“ტოტენჰემმა” ჰოლანდიელი შემტევის, ვინსენტ იანსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ჰოლანდიელმა ლონდონურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ “მამლების” ხელმძღვანელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ 22 წლის თავდამსხმელს, რომელიც გასული წელს ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა იანსენის სანაცვლოდ 18.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
იანსენი მაურისიო პოჩეტინოს მეორე შენაძენი გახლავთ მიმდინარე ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე. პირველი ვიქტორ ვანიამა იყო, რომელიც “ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონიდან” გადაიბირა.
ინგლისურ Daily Mirror-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაურისიო პოჩეტინომ მთავარ მიზნად თავდამსხმელის გადაბირება დაისახა.
“მამლები” საკმაოდ ახლოს არიან ვინსენტ იანსენის გადაბირებასთან, რომელიც ამჟამად “ალკმაარის” ღირსებას იცავს. ლონდონელთა ყურადღება ჯორჯინიო ვეინალდუმმაც მიიპყრო.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე კლუბის ხელმძღვანელები გასულ თვეში შეხვდნენ იანსენის წარმომადგენლებს. წყაროს ცნობით, ჰოლანდიელები შემტევის სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
მაურისიო პოჩეტინო “რომას” თავდამსხმელის, ანტონიო სანაბრიას გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება. პარაგვაელი ფეხბურთელის გადასაბირებლად მხოლოდ 11.5 მილიონია საჭირო.
“ალკმაარისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვინსენტ იანსენმა აღიარა, რომ კარიერული წინსვლისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სურს, რაც შეიძლება პრემიერ ლიგაში გადაბარგებით გამოიხატოს.
“ყველასათვის ნათელია, რომ ნაბიჯის წინ გადადგმა მსურს. მაგრამ ამ დროისთვის ჩემი მომავალი თეთრი კვამლით არის მოცული.
ინგლისი? ვნახავთ. შესაძლოა არდადეგებზე რაღაც მოხდეს. ჩემს ტელეფონს სულ თან ვატარებ.”
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰოლანდიელმა ერედივიზიონში ყველაზე მეტი, 27 გოლის გატანა მოახერხა გასულ სეზონში, რისთვისაც მას 34 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
დღეს დინამო არენაზე ფინალური შეხვედრით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის- ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. გათამაშების გამარჯვებული ჰოლანდიური აზ ალკმაარი გახდა, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით დინამო თბილისი დაამარცხა. მანამდე კი თანმიმდევრობით მივყვეთ…
მე- 7 ადგილისთვის შეხვედრა ბეშიქთაშის უარის გამო არ შედგა. მიზეზი ტრავმირებული და სიცხიანი ფეხბურთელების ყოლა გახდა, რის გამოც თურქული კლუბი ვერ ახერხებდა 11 კაციანი განაცხადის შევსებას. ასე, რომ ტირასპოლის შერიფს 3:0 მოგება ჩაეთვალა და მე- 7 ადგილზე გავიდა.
მეხუთე ადგილისთვის მატჩი ლეხიასა და დინამო 2- ს შორის უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და 5:4 აჯობეს პოლონელებს. პოლონელთა მხრიდან გოლები კასპერ ზარებამ, მარსელ სტეფანიაკმა, მატეუშ კაჩინსკიმ და ბართლომეი მერხელმა გაიტანეს. თბილისელებმა კი ხუთივე დარტყმა გამოიყენეს: გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ცერცვაძე, თორნიკე ძოწენიძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი გულდედავა გატანილი თერთმეტმეტრიანების ავტორები. გიორგი მამარდაშვილმა კი კონრად ვირას არ დაანება გატანა. საბოლოოდ მეხუთე ადგილი დინამო 2- ს ერგო.
ბრინჯაოს მედლებისთვის ერთამენთის პირისპირ თბილისის ლოკომოტივი და ტრაბზონსფორი წარდგნენ. თბილისელ ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ გუშინდელი დაძაბული ნახევარფინალის გავლენა და სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს სტუმრებს. ტრაბზონსფორმა ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა ლოკომოტივი. დუბლი ტაიპ ჯუმურმა შეასრულა, თითო გოლი კი სეფა აკგიუნმა და აჰმეტ სევინჩმა გაიტანეს.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას, რომელშიც დინამო და ალკმაარი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დინამო არენამ უმასპინძლა. ფინალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე საკამო რაოდენობის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. შეხვედრა კი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თავიდანვე ღირს იმის აღნიშვნა, რომ ფინალმა თბილისელთა სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, მეტოქე კი ძირითადად კონტრშეტევაზე ეთამაშებოდა მასპინძელს. პაექრობის დებიუტში დინამოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ჯერ გიორგი კუციას შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი იასპერ შენდელაარმა მოიგერია, რაშიც მას ხარიხაც დაეხმარა, ხოლო შემდეგ თამაზ ბაბუნაძე ურტყავდა ახლო მანზილიდან, ბურთი კი ოდნავ აცდა სამიზნეს. ალკმაარის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ სახიფათო შეტევა განახორციელეს და იმ მომენტში უკვე დინამოს კარი გადაარჩინა ძელმა. მეორე ნახევარში დინამოელები ბევრს ეცადნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ, ბოლო მომენტში ხან ალკმაარის კიპერი თამაშობდა მაღალ დონეზე, ხანაც შემტევთა დარტყმას აკლდა სიზუსტე. შეხვედრის ბოლო წუთებზე, თბილისელთა კართან კუთხური დაინიშნა, ჩამოწოდებულ ბურთს ჯასტინ დე ჰაასმა თავი შეაგება და ანგარიშიც გახსნა. დინამო ვა ბანკზე წავიდა, მთელი გუნდით შეუტია, კონტრშეტევაზე ჩავარდა და ჯონ დე ბურმა მეორე გოლი გაიტანა. ამასთან ერთად შეხვედრაც დასრულდა. გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, სადაც თბილისელები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვნენ, ხოლო მირონ ბადუმ გამარჯვებულის კუთვნილი თასი აღმართა. მანამდე ფეხბურთელებმა პერსონალური პრიზებიც მიიღეს: საუკეთესო მოთამაშედ ჯოუი იაკობსი (აზ ალკმაარი) დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი- თამაზ ბაბუნაძე გახდა. საუკეთესო მეკარის პრიზი ალკმაარის კიპერმა- იასპერ შენდელაარმა მიიღო, ხოლო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის პრიზი ტრაბზონსფორის კაპიტანმა აჰმეთ ჰაკან სევინჩმა ჩაიბარა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ბოლო პრესკონფერენციაზე “საუთჰემპტონის” თავდამსხმელ გრაციანო პელეს შესახებ საუბრისას შოთა არველაძე გაიხსენა.
“გრაციანო პელეს წარმატებები არ მაკვირვებს, რადგან თავის დროზე “ალკმაარში” ის სწორედ მე მივიყვანე. მას არამხოლოდ გოლების გატანა, არამედ მომენტების შექმნაც შეუძლია. გრაციანო, ვან პერსის მსგავსად, მუდმივად ეძებს თანაგუნდელებს. შესაძლოა, მისგან ამდენი გოლი გიკვირთ, თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ პელეს ეს შეეძლო.
იმ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძე მყავდა — ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მყოლია. ბევრ ფორვარდთან მიმუშავია, თუმცა შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელეს სწორედ მასთან უწევდა კონკურენცია და მოახერხა გარკვეული წვლილის შეტანა საერთო საქმეში. შემდეგ პელე რონალდ კუმანმა წაიყვანა “ფეინოორდში”, სადაც ის “აფეთქდა”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.
ჰოლანდიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის “კამბიურსა” და “ალკმაარს” შორის გამართულ მატჩში კურიოზული ფაქტი მოხდა. მოედანზე მასპინძელთა გუნდის გულშემატკივარი სრულიად შიშველი, სანტა კლაუსის წვერებით შევარდა. ამ ფაქტმა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან გაახალისა.
მარკო ვან ბასტენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკატს შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვან ბასტენი “ჰერენვენს” წვრთნის.
ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ალკმაარის” წარმომადგენლები მარკოს უკვე შეხვდნენ და კონტრაქტზეც მოილაპარაკეს, რომელიც 2016 წლამდე იქნება გათვლილი.
“ჰერენვენის” ჩაბარებამდე ვან ბასტენი “აიაქსს” და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
21 იანვარს, ჰოლანდიის თასზე, “როდამ” საკუთარ მოედანზე “ალკმაარი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულმა შეხვედრამ ყურადღება იმით მიპყრო, რომ “ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ნემეტმა წითელი ბარათი და როგორც შემდეგ გაირკვა, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მოედნაზე სიტუაცია 57-ე წუთისთვის დაიძაბა, როდესაც ნემეტი მსაჯისაგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა.