ლუკა ზიდანი: “არ მინდა, მამაჩემს მადარებდნენ”

საფრანგეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კიპერმა ლუკა ზიდანმა განმარტა, თუ რატომ აირჩია მეკარის ამპულა მამისგფან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ნახევარმცველად თამაშობდა.

“ბავშვობაში, როდესაც ძმებთან და მამასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის კარში ჩადგმა მინდოდა. არ მინდა, რომ მამაჩემს მადარებდნენ.

არავის არ ვბაძავ, თუმცა მანუელ ნოიერის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ის ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ჩემთვის ნოიერი უფრო საორიენტაციო ფიგურაა, ვიდრე მისაბაძი მაგალითი”, – თქვა ლუკა ზიდანმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

17 წლის მეკარე დანარჩენ ძმებთან ერთად მადრიდის “რეალის” აკადემიაში ირიცხება. ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მეორე გუნდს თავკაცობს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

ოქტომრის თვეში ლუკა ზიდანი საფრანგეთის 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ჩილეში გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

ნეიმარი: “ჩემი ოცნება ზიდანთან ფეხბურთელთან ერთად თამაშია”

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა საკუთარ კუმირებზე ისაუბრა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, “რეალის” ორი ფეხბურთელიც დაასახელა.

“რობინიოს თამაშს აღფრთოვანებაში ყოველთვის მოვყავდი. აკადემიაში ყოფნისას მისთვის მიბაძვას ყოველთვის ვცდილობდი. რაც შეეხება საუკეთესოს, იგი ზინედინ ზიდანია. მასთან თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ოცნება, რომელიც სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნებად დარჩება,”-განაცხადა ნეიმარმა.

ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „მარსელში“ სამუშაოდ საფრანგეთში დაბრუნებას არ აპირებს.

სეზონის წინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მთავარი გუნდის კანდიდატთა შორის იყო, თუმცა რაფაელ ბენტიესის დანიშვნის შემდეგ მან დუბლებში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსას გათავისუფლების შემდეგ „მარსელს“ იურგენ კლოპის, კარლო ანჩელოტისა და ფაბიო კაპელოს დონის სპეციალისტებს უკავშირებენ.

ზიდანმა იბრაჰიმოვიჩი რონალდუს შეადარა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

“არა მგონია, იბრაჰიმოვიჩი რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. ის “პსჟ”-ისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს.

Zidane

მას აქვს ეგო, მოედანზე ჩემპიონივით იქცევა. ეს მისი ხასიათია და ვერავინ ვერ შეცვლის – ისევე, როგორც რონალდუს.

ზოგჯერ ზლატანი ამპარტავანივით იქცევა, თუმცა მას რომ იცნობდეთ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ნამდვილად არ არის. ის წყნარი ადამიანია.

მე არ ვიცნობ იბრაჰიმოვიჩს, თუმცა მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა საჭიროა”, – ზიდანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ზიდანი: “ბენიტესმა იცის, რომ “რეალში” მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულებს აქვს”

“რეალის” მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზიდენინ ზიდანმა რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

“კლუბმა ბენიტესი აირჩია და ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ბენიტესმა იცის, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას და იმასაც ხვდება, რომ “რეალში” მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულებს აქვს”

ზიდანმა საკუთარ მომავალზეც ისაუბრა: “ამ ეტაპზე მე სწავლის გაგრძელება შემდეგ კი პრიმერას რომელიმე გუნდის ჩაბარება მსურს. არ ვჩქარობს და ყველაფერს მშვიდად ვაკეთებ” – დაასრულა ფრანგმა.

ვინ მოიგებს ფინალს? ზიდანმა ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა, რომელიც თავის დროზე “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ვიმედოვნებ, რომ ბერლინში შესანიშნავ ფინალს ვიხილავთ. ასეთი თამაში წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის და მე მისგან ბევრს ველი. “იუვენტუსის” დაბრუნება მაბედნიერებს, ტურინული კლუბი ჩემთვის უცხო არ არის.

ფავორიტი რა თქმა უნდა “ბარსელონა”, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იტალიელები უშანსოდ არ არის. “იუვენტუსს” ფინალებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. თამაშის მსველობისას კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს” – განაცხადა ზიდანმა.

ზიდანი: “ჩემი მიზანი პრიმერას გუნდის გაწთვრნაა”

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მწვრნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ სამომავლოდ მისი მიზანი პრიმერა დივიზიონის გუნდის ჩაბარებაა.

“ბუნებრივია, რომ ეს ჩემი მიზანია. პრიმერა დივიზონის ბინადარი კლუბის მთავარი მწვრთნელობა ძალიან მსურს, თუმცა ახლა არ ვჩქარობ.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთში მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ჩემით “ბორდო” ინტერესდებოდა, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა” – განაცხადა ზიდანმა.

ზიდანი: “ყოველთვის მსურდა ჯერარდთან ერთად თამაში”

მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა “ლივერპულის” კაპიტნის სტივენ ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

“დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჯერარდს დავკვირვებოდი და შემეფასებინა. რატომ მომწონს ის ასე ძალიან? შესაძლოა, მასში ვხედავ ისეთ რაღაცას, რაც ჩემ თავს მაგონებს. ჯერარდი მოედანზე დიდ ხმაურს იწვევდა, თუმცა მინდორს მიღმა წყნარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა და მხოლოდ მაშინ საუბრობდა, როცა ამის საჭიროება იყო.

ჯერარდი მოედანზე საუბარს საბრძოლო სულისკვეთების გამოხატვითა და ბურთთან ურთიერთობით ახერხებდა. ყოველთვის მინდოდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ ის კლუბის ერთგული იყო. მის გულში “ლივერპულია”. ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რაც მასზე ბევრს მეტყველებს. არა მგონია, ასეთი ფეხბურთელი ბევრი იყოს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.com-ი.

 

მოურინიო: „ზიდანის სიტყვები არ მადარდებს“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბლანკოსი“ ედენ აზარითაა დაინტერესებული.

„ედენმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ თავისი სურვილით გაახანგრძლივა. მას ეს გუნდი და ეს ლიგა ძალიან მოსწონს. თავის მომავალს ის ჩვენთან აკავშირებს. არამგონია, მას წასვლა სურდეს. შესაბამისად, ზიდანის სიტყვები არ მაგარდებს.

რა ღირს აზარი? ეს კარგი კითხვაა. მისი პასუხის რამდენიმე ვერსია მაქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

რონალდო-ზიდანის გენიალური კომბინაცია ლეგენდების მატჩში

გუშინ “სტად-ჟეფრიზე” “სენტ-ეტიენის” ადგილობრივი ლეგენდები და შეკრებილი ლეგენდები ერთმანეთს შეერკინნენ.

საბოლოოდ, მატჩი ადგილობრივებმა 9-7 მოიგეს. ხოლო, ერთ-ერთი გოლი რონალდომ გაიტანა, სადაც მან და ზიდანმა გენიალური კომბინაცია გაითამაშეს.

რომელ ფეხბურთელებს თვლიდა პაოლო მალდინი ყველაზე ძლიერ მეტოქეებად

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, ვისაც 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მეტოქედ თვლიდა.

“ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქეები დიეგო მარადონა, რონალდო და ზინედინ ზიდანი იყვნენ. ბრაზილიელს “ინტერში” ფენომენალური ორწლიანი პერიოდი ჰქონდა.

მწვრთნელებში გამიმართლა. ლიდჰოლმა სულიერი სიმშვიდე შემძინა. მან ამიხსნა, რომ ფეხბურთი უბრალოდ თამაშია. კაპელომ პროფესიონალიზმი მასწავლა. საკიმ პირველ დონეზე ამიყვანა. ძაკერონი ფიზიკური თვალსაზრისით დამეხმარა. 2002/03 წლების სეზონი კი საუკეთესო იყო, რომელიც ანჩელოტის თავკაცობით ჩავატარე”, – მალდინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

მალდინი: „ყველაზე რთული მეტოქეები მარადონა, რონალდო და ზიდანი იყვნენ“

„მილანის“ ლეგენდამ პაოლო მალდინიმ თავისი 25-წლიანი გაიხსენა.

„ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეები მარადონა, რონალდო და ზიდანი იყვნენ.

მწვრთნელების მხვრივ გამიმართლა. კაპელომ პროფეზიონალიზმი მასწავლა, საკიმ ახალ დონეზე ამიყვანა, ძამკერონი კი ფიზიკის თვალსაზრისით დამეხმარა. საუკეთესო სეზონი 2002/03 წლებში ანჩელოტის თავკაცობით ჩავატარე“, – განაცხადა მალდინიმ.