როჯერ ფედერერმა ბავშვობის საყვარელი სპორტსმენები დაასახელა

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტსმენებზე ისაუბრა.

„მე ზიდანი მიყვარდა. მის თამაშს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

ჩემზე ძლიერად მაიკლ ჯორდანმაც იმოქმედა. მაიკლი წელს „US Open“-ზე გავიცანი. იგი მშვიდი და თავაზიანი იყო, ზუსტად ისეთივე, როგორიც მინდორზე. ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ჯორდანი ყოველთვის თავშეკავებულია, რაც ძალიან მომწონს“, – ციტირებს ფედერერს „Le 10 Sport“-ი.

დეშამი ანრისთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების წინააღმდეგი არ არის

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ზინედინ ზიდანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულმა გუნდმა ტიერი ანრის გამოსათხოვარი მატჩი უნდა მოუწყოს.

ზიზუს აზრით, ანრის გამოსამშვიდობებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მომავალ წელს გასამართი ამხანაგური შეხვედრა.

Zinedine Zidane - Thierry Henry

“ანრი მართლაც იმსახურებს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, თუმცა ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან აღნიშნული საკითხი ფედერაციასთან ერთად უნდა გადაწყდეს.

კი ბატონო, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩი ამხანაგური იქნება, თუმცა ეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება და ძალიან კარგი იქნება ისეთი ფეხბურთელის გასაცილებლად, როგორიც ანრია”, – განაცხადა დეშამმა RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ზიდანის შვილმა “რეალ კასტილიაში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა

ზინედინ ზიდანის შვილ ენცო ფერნანდესს გუშინ “რეალ კასტილიას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ გუნდს სწორედ ზიზუ თავკაცობს.

19 წლის ნახევარმცველი “კონკენსეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:1) 88-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

Enzo - Zizou

მესი, რონალდუ, მარადონა თუ პელე? ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი ადგილი ფეხბურთის ისტორიაში

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა კითხვით — ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ვის რომელ ადგილს მიაკუთვნებდით ფეხბურთის ისტორიაში? ჩამოთვლილი იყო შემდეგი მოთამაშეები: ალფრედო დი სტეფანო, პელე, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი. გამოკითხა 81 ათასზე მეტი ადამიანი, ხმები კი ასე გადანაწილდა.

votes

ზიდანს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს

“რეალის” მეორე გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანს სამთვიანი დისკვალიფიკაცია გაუუქმეს.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ბრალს სდებდნენ, რომ შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. მადრიდულ კლუბში თვლიდნენ, რომ აღნიშნული ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო.

“რეალმა” ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ზიდანს საფრანგეთში ჰქონდა აღებული, კლუბმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც იჩივლა და საქმე მოიგო. შესაბამისად, ფრანგ მწვრთნელს სამთვიანი დისკვალიფიკაცია გაუუქმდა.

 

ზიდანი იმედს არ კარგავს

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სანაკრებო კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რიბერიმ ზაფხულში სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“კარგი იქნებოდა, ნაკრებში რიბერის დაბრუნება. იმედი მაქვს, ის კიდევ ერთხელ დაფიქრდება ამ საკითხზე და გუნდში დაბრუნების გადაწყვეტლებას მიიღებს. რიბერი ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარებოდა”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Todomercadoweb-ი.

 

ზიდანის წარუმატებელი სვლა

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს თავკაცობს, რომელიც ესპანეთის სეგუნდა B-ში ასპარეზობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის კლუბმა ჩემპიონატის სასტარტო სამი მატჩიდან სამივე მარცხით დაასრულა.

კვირას ზიდანის გუნდმა მორიგი მარცხი “ფუენლაბრადასგან” იწვნია — 0:1.

მანამდე “რეალის” დუბლშემადგენლობა მადრიდის “ატლეტიკოს” და “ხეტაფეს” მეორე გუნდებმა დაამარცხეს.

 

ფერნანდო იერო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის პოსტზე „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო იმუშავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე იერო ზინედინ ზიდანს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, „რეალის“ სარეზერვო გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ფერნანდო იერო „სამეფო კლუბში“ 1989-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 601 მატჩში 127 გოლი აქვს გატანილი.

იერომ კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ერთხანს იყო „მალაგას“ დირექტორიც.

 

ზიდანს „ბორდოში“ ელიან

„ბორდოს“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს.

ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს „მონაკოს“ უკავშირებენ, თუმცა „წითელ-თეთრები“ აცხადებენ, რომ კლაუდიო რანიერი თავკაცის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი 1992-96 წლებში სწორედ „ბორდოში“ ირიცხებოდა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანმა პოგბას „რეალში“ გადასვლა შესთავაზა

ფრანგული პრესის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ზიდანმა ახალგაზრდა ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ გადასვლა შესთავაზა.

„რეალი“ პოგბას მიმართ დაინტერესებას რომ იჩენს, ეს არაახალი ამბავია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები მზად არიან, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბებერ ქალბატონს“ 70 მილიონი ევრო შეაძლიონ.

შეგახსენებთ, რომ პოგბას მიმართ ინტერესს „მონაკოც“ იჩენს.

ცნობისთვის, ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსის“ ფორმით მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი ანჩელოტის შეცვლის?

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამინდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 2016 წლის ზაფხულში კლუბის თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლის. „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა უკვე მიაღწია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან წინასწარ შეთანხმებას.

თუმცა, ზიდანის მიმართ ინტერესს საფრანგეთშიც იჩენენ. კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ეროვნული ნაკრები სწორედ ზიდანს ჩააბარონ. „მამლების“ ამჟამინდელმა თავკაცმა დიდიე დეშამმა უკვე განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს, მის შემცვლელად კი ზიდანის კანდიდატურა ესახება.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი: „ჯერარდი პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს“

ფიფას ვერსიით მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი ინგლისის პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს. გარდა ამისა, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა პოლ სქოულზის შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა.

„ჯერარდს დიდებული კარიერა აქვს, მრავალი ტიტული მოიგო, თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ პრემიერლიგის მოგებას ვერ მოახერხებს. საიდუმლო არ არის, რომ ამ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ სურდათ. მას ევროპის ნებისმიერ კლუბში თამაში შეეძლო, თუმცა ყველას უარი უთხრა. მან მთელი კარიერა „ლივერპულს“ მიუძღვნა და პრემიერლიგის მოგებაც დაიმსახურა.

პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის სახით ინგლისმა მსოფლიოს, შესაძლოა,  ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ნახევარმცველები აჩუქა. იყო პერიოდი, როდესაც ჯერარდი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. ხშირად ვერ ნახავთ სრულყოფილ ნახევარმცველს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა ჯერარდი სწორედ ასეთი იყო. მართალია, ახლა სტივენი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც 5-6 წლის წინათ თამაშობდა, მაგრამ გუნდში ის ფასდაუდებელ როლს ასრულებს“, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“.

ბექა დოგრაშვილი