ბლატერის ქალიშვილი: „მამაჩემს სიკვდილით ემუქრებიან“

ზეპ ბლატერის ქალიშვილის კორინა ბლატერის თქმით, მამამისს სიკვდილით ემუქრებიან.

„ამ ხალხს გამბედაობა არ ჰყოფნის, რათა თავისი სახელები დაასახელონ“, – განაცხადა ბლატერის ქალიშვილმა და ისიც დაამატა, რომ მუქარის წერილები უკვე პოლიციაშია გაგზავნილი.

აქამდე თვითონ ბლატერმა განაცხადა, რომ მის 14 წლის შვილიშვილს სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია, რადგან ფიფა-ში მომხდარი სკანდალის გამო მას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

პელე ბლატერისგან სიმართლის თქმას ითხოვს

კლგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ფიფას შიგნით არსებული სიტუაცია შეაფასა.

პელე ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტის მრჩეველია, თუმცა აღნიშნული კომიტეტის წევრები მნიშვნელოვანი თემების განსახილველად უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეკრებილან.

„ბეკენბაუერთან ერთად ფიფას დასახმარებლად მოგვიწვიეს. ორი ან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ამიტომაც ბოლო დროინდელი მოვლენების ხილვა ძალიან საწყენია“, – აღნიშნა პელემ.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი თვლის, რომ ზეპ ბლატერმა აღნიშნულ სიტუაციას ნათელი უნდა მოჰფინოს.

„არ ვიცი, სინამდვილეში ორგანიზაციაში რა ხდება. უამრავი ჭორი არსებობს. ბოლო მოვლენების ფონზე ბლატერმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მხოლოდ სიმართლე უნდა თქვას“, – დაასრულა ბრაზილიელმა.

მარადონა: “ბლატერი ქურდია, პლატინი – მატყუარა”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. არგენტინელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.

“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი.

 

ლინეკერმა პუტინსა და ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმდინარეობის დროს სოციალური ქსელის მეშვეობით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი საიმედო ხელშია”, – დაწერა ლინეკერმა.

Lineker tweet

ბლატერი: „პუტინი პატივისცემას იმსახურებს“

ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც რუსეთში გაიმართება. სიტყვით ბლატერი სპეციალურ საღამოზე გამოვიდა.

„აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. პრეზიდენტ პუტინს დიდ პატივისცემას ვუცხადებ. ცალკე მადლობას რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს ვუხდი, რომელიც აქ ფიფა-ს წარმომადგენელიცაა. რუსეთის ყველა იმ ქალაქის გუბერნატორს მივესალმები, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები შედგება. რუსეთი საუკეთესო ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელსაც მსოფლიო იხილავს“, – განაცხადა ბლატერმა.

პრეკონფერენციაზე ზეპ ბლატერს თავზე ფული დააყარეს (ვიდეო)

პრეკონფერენციაზე ზეპ ბლატერს თავზე ფული დააყარეს (ვიდეო)

ფიფას პრესკონფერენციაზე ბრიტანელმა მსახიობმა და კომიკოსმა საიმონ ბროდკინმა იოზეფ ბლატერს თავზე დოლარის ბანკნოტები დააყარა. მსახიობის ეს ქმედება, სავარაუდოდ, ფიფაში აგორებულ ფინანსურ სკანდალს უკავშირდება.

მომხდარის გამო პრესკონფერენცია ცოტა ხნით გადაიდო.

 

ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარების თარიღი ცნობილია

ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს ბოლო პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, არჩევნების მოგების შემდეგ, სკანდალის გამო, თავისი პოსტი დატოვა, თუმცა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე 79 წლის შვეიცარელი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

 

ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა განაცხადი 26 ოქტმბრამდე უნდა შეიტანონ.

აღსანიშნავია, რომ ფავორიტად ამჟამად უეფა-ს პრეზიდენტი მიშეილ პლატინი სახელდება, რომელსაც მხარი ექვსი კოფნედერაციიდან ოთხმა დაუჭირა.

აქამდე ფიფა-ს პრეზიდენტობის სურვილი ასევე ბრაზილიელმა ზიკომ და არგენტინელმა დიეგო მარადონამ გამოთქვეს

ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ბლატერზე თქმული ხუმრობის გამო გადადგა

ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ვალტერ დე გრეგორიომ დაკავებული პოსტი დატოვა.

დე გრეგორიოს ეს თანამდებობა 2011 წლის სექტემბრიდან ეკავა.

BBC-ს ცნობით, დე გრეგორიოს გადადგომის მიზეზი შესაძლოა, ტელეეთერით იოზეპ ბლატერზე თქმული ხუმრობა იყოს.

— ფიფას პრეზიდენტი ბლატერი და გენერალური მდივანი სხედან ავტომობილში.
— საჭესთან ვინ ზის?
— პოლიციელი.

ფიფას განცხადებაში დე გრეგორიოს გადადგომის მიზეზი ნახსენები არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა თავად სთხოვა მას პოსტის დატოვება.

 

ბლატერს და ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს და ცნობილ რუს მოდელს, ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 29 წლის მოდელს და 79 წლის მამაკაცს შორის სექსუალური ურთიერთობა 2004 წლიდან მიმდინარეობს. მათ ერთმანეთი პოლონელი ჩოგბურთელის, ილონა ბუგისკოის საშუალებით გაიცნეს.

ახლა, FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტის მეგობარი გოგონა 50 წლის ლინდა ბარასია, ხოლო ირინა შეიკი ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა.

„პლატინი ფიფა-სთვის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“

საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტმა ფრედერიკ ტირიემ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან ზეპ ბლატერის გადადგომის შესახებ ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი ახლა ფიფა-სა და ფეხბურთის მომავალია.

პლატინი დიდებული ფეხბურთელი იყო, რის შემდეგაც ევროპული ფეხბურთის კოფნერედერაციის დიდებულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ფიფა-სთვის ის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“, – განაცხადა ტირიემ.

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

უეფას ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.

“ეს რთული, მაგრამ გაბედული და სწორი გადაწყვეტილება იყო”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს BBC.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.