოიყენოს.

“იმისათვის, რომ სუარესმა სრულყოფილი რეაბილიტაციის კურსი გაიაროს, ის 11 ნოემბრიდან ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურ მკურნალობას დაიწყებს,” – ნათქვამია ურუგვაელთა განცხადებაში.

ტაბარესი: “მსოფლიო ჩეპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ოსკარ ტაბარესმა არგენტინელთა ლიდერზე, ლეო მესიზე ისაუბრა, რომლის ნაკრებიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.

“ფეხბურთის ისტორიას ბევრი ისეთი ლეგენდა ახსოვს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს მოპოვებული, თუმცა ამით მათი სახელი არ კნინდება. იგივე მდგომარეობაა მესის შემთხვევაშიც.

განსხვავება ისაა, რომ მესი ჯერ კიდევ თამაშობს და არავინ იცის, რა მოხდება. მათ ჯერ კიდევ აქვთ მუნდიალზე გასვლის შანსი და თუ ეს შეძლეს, რუსეთში ფავორიტების სტატუსით ჩავლენ.

ყოველ შემთხვევაში, ეს გუნდური სპორტია და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს, მას თანაგუნდელებისგან სათანადო მხარდაჭერა სჭირდება,” – აცხადებს ტაბარესი.

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.

 

ლეო მესი: “არავინ არ მომიტყუებია”

არგენტინის ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩის ჩატარებისა და პირველი გოლის გატანით გახარებულმა ლეო მესიმ (არგენტინა 1-0 ურუგვაი) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არავინ არ მოუტყუებია.

“დიდად მადლობელი ვარ, რომ ნაკრებში დაბრუნება შევძელი. როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, არავინ მომიტყუებია. მე ასე ვთვლიდი.

მომხდარით ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. თუმცა, შემდეგ ამაზე ბევრი ვიფიქრე, მწვრთნელსაც გავესაუბრე და გულშემატკივრების აზრიც გავითვალისწინე.”

არგენტინის ნაკრები: მესი ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს

არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ მესის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და რომ “ბარსელონას” ფორვარდი ურუგვაისთან გასამართ მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სანაკრებო პაუზამდე მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა. მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ლეო მაინც გაჰყვა არგენტინის ნაკრებს შეკრებაზე.

მესისთან ერთად, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შეტევის ხაზში ანხელ დი მარია და პაულო დიბალაც ითამაშებს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ მატჩში შედგება ლუკას პრატოს დებიუტიც, რომელსაც სერხიო აგუეროს ჩანაცვლება ევალება.

ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება

ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.

29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.

ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.

ურუგვაელმა მეკარემ კოლუმბიის ჩემპიონატში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

3 ივნისს, კოლუბმიის ჩემპიონატში, “ხუნიორმა” საკუთარ მოედანზე “მილონარიოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 65-ე წუთზე, მასპინძელთა ურუგვაელმა მეკარემ, მარიო სებასტიან ვიერამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.