12 აპრილს, რუსეთის ჩემპიონატში, “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე “კრასნოდარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა ბრაზილიელმა ჰალკმა, აქედან ერთი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.
ჭდე: ზენიტი
“ზენიტის” ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკისთან შეჯახების შემდეგ
19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ზენიტს” შორის გამართულ მატჩში, ლევანდოვსკისთან შეჯახების შემდეგ, რუსული კლუბის ფეხბურთელმა ჰუბოკანმა თავი გაიტეხა.
“ზენიტის” ფანებმა გერმანიის დროშა დაწვეს
“ზენიტს” უეფასგან სერიოზული ფინანსური ჯარიმა ემუქრება. მიზეზი კი, დორტმუნდში რუსი გულშემატკივრის ამაზრზენი ქცევაა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის დროს “ზენიტის” ფანებმა გერმანიის დროშა, რომელიც “ბორუსიას” გულშემატკივრებს წაართვეს, სტადიონის ტრიბუნებზე დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი რუსული გუნდის გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. ორი მატჩიშ ჯამში “ბორუსიამ” 5-4 მოიგო.
ჰალკის ულამაზესი გოლი დორტმუნდის “ბორუსიას” კარში
19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბრაზილიელმა ჰალკმა (“ზენიტი”) დორტმუნდის “ბორუსიას” ულამაზესი გოლი გაუტანა.
“ბორუსია” – “ზენიტი” (სასტარტო შემადგენლობები)
19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” მიიღებს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:
“ბორუსია”: ვაედენფელერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, შმელცერი, კელი, შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი, ობამეიანგი.
“ზენიტი”: მალაფიევი, კრიშიტო, ლომბარტსი, ჰუბოკანი, ანიუკოვი, შატოვი, ფაიზულინი, ვიტსელი, ჰალკი, დანი, კერჟაკოვი.
ვილაშ-ბოაში “ზენიტის” მწვრთნელია
ანდრე ვილაშ-ბოაში “ზენიტის” მწვრთნელად დაინიშნა. პორტუგალიელი სპეციალისტის კონტრაქტი 2-წლიანია. ოფიციალურად ხელშეკრულება 20 მარტს გაფორმდება. ვილაშ-ბოაში ხელიფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, კონტრაქტით გათვალისწინებულია გარკვეული ბონუსებიც.
“პორტუს”, “ჩელსის” და “ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელი “ზენიტში” ლუჩანო სპალეტის შეცვლის, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 11 მარტს გაათავისუფლეს.
“ზენიტი” ვილაშ-ბოაშს ორშაბათს წარადგენს
რუსული პრესის ცნობით, “ზენიტი” ანდრე ვილაშ-ბოაშს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორშაბათს წარადგენს. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი რუსული გრანდის მიერ შეთავაზებული პირობებით მოიხიბლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბოაშისადმი “მარსელის” ინტერესის შესახებ. თუმცა, ფრანგული გამოცემები იმასაც წერდნენ, რომ “ოლიმპიკის” შეთავაზებული პირობები “ტოტენჰემის” ყოფილ მწვრთნელს არ აკმაყოფილებდა.
“ზენიტმა” ვილაშ-ბოაშს კონტრაქტი შესთავაზა
36 წლის პორტუგალიელი სპეციალის ანდრე ვილაშ-ბოაში შესაძლოა “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა. იტალიური პრესის ცნობით, რუსულმა კლუბმა მწვრთნელს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
პორტუგალიელის უკანასკნელი გუნდი ლონდონის “ტოტენჰემი” იყო. მანამდე კი ვილაშ-ბოაში “ჩელსის” და “პორტოს” წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანი სპალეტი დაითხოვეს.
„ზენიტმა“ ვილაშ-ბოაშს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო სოციალურ ქსელში წერს, რომ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაში დაინიშნება. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც უკანასკნელად „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობდა, ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
36 წლის ვილაშ-ბოაშმა ჩრდილოლონდონური კლუბის თავკაცის პოსტი 2013 წლის 16 დეკემბერს დატოვა. გარდა ამისა, ის თავის დროზე „აკადემიკაში“, „პორტუსა“ და „ჩელსიში“ მუშაობდა. „პორტუსთან“ ერთად ახალგაზრდა მწვრთნელმა პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ზენიტის“ თავკაცის პოსტიდან ლუჩანო სპალეტი გაათავისუფლეს. კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი სემაკი დაინიშნა, რომელიც იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
ბექა დოგრაშვილი
“ბორუსიამ” პეტერბურგში მოიგო
ჩემპიონთა ლიგის 1/8 მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” სტუმრად 4:2 დაამარცხა. უკვე ემხუთე წუთზე სტუმრე 2:0-ს იგებდნენ. გოლები მხიტარიანმა და მარკო როისმა გაიტანეს.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა შესძლეს. 58-ზე შატოვმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ბორუსიელებმა 3 წუთში სტატუს ქვო ლევანდოვსკის გოლით აღადგინეს.
“ზენიტმა” ინტრიგის დაბრუნება კიდევ ერთხელ შესძლო. ამჯერად გოლი ჰალკმა გაიტანა, თუმცა რუსებს იმედი ლევანოვსკიმ გადაუწურა. პოლონელმა 72-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:4.
ზენიტი 2-4 ბორუსია
გოლები: მხიტარიანი 4′ (0:1); როისი 4′ (0:2); შატოვი 58′ (1:2); ლევანდოვსკი 61′ (1:3); ჰალკი 69 (2:3); ლევანდოვსკი 72 (2:4).
„ბორუსიას“ გულშემატკივარი: „როდესაც თავს დაგვესხნენ, სამართალდამცავები იცინოდნენ“
როგორც უკვე მოგახსენთ, დღეს სანქტ-პეტერბურგში ჩასულ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანებს „ზენიტის“ ულტრასები თავს დაესხნენ. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა დორტმუნდელმა ქომაგმა ისაუბრა.
„ჯერ კიდევ გუშინ სანქტ-პეტერბურგის ქუჩებსა და ბარებში ჩვენს ფანებს თავს დაესხნენ. შოკში ვართ, რადგან ქალაქის პოლიცია სათანადოდ არ მუშაობს. მაგალითად, ჩემს მეგობარს ურტყმადნენ, მაშინ, როდესაც სამართალდამცავები იდგნენ და იცინოდნენ“, – განაცხადა „ბორუსიას“ ფანმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
“ზენიტის” ფანები “ბორუსიას” გულშემატკივრებს თავს დაესხნენ
“ზენიტისა” და “ბორუსიას” შორის სანქტ-პეტერბურგში გასამართ შეხვედრაზე რუსეთში საგანგებოდ ჩასულ გერმანელ გულშემატკივარს, რუსი ფანები თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით გერმანული კლუბის 60-მდე გულშემატკივარია დაშავებული. თუმცა სერიოზული დაზიანება არავის არ მიუღია, გარდა ერთი ფანისა, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი.