დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

“ლესტერი” ჰოლანდიელი ვარსკვლავისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო

The Hinckley Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, “ლესტერ სიტი” “ფეინოორდის” ნახევარმცველის, ტონი ვილენას გადაბირებით არის დაინტერესებული.

ჰოლანდიელ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაბირება ზაფხულში მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

წყაროს ცნობით, “ლესტერის” გარდა 21 წლის ჰოლანდიელის გადაბირებით “სუონსი”, “ვესტ ბრომი” და “სანდერლენდია” დაინტერესებული.

ახალგაზრდა ნახევარმცველი “ფეინოორდის” აკადემიაშია აღზრდილი, მან კლუბის მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატის 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 13 გოლით დაგვამახსოვრა.

იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მოითხოვა

“ფეინოორდიდან” “საუთჰემპტონში” გადაბარგებული იორდი კლასი კვლავაც აგრძელებს როტერდამული კლუბის ტრადიციის დაცვას.

ინგლისური კლუბი შეკრებაზე ჰოლანდიაში იმყოფება და ტრადიციის მიხედვით, ფეხბურთელები სავარჯიშო მოედნიდან სასტუმროში ველოსიპედებით ბრუნდებიან. განზრახ თუ შემთხვევით, კლასის ველოსიპედზე “ფეინოორდის” მთავარი მეტოქის, ამსტერდამის “აიაქსის” სიმბოლო იყო გამოსახული. მართალია, საკმაოდ პატარა ზომის სტიკერი იყო მიკრული, თუმცა იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მაინც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი “საუთჰემპტონში” 15 ივლისს, 8 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

 

“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

“რომას” ფანები: “ჰოლანდიური პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “რომას” საქომაგოდ იტალიელი ტიფოზები გაჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიაში ჩასულ ქომაგებს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებთან უთანხმოება მოუვიდათ. აღშფოთებულმა ტიფოზებმა ჰოლანდიაში იტალიის საელჩოსა და ჟურნალისტებს პრეტენზიით მიმართეს.

“ჰოლანდიის პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა. თვითმფრინავის ტრაპიდან ორი ავტობუსით ღია მინდორზე გადაგვიყვანეს. წვიმაში გაგვაჩერეს, ფოტოებს გვიღებდნენ, პირად მონაცემებს იწერდნენ. ბარგი ჩვენს დაუსწრებლად გაჩხრიკეს.

2-საათნახევრის განმავლობაში ცხოველებივით გვექცეოდნენ. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ხის ქვეშ გადაადგილება ვთხოვეთ, თუმცა არც ამ პროცესმა ჩაიარა პოლიციის ზედამხედველობის გარეშე”, – ერთ-ერთი ტიფოზის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ “ფეინოორდის” ფანებმა რომში არეულობა მოაწყვეს, რისთვისაც 16-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. იტალიის დედაქალაქში მომხდარმა არეულობამ 2,8 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია.

 

“რომა” “ფეინოორდს” დაუზავდა

რომში გამართული ევროპა ლიგის პირველი 1/16 ფინალური შეხვედრა ადგილობრივ “რომასა” და როტერდამის “ფენიოორდს” შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში 22-ე წუთზე ჟერვინიოს გოლით გაიხსნა და რომაელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარი კი სტუმრების იყო. 55-ე წუთზე კაზიმ-რიჩარდსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

განმეორებით შეხვედრას როტერდამი 27 თებერვლას უმასპინძლებს.

რომა 1-1 ფეინორდი

გოლები: ჟერვინიო 22′ (1:0); კაზიმ-რიჩარდსი 55′ 

“ჰერენვეენის” ფეხბურთელმა “ფეინოორდს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

4 თებერვალს, “ჰერენვეენსა” და “ფეინოორდს” შორის გამართულ მატჩში (3:1), კოლინ-კაზიმ რიჩარდსმა “ფეინოორდის” კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

“ნაპოლის” “ფეინოორდის” ნახევარმცველი სურს

ნახევარმცველი ტონი ვილიენა “ნაპოლის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. Voetbal International-ის ინფორმაციით მოთამაშის გადაბირებით პირადად რაფაელ ბენიტესია დაინტერესებულია.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ვილიენამ სეზონის პირველ ნაწილში 12 შეხვედრაშიი მიიღო მონაწილეობა.

მოთამაშე “ფეინოორდს” კონრაქტით 2016 წლამდე ეკუთვნის.

“ფეინოორდის” ფეხბურთელმა გოლი აუტიდან ხელით გაიტანა?

2 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ფეინოორდსა” და “სტანდარტს” შორის გამართულ მატჩში (2:1) პირველი გოლი საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გავიდა.

სეზონის ყველაზე კურიოზული გოლის აღნიშვნა

3 მაისს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “ნაიმეგენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩში საბოლოო შედეგი 88-ე წუთზე “ნაიმეგენის” ფეხბურთელმა იანბაქშმა დასვა, გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ემოცია სახალისოდ გამოხატა.

“ფეინოორდის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

27 აპრილს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “ფეინოორდსა” და “კამბურს” შორის გამართულ მატჩში (5:1), “ფეინოორდის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯინ-პოლ ბოეტიუსმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

კუმანის კანდიდატურას საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე განიხილავენ

ჰოლანდიური „ფეინოორდის“ თავკაცი რონალდ კუმანი საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდუ სანტუშის შემცვლელად მოიაზრება. ფეხბურთის ორივე სპეციალისტი დაკავებული თანამდებობის დატოვებას 2014 წლის ზაფხულში აპირებს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ ვიმუშავებ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – კუმანის სიტყვები Voetbal International-მა გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მილანის“ ყოფილი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურასაც განიხილავენ