კიევსი “დინამომ” დარასელიას თასზე არნემის “ვიტესი” დაამარცხა და ნახევარფინალში (ვიდეო)

დღევანდელი დღის მეორე შეხვედრაში დინამო კიევი არნემის ვიტესს შეხვდა. მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ კიეველთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. უკრაინელებმა მეორე წუთზე ვოლოდიმირ ზდირკოს გოლით გახსნეს ანგარიში. ვესლი მუიტმა მე- 17 წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 მორჩა. მეორე ნახევარში კი უკრაინელმა ფეხბურთელებმა იმძლავრეს. კირილ პოპოვმა დუბლი შეასრულა, საპასუხოდ კი ერაი სიურულმა გაიტანა. შეხვედრის საფინალო ანგარიში ლაურენტიუს სვინკელსმა დააფიქსირა. კიეველებმა 4:2 იმარჯვეს და მეხუთე ადგილისთვის ჯენოას შეხვდებიან. მეშვიდე-მერვე ადგილს კი ვიტესი და სფფ- ს აკადემიის გუნდი გაინაწილებენ.

დინამო კიევი 4:2 ვიტესი

გოლი: ზდირკო, მუიტი, პოპოვი (2), სიურული, სვინკელსი ა.გ.

გაფრთხილება: ბოლი, სანდერსი

დინამო კიევი: იჰნატენკო, ბოლი, დემიდენკო (ბერეზანსკი 36), ოპანასენკო, ორუჯევი (მაზური 61), სკრიპნიკი (ვოლოშინი 36), ტრიკოზი, ხაცკევიჩი, ვიდოსევიჩი (მელნიკ 65), ზდირკო, პოპოვი

ვიტესი: გადელა, ეუსტატია (გროტენხაისი 64), მუიტი (ესაიასი 36), ვან სტრინი, ვან ბეემ, სმიტსი, შტეფენი (დავიდსი 54), ვან რიინი (სიურული 54), სანდერსი (დერკსენი 36), სვინკელსი, სესაი

Fcdinamo.Ge

დარასელიას თასი: თბილისის “დინამომ” არნემის “ვიტესი” დაამარცხა (ვიდეო)

გუშინდელი დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა ვიტესს უმასპინძლა. თბილისელებს ორი მოგების შემდეგ უკვე განაღდებული ჰქონდათ ნახევარფინალის საგზური, თუმცა მატჩს არანაკლები პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ჰოლანდიელები დიდი ანგარიშით 5:1 დაჯაბნეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მატჩის დაწყებისთანავე ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანეს. მატჩის პირველივე წუთზე თავი დავით ზურაბიანმა გამოიჩინა. ორიოდე წუთში შედეგიანად თორნიკე მორჩილაძემ გაისროლა და დინამოს დიდი უპირატესობა შეუქმნა. მესამე გოლი ლამაზი და ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავის ანგარიშზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა ჩაიწერა. შეხვედრის 61- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა ვიტესის კარში, საპასუხოდ კი აზიზ სესაიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. ცოტახანში ისევ იობაშვილმა იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა. დინამოელები 28 აპრილს 20.00 საათზე ტურნირის ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკს შეხვდებიან. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.

 

დინამო 5:1 ვიტესი

გოლი: ზურაბიანი, მორჩილაძე, აზაროვი, იობაშვილი (2), სესაი

გაფრთხილება: ბაბლუანი, ზურაბიანი, სმიტსი

 

დინამო: შურღაია, ხვადაგიანი (შაუთიძე 36), სალუქვაძე, უბილავა (ერაძე 44), ბაბლუანი, გოგობერიშვილი (ჩხეტიანი 36), მორჩილაძე, ზურაბიანი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი (აზაროვი 50), ქავთარაძე

ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაია (სესაი 51), დავიდსი, სიურული, დერკსენი (ვან ბეემი 36), სმიტსი, შტეფენი (ვან სტრენი 36), ვან რიინი, სანდერსი, გროტენჰაისი

 

Fcdinamo.Ge

“ვიტესმა” “ტვენტესთან” ფრედ ითამაშა – კაშიას სრული მატჩი

16 დეკემბერს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში “ტვენტემ” “ვიტესს” უმასპინძლა და საინტერესო ბრძოლაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და არნემელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავდაპირველად, შეხვედრაში “ტვენტეს” ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი იენსენმა გამოიჩინა, ანგარიში კი სტუმრებმა 28-ე წუთზე მოუნტის გოლით გაათანაბრეს. საბოლოოდ – 1-1.

ამ შეხვედრის შემდეგ კაშიას “ვიტესი” 24 ქულით მე-7 ადგილზეა. არნემელები პირველი წრის ბოლო მატჩს 23 დეკემბერს “პსვ-ს” წინააღმდეგ გამართავენ.

“ვიტესი” “გრონინგენთან” დამარცხდა – კაშია შეუცვლელია!

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.

“ნოორდლის სტადიონზე” “გრონინგენმა” არნემის “ვიტესი” მიიღო. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ლარსენის ავტოგოლით გაიხსნა. უნცაურია, თუმცა “გრონინგენმა” დაბოს ავტოგოლით აღადგინა წონასწორობა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. სამ წუთში მატავჟმა წინ გაიყვანა არნემელები. ამას მოჰყვა ირდისის, მაჰისა და ვანვეერტის გოლები, შესაბამისად, 65-ე, 78-ე და 82-ე წუთებზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა “ვიტესს” ანგარიშით, 4-2 სძლიეს.

საგულისხმოა, რომ არნემელთა შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ გურამის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

გურამ კაშიას ფრე “ზვოლესთან”

დღეს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი თამაში ჩაატარა არნემის “ვიტესმა”, რომელიც “ზვოლეს” მასპინძლობდა. არც ისე სანახაობრივი მატჩი არ იყო მომენტებით დახუნძლული. გუნდებს შანსები შეექმნათ, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, არნემელთან ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა.

ამ ფრის შემდეგ ქართველი მცველის გუნდი 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ გურამი გამოძახებულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს, შესაბამისად, კვიპროსთან და ბელარუსთან გამართავს.

“ვიტესმა” “ჰერენვენი” გაანადგურა

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონში მეცხრე ტურის შეხვედრაში “ვიტესი” “ჰერენვენს” სტუმრად ეწვია და დიდი ანგარიშით სძლია (4-0).

არნემენელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მინდორზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. სტუმართა შემადგენლობაში თავი შემდეგმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს: რაშიცა (17), ლინსენი (36), ფორი (50), მატავჟი (72).

“ვიტესი” ამ გამაჯვების შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება 18 ქულით, ის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “აიაქს”.

გურამ კაშია თანაგუნდელს: “თქვი რამე ქართულად!” (ვიდეო)

სახალისო ვიდეოს ავრცელებს საქართველოს ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” ფეხბურთელი, გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანი თანაგუდნელ კევინ დიკსთან და ქართველ ფეხბურთელთან, ბაჩანა ცხადაძესთან ერთადაა.

კაშია 20 წლის ჰოლანდიელ მცველს სთხოვს, რომ ქართულად რამე თქვას. დიკსიც არ აყოვნებს…

იხილეთ ვიდეო

გურამ კაშიამ “ფეინოორდს” გაუტანა (ვიდეო)

26 იანვარს, ჰოლანდიის თასზე არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ფეინოორდი” მიიღო.

ქართველი მცველი, გურამ კაშია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. “ვიტესის” კაპიტანმა 58-ე წუთზე სტუმართა კარში გოლის გატანაც მოახერხა – კაშიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავით პირველმა ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო

სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!

ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

გურამ კაშიამ “როდასთან” გამართულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

6 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიონის 26-ე ტურში, “როდამ” საკუთარ მეოდანზე “ვიტესი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არნემელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი – მათ შეუცვლელად ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ კაშიამ 91-ე წუთზე თანაგუნდელ ჟანგ იუნინგს საგოლე გადაცემა გაუკეთა, “ვიტესმა” კი გამარჯვება სწორედ ამ გოლის წყალობით მოიპოვა.

რობ მაასი ყაზაიშვილს შეხვდა: “ვაკო უკმაყოფილო იყო”

“ვიტესის” მთავარი მწვრთნელი, რობ მაასი ვაკო ყაზაიშვილს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში “ვილემ II”-თან გამართულ მატცში შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა, მაასი კი მას სწორედ ამის გამო ესაუბრა.

“ვაკოს ვესაუბრე. ის უკმაყოფილი იყო იმით, რომ შევცვალე. ვფიქრობ, პრობლემა მოგვარდა”, – ციტირებს მაასის სიტყვებს vitesse.org.

რაც შეეხება თავად ვაკოს პოზიციას, მან გუშინ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

კაშია: “მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზე ვითამაშებ”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს, რომ მისთვის მთავარი თამაშია, ხოლო რა პოზიციაზე დააყენებს მას მთავარი მწვრთნელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ არნემელთა ქართველ კაპიტანს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, 6 თებერვალს, “ალკმაართან” გამართულ შეხვედრაში კი, რობ მაასმა ის სასტარტო შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა.

“ვფიქრობ, მნიშნველობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი თამაშია. ეს შესანიშნავი გრძნობაა.

“ალკმაართან” შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ვწუხვარ, რომ დავმარცდით. ვიცით, რომ ადვილი არ არის, მაგრამ მომდევნო მატჩებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს vi.nl.