რონალდომ პსჟ-ს თამაში მოინახულა და ფეხბურთელებთან და ნიკოლა სარკოზისთან ერთად სურათები გადაიღო

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ საფრანგეთის ლგია 1-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩი მოინახულა, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ნიცა“ დაუპირისპირდნენ. ხსენებული მატჩი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

რონალდოსთან ერთად სურათი პსჟ-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც კი გადაიღო.

1

2

3

ანჩელოტი: “ბალოტელის შეძენა შეგვეძლო, მაგრამ ზლატანი ვიყიდეთ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოტყდა, რომ 2012 წელს “პარი სენ-ჟერმენში” მუშაობის დროს მარიო ბალოტელის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა.

“როდესაც “პარი სენ-ჟერმენში” ვმუშაობდი, ბალოტელის შეძენის მცდელობა მქონდა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. თუმცა, შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენის შესაძლებლობა გაჩნდა და გადავწყვიტეთ, რომ შვედი ფეხბურთელი გვეყიდა. ეს უფრო უსაფრთხო ვარიანტი იყო”, – აღნიშნა ანჩელოტიმ “ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

იბრაჰიმოვიჩი : ”100 პროცენტით ჯერ მზად არ ვარ”

პსჟ-ს შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ სათამაშოდ მზად არაა. ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია ფრანგული მედიის საშუალებით გაავრცელა. როგორც მოგეხსენებათ, ”ქალაქელების” ერთ-ერთი მთავარი ძალა გუნდს ტრავმის გამო ორი თვით გამოაკლდა.

”მე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვარ. ტრავმა მართლაც სერიოზული გამოდგა. ტკივილს ახლაც ვგრძნობ. ერთადერთი, რაც ახლა მჭირდება, სათამაშო დროა, რომელიც ფორმის დაბრუნებაში დამეხმარება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის შემადგენლობაში 8 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ”პსჟ” ეროვნულ ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს (26 ქულა). ”ქალაქელები” პირველადგილოსან ”მარსელს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.

იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთთან არ ითამაშებს

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს საფრანგეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. აღნიშნული მატჩი 18 ნოემბერს შედგება.
გუშინ, 15 ნოებმერს, იბრაჰიმოვიჩი მონტენეგროსთან გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ძირითადში იყო და სრულად ჩატარებულ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

იბრაჰიმოვიჩს ოლიმპიადაზე სურს თამაში

“პსჟ”-ს ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვს შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე სურს გამოსვლა.

“ოლიმპიადაზე ჯერ არ მითამაშია. ასეთი შესაძლებლობა თუ მომეცემა ბედნიერი ვიქნები. არ ვიცი, მექნება თუ არა თამაშის უფლება, თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაში მე მზად ვარ” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

2016 წლის ოლიმპიადაზე მოსახვედრად შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 2015 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალის საგზურის მოპოვება სჭირდება.

როგორ ერთობა ზლატანი მნიშვნელოვანი მატჩის დროს (ვიდეო)

პსჟ-მარსელის მატჩის მიმდინარეობისას ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდის ექიმს ეხუმრა. შვედმა ფორვარდმა სამედიცინო შტაბის წევრს ლავეცის არარსებული ტრავმის შესახებ შეატყობინა.

ბარტონი: „იბრაჰიმოვიჩს ვუთხარი, რომ მას დიდი ცხვირი აქვს“

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა 2012/13 წლების სეზონი გაიხსენა, როდესაც იგი „მარსელის“ შემადგენლობაში გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტი ჰქონდა.

„პსჟ-სთან მატჩში ბევრი საჯარიმო შევასრულე, რადგან ზლატანი თამაშის წესს მუდმივად არღვევდა. მაშინ მან მითხრა, რომ ფრთხილად მეთამაშა. ჩემი მხვრივ, ვუპასუხე, რომ მას თამაშის წესები აღარ უნდა დაერღვია.

მაშინ იგი ჩემს ინგლისურ ფესვებს შეეხო, რაზეც შემდეგი პასუხი გავეცი: „კი, მე ინგლისელი ვარ, შენ კი, დიდი ცხვირი გაქვს“. ამას კიდევ ცხვირის მიმართლებით ჟესტიც დავუმატე. მეგონა, ვერავინს ვერაფერს დაინახავდა, რადგან ბურთი ეპიზოდისგან შორს იყო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჩემთან ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემს ჟესტზე გაეცინათ.

ზლატანი გაოგნებული იყო, რადგან იგი ზლატანია და მისთვის რაიმის თქმის უფლება არავის აქვს. საბოლოოდ, მას სიმართლე ვუთხარი: „შენ ჩინებული ფეხბურთელი ხარ, რომელსაც დიდი ცხვირი აქვს“, – გაიხსენა ბარტონმა.

პარიზელებს მარსელთან იბრაჰიმოვიჩის იმედი აქვთ

პსჟ-ს ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა ხვალ “მარსელის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. გუშინ, სექტემბრის შემდეგ პირველად ფეხბურთელმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა.

“ზლატანი ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა. მართალია, მას ტკივილები ჯერ კიდევ აწუხებს, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის. იმედი მაქვს კვირას ის მზად იქნება. ზლატანი ძალიან გვაკლდა” – განაცხადა შვედი ფორვარდის თანაგუნდელმა ლუკას მოურამ.

იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფეხის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

აქედან გამომდინარე, 33 წლის შვედმა, შესაძლოა, „აპოელთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში ითამაშოს, რის შესახებაც „Le Parisien“-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ზლატანმა 21 სექტემბერს „ლიონთან“ ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა.

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩში იბრა სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „აპოელის“ მატჩი ოთხშაბათს გაიმართება.

როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი?

“პსჟ”-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს. უახლოეს შეხვედრას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში პარიზელები კვიპროსული აპოელის წინააღმდეგ გამართავენ.

ფრანგული კლუბის მწვრთნელმა ლორან ბლანმა აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩი პირველ ნოემბერს “ლორიანთან” და 5-ში “აპოელთან” ვერ ითამაშებს, თუმცა მისი დაბრუნება 9 ნოემბერს არის მოსალოდნელი, როდესაც “პსჟ” “მარსელს” დაუპირისპირდება.

“იბრაჰიმოვიჩი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საერთო ჯგუფში ჯერჯერობით ვერ მუშაობს. გუშინ ვარჯიშმა პირველად ჩაიარა ტკივილების გარეშე, რაც კარგის ნიშანია” – განაცხადა ბლანმა.

ზლატანს იმედი არ აქვს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “ოქროს ბურთის” მოგების იმედი არ აქვს.

“ვფიქრობ, გასული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. სწორედ ასეთ თამაშს ვისახავ მიზნად. უკეთ და უკეთ ვთამაშობ, მაგრამ “ოქროს ბურთის” მოგების დიდი იმედი არ მაქვს. ამას მშვენივრად ვხვდები. მსოფლიოს ჩემპონატზე არ მითამაშია და რთულია, სხვებს კონკურენცია გავუწიო”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინათ ფიფამ “ოქროს ბურთის” 23 ნომინანტი დაასახელა.

 

იბრაჰიმოვიჩს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

“პსჟ”-ს და შვედეთის ნაკრების ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. შესაძლოა, ფორვარდს ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეს. შვედური პრესის ცნობით ყველაფერი მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა 16 აგვისტორს ლიგა 1-ის მეორე ტურში, “ბასტიასთან” გამართული მატჩის მე-15 წუთზე მიიღო. მართალია, მოთამაშე შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, თუმცა მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი გახდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ზლატანმა მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლის გატანა შესძლო.