“გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატი მეოცედ მოიგო!

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ფენერბაჰჩემ” სტუმრად ” ისთანბულ ბაშაკშეჰირთან” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. ამით ლიდერ “გალათასარაისა” და მეორეადგილოსან “ფენერბაჰჩეს” შორის სხვაობამ 5 ქულა შეადგინა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლომებმა” საჩემპიონო ტიტული გაინაღდეს.

ეს “გალათასარაისთვის” რიგით მეოცე ჩემპიონობაა, რითაც გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ფენერბაჰჩეს” ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო. როგორც მოგეხსენებათ, “ფენერს” 19-ჯერ აქვს თურქეთის ჩემპიონატი მოგებული.

ამრიგად, “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

 

ფერნანდო მუსლერას ბრწყინვალე სეივები დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

12 მაისს, თურქეთის ჩემპიონატში “მერსინ იდმანიურდუმ” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ფერნანდო მუსლერამ რამდენიმე ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს (ფოტოები)

შაბათს, რიზეს პროვინციაში სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება, რომ ინციდენტი თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. აღნიშნული შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ავტობუსი მაშინ დაცხრილეს, როდესაც “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელები დაზიანებებისგან გადარჩნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

ჰოლანდიის ნაკრები თურქეთთან საშინაო მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა და საშინაო მარცხს ძლივს გადაურჩა. “ამსტერდამ არენაზე” გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 37-ე წუთზე ბურაქ ილმაზმა გახსნა. სტუმრები 92-ე წუთზე კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი გოლის წყალობით მარცხს გადაურჩნენ, თუმცა ძნელად თუ ვიტყვით, რომ ეს გოლი ჰუნტელაარმა გაიტანა, რადგან უესლი სნეიდერის დარტყმის შემდეგ ბურთი ჰოლანდიელ თავდამსხმელს მხოლოდ მოხვდა, ამ რიკოშეტის შედეგად მიმართულება იცვალა და კარში შევარდა. გოლი ჰუნტელაარს ჩაუთვალეს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი, V ტური
ჰოლანდია — თურქეთი 1:1 (0:1)

ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს-ინდი (ვილემსი 76′), ვან დერ ვილი, დე იონგი, სნეიდერი, დეპაი, ვიინალდუმი (ნარსიგი 46′), აფელაი (დოსტი 62′), ჰუნტელაარი.
მთავარი მწვრთნელი: გუს ჰიდინკი.

თურქეთი: ბაბაჯანი, აზიზი (გიულიუმი 66′), ბალთა, გიონიული, ერკინი, ტორე, ტოპალი, ინანი, ტუფანი, შენი (ჩალხანოღლუ 59′), ილმაზი (კაზიმ-რიჩარდსი 79′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

გოლები: ჰუნტელაარი 90+2′ — ილმაზი 37′.
გაფრთხილებები: ვან დერ ვილი 65′ — ტორე 41′.

მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

შოთა არველაძემ “ქასიმფაშა” დატოვა

შოთა არველაძემ “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ქასიმფაშა” სტუმრად “ქონიასპორთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არველაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის პოსტი დატოვა.

“ჩემ ადგილას სხვაც ასე მოიქცეოდა. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გუნდის დატოვებას ვაპირებდი. კლუბში მომუშავე ყველა პირს მადლობას ვუხდი. ყველანი ჩემი მეგობრები ხართ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა არველაძემ პრესკონფერენციაზე.

“ქასიმფაშამ” თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა. გუნდს 29 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიცია უკავია.

შოთა არველაძე “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობდა.

 

უესლი სნეიდერმა დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

16 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ბალიქესისპორს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი უესლი სნეიდერმაც გაიტანა.

თურქ ფანს სტადიონზე 24 ბოთლი ლუდი შეჰქონდა (ვიდეო)

თურქეთში, საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ, როდესაც გულშემატკივრები სტადიონზე შედიოდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ერთ-ერთი გულშემატკივარი გააჩერეს, რომელსაც ტრიბუნაზე 24 ბოთლი ლუდის შეტანა სურდა.



დემბა ბამ თურქეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 იანვარს, თურქეთის თასზე, “ადანა დემისპორმა” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში დემბა ბამ მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

არდა თურანმა “The Voice”-ში იმღერა (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა არდა თურანმა თურქულ “The Voice”-ში სიმღერა შეასრულა.

რობერტო კარლოსმა თურქეთი დატოვა

“სივასპორის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თურქული კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“სივასპორის” ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. მიჭირს გამომშვიდობება. აქ ყველაფერი შესანიშნავი იყო. ყველას მადლობას გიხდით. ნახვამდის”, – დაწერა სოციალურ ქსელში რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელი “სივასპორის” თავკაცის პოსტზე 2013 წლის ივნისიდან მუშაობდა. თურქული კლუბი მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გუნდი იყო.

 

შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია

თურქეთის სუპერლიგის XIV ტურში “ბალიკესირსპორსა” და “ქასიმფაშას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია. ქართველმა სპეციალისტმა “ქასიმფაშას” ინერციით მომავალი მოთამაშის შეჩერება სცადა, თუმცა ფეხბურთელი წაიქცა და კინაღამ თავკაციც წააქცია.

მატჩი “ბალიკესირსპორის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. “ქასიმფაშა” სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორთან” დამეგობრდება და ამხანაგურად გაეჯიბრება

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.

“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.