რომელ ნაკრებს ეყოლება ყველაზე ლამაზი გულშემატკივარი მსოფლიოს ჩემპიონატზე?

რაც დრო გადის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი უფრო გვიახლოვდება. ბუნებრივია, მუნდიალს ძალიან ბევრი ადამიანი ელის. ბრაზილიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩავა, მათ შორის კი ლამაზი ქალბატონებიც იქნებიან.

გთავაზობთ მუნდიალზე მოასპარეზე ყველა ნაკრების ლამაზი გულშემატკივრების ფოტოებს.

A ჯგუფი

ბრაზილია

1

ხორვატია

2

მექსიკა

3

კამერუნი

4

B ჯგუფი

ესპანეთი

5

ჰოლანდია

6

ჩილე

7

ავსტრალია

8

C ჯგუფი

კოლუმბია

9

საბერძნეთი

10

კოტდიუვარი

11

იაპონია

Mideast Iraq Japan World Cup Qualifying soccer

D ჯგუფი

ურუგვაი

13

კოსტა რიკა

Costa Rican fans cheer from the stands, 09 June 20

ინგლისი

15

იტალია

16

E ჯგუფი

შვეიცარია

17

ეკვადორი

Group A Ecuador v Costa Rica - World Cup 2006

საფრანგეთი

19

ჰონდურასი

20

F ჯგუფი

არგენტინა

21

ბოსნია & ჰერცოგოვინა

22

ირანი

23

ნიგერია

24

G ჯგუფი

გერმანია

25

პორტუგალია

26

განა

27

აშშ

28

H ჯგუფი

ბელგია

29

ალჟირი

რუსეთი

31

სამხრეთ კორეა

32

რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხ პირად მცველს ითხოვს, კოლუმბიელები – ბანანებს

რაც დრო გადის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი მით უფრო გვიახლოვდება. ბრაზილიურმა გაზეთა Lance-მ კი საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მუნდიალზე მონაწილე გუნდების მოთხოვნებია თავმოყრილი.

ალჟირი: ნაკრების ყველა ფეხბურთელისა და ოფიციალური წარმომადგენლის ოთახში უნდა იდოს ყურანი.

ჩილეს: ყველა ოთახში ახლადშეძენილი საწოლი და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი უნდა იყოს.

ეკვადორის: ყველა ოთახში ბანანებით სავსე კალათები უნდა იდოს.

კოლუმბია: კოლუბმბიელებმა “სან პაულუს” ხელმძღვანებლობას თხოვეს, რომ კლუბის თხუტმეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრების ვარჯიშში მონაწილეობა მიეღო.

ურუგვაი: ურუგვაელები ითხოვენ, რომ ყველა ოთახში იყოს ისეთი კონდიციონერი, რომელსაც ხმა არ ექნება.

საფრანგეთი: ფრანგები ყველა სააბაზანო ოთახში თხევად საპონს ითხოვენ, ისინი სხვა სახის საპონს არ გამოიყენებენ.

ჰონდურასი: ჰონდურასელები ექვს ესპანურ და ორ ჰონდურასულ სატელევიზიო არხს ითხოვენ.

იაპონია: იაპონელები ყველა ოთახში ჯაკუზის ითხოვენ.

ავსტრალია: ავსტრალიელები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გაზეთებს ითხოვენ.

შვეიცარია: ორი მთავარი მოთხოვნა – სწრაფი ინტერნეტი და შვეიცარიული სატელევიზიო არხები.

პორტუგალია: პორტუგალიელებს ექვსი ადამიანი დაიცავს, აქედან ოთხი კი კრიშტიანო რონალდუს.

კავანი: “ინგლისელები მანქანები არიან”

“პარი სენ-ჟერმენისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ედინსონ კავანი აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები მანქანები არიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაელებს ინგლისის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.

“მე რომ მკითხოთ, ინგლისელები მანქანები არიან. მათ გარდა, იტალიელებს, ესპანელებსა და გერმანელებს თავიანთი დამახასიათებელი მენტალიტეტი გააჩნიათ”, – ამბობს კავანი.

სუარესი: „უოლკოტისა და ფალკაოს შემთხვევებმა შემაშფოთა“

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თეო უოლკოტისა და რადამელ ფალკაოს მძიმე ტრავმებმა შეაშფოთა. სავარაუდოდ, უოლკოტსა და ფალკაოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. აღნიშნულის მიუხედავად, მერსიაიდული გუნდის ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მუნდიალის გამო ენერგიის დაზოგვასა და ფრთხილად თამაშს არ აპირებს.

„უოლკოტისა და ფალკაოს ტრავმებმა შემაშფოთა. ამ ფაქტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრი დაფრთხა კიდეც, თუმცა მე კლუბისთვის ძალებს არ დავზოგავ. ცუდზე ფიქრი არ შეიძლება. თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალური შანსია. ყველას სურს ამ ტურნირზე თამაში, თუმცა მე ინგლისის ჩემპიონატზე ფიქრი მირჩევნია. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვები მუნდიალზე“, – სუარესის სიტყვებს A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ფორლანი: “ურუგვაის ყველაზე რთული ჯგუფი ერგო”

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა, დიეგო ფორლანმა წილისყრის შედეგების შესახებ საკუთარი აზრი სამხრეთამერიკულ პრესასთან გამოთქვა.

ოსკარ ტაბარესის გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც ურუგვაის ნაკრების გარდა კოსტა-რიკის, ინგლისის და იტალიის ნაკრებებიც იასპარეზებენ.

“ჩვენ ორ საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. რაც შეეხება კოსტა-რიკას, ბოლო წლებში მათ საკმაო პროგრესი აქვთ და იოლი გასეირნება ამ გუნდთან არავის ექნება. ჩემი აზრით, ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია ამ მუნდიალზე. იმედს ის ფაქტი მაძლევს, რომ 2010-შიც ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ღირსეულად ვიასპარეზეთ” – განაცხადა ფორლანმა.

ლუის სუარესი იორდანიელ მცველს გაეხუმრა

21 ნოემბერს, ურუგვაის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე იორდანიის ნაკრები მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ მატჩში, ერთი საინტერესო რამ მოხდა, რომელსაც ვიდეოში იხილავთ.

სუარესი ფორმაშია: ურუგვაელი ისევ სიმულიანტობს

16 ოქტომბერს, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე არგენტინის ეროვნული ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ურუგვაელთა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა პენალტის საშუალებით გოლის გატანა მოახერხა, პენალტი კი “ლივერპულის” მოთამაშემ სიმულიანტობით მოიპოვა.

ეკვადორელმა ფეხბურთელებმა წარმატება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს

12 ოქტომბერს, ეკვადორის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ურუგვაის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მოპოვებული გამარჯვება, ეკვადორელმა ფეხბურთელებმა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.