ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტად, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვადით აირჩევენ

ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სამწლიანი ვადით იქნება არჩეული.

“ფაინენშელ თაიმსის” ცნობით, 211-დან 196-მა ეროვნულმა ფედერაციამ ინფანტინოს მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

ჯანი ინფანტინოს მთავარი ოპონენტი რამონ ვანგა იქნება, რომელმაც ეროვნული ასოციაციებისგან დიდი გაჭირვებით მოაგროვა ხუთი ხმა, რათა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წარედგინა.

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის საბოლოო ვადა 5 თებერვალია, ხოლო თავად არჩევნები მიმდინარე წლის 5 ივლისს, პარიზში ჩატარდება.

ჯანი ინფანტინო ლოპოტეგის დათხოვნას გამოეხმაურა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულიენ ლოპოტეგის დათხოვნას გამოეხმაურა.

“წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორ მოხდა. ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ პრესკონფერენციის შემდეგ გავიგე. ფიფას მიერ შემუშავებული სატრანსფერო წესები მხოლოდ ფეხბურთელების ტრანსფერებზე მოქმედებენ.

სიტუაცია ყველასათვის გაურკვეველია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით კი ესპანეთში. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარემ კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ლოპოტეგი – უმაღლესი დონის სპეციალისტია და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ “რეალში”. ესპანეთის ნაკრები კი წარმოუდგენელ სიტუაციაში იმყოფება.

თუმცა მახსოვს, რომ პრობლემები იტალიის ნაკრებსაც ჰქონდათ ჩემპიონატის დაწყებამდე, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება მათ დარჩათ,” – აცხადებს ინფანტინო.

ინფანტინო: “რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, მსაჯებს შეუძლიათ მატჩი შეწყვიტონ”

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ორგანიზატორები კი კიდევ უფრო მეტს დარდობენ რასიზმის პრობლემაზე, რაც რუს გულშემატკივრებს მუდამ თან ახლავთ.

შეგახსნებეთ, რომ თავდაცვის მიზნით სხვა ფეხბურთელების მსგავსად დენი როუზმაც უარი თქვა რუსეთში თავისი ოჯახის წაყვანაზე.

“დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ. ყველა საჭირო ზომა მივიღეთ მათ დასაცავად. ჩვენი დისციპლინარული კომიტეტი გამოვლინებისთანავე აღკვეთს ყოველ მსგავს ფაქტს.

გარდა ამისა, მსაჯებს ექნებათ თამაშის შეწყვეტის უფლება, თუ გულშემატკივრების მხრიდან რასისტულ შეძახილებს ან ქმედებებს ექნება ადგილი. იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი მოხდება,” -აცხადებს ინფანტინო.

ჯანი ინფანტინო: “ფედერაციები მხარს მიჭერენ”

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის, FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ფორმატში შესაძლო ცვლილებების შეტანაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა 32-ის ნაცვლად 40-მა ან 48 გუნდმა უნდა მიიღოს.

“კვლავ მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების ოდენობა 32-ზე მეტი გავხადო.

ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიზრდება, ვეცდებით რაოდენობა 40-მდე ან 48-მდე გავზარდოთ. 48 გუნდიანი მუნდიალიც სწორედ იმ დროს წაიღებს, რამდენიც ამჟამინდელი.

ფედერაციები მხარს მიჭერენ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდისკენ არიან.” – განაცხადა მან.

ჯანი ინფანტინო: “ფეხბურთის ბნელი დრო დამთავრდა”

ფიფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს. შვეიცარიელმა პოსტზე არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ახლა მიჭირს სიტყვებით იმის გამოხატვა, თუ რას ვგრძნობ. ჩვენ ფიფას იმიჯს განვაახლებთ. მთელი მსოფლიო იამაყებს ჩვენით. მადლობას ვუხდი ყველა ფედერაციასა და დანარჩენ კანდიდატებს.

მინდა, ფეხბურთის ახალი ერა დავიწყო, სადაც მთავარი იქნება უშუალოდ თამაში. ფეხბურთმა ბნელი დრო გამოიარა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია.

ყველას გიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს DW Sports-ი.

 

ინფანტინო: „ვფიქრობ, აფრიკა მხარს დამიჭერს“

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტი ვარაუდობს, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე აფრიკის კონტინენტის ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ.

„ვფიქრობ, აფრიკაში წარმატებას მივიღებ. ბევრი ქვეყანა მოვინახულე და გავლენიან ხალხს შევხვდი. ვვარაუდობ, რომ კონტინენტიდან ნახევარზე მეტ ხმას მივიღებ, რადგან ვიცი, რა შევთავაზო აფრიკას“, ციტირებს ინფანტინოს „L’ Equipe“.

სფფ ინფანტინოს მხარს უჭერს

ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში უეფა-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა არაერთმა ევროპულმა ფეხბურთის ფედერაციამ და სპეციალისტმა განუცხადა. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერფაციაც აღმოჩნდა, რომლის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინფანტინოს სპეციალური წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის შინაარსი სფფ-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფა-ს საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

download (1)

მოურინიო ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ინფანტინოს უჭერს მხარს

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა განუცხადა.

„ინფანტინოს დიდი ხანი ვიცნობ. ვიცი, რომ მას ბევრი შეუძლია, ეს გამოცდილი ადამიანია, რომელსაც ფეხბურთისთვისა და ფიფა-სთვის ყველა საჭირო ცოდნა გააჩნია.

ვფიქრობ, ის ორგანიზაციას სჭირდება. ინფანტინოს მხარს ვუჭერ. მჯერა, რომ ის დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს“, – ციტირებს მოურინიოს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ინფანტინომ საფრანგეთსა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციების მხარდაჭერაც მიიღო.

კონმებოლი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს უჭერს

კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო) პრეზიდენტმა ხუან ანხელ ნაპუტმა განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ამერიკა მხარს უეფას გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ ნაპუტმა მანამდე მხარდაჭერა მიშელ პლატინის გამოუცხადა, თუმცა ფრანგი ჩინოსანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, რის გამოც მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს და არც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში დაამტკიცეს მისი კანდიდატურა.

“ჩვენ ერთხმად მხარს ვუჭერთ ინფანტინოს. ჯანისთან გვქონდა საუბარი და მივხვდით, რომ სწორედ ეს ადამიანი გვჭირდება”, – ციტირებს ნაპუტის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.

 

ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდას გეგმავს

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუდნთა რაოდენობის ორმოცამდე აპირებს. ამის შესახებ ინფანტინომ „The Associated Press“-თან საუბრისას განაცხადა.

ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება. ინფანტინოს გარდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე ჟერომ შამპანი, აზიური ფეხბურთს კონფედერაციის პრეზიდენტი, შეიხი სალმან ბინ ირრაჰიმ ალ-ჰალიფი, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მუსა ბილიტი და ყოფილი სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი ტოკიო სეკსვალე იბრძოლებენ.

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

სათქმელია, რომ 45 წლის იტალიელის კანდიდატურას უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ხმარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება.

ინფანტინომ ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შესაძლო შექმნის შესახებ ისაუბრა

მალტის რესპუბლიკაში მიმდინარე უეფას წევრი ასოციაციების სტრატეგიულ შეკრებაზე ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობები განიხილეს. ჩანაფიქრის მიხედვით, ტურნირზე იმ გუნდებმა უნდა იასპარეზონ, რომლებიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდებიან.

უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნა არ გამორიცხა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არსებობს.

“ჩვენ ორი შესანიშნავი შეჯიბრება გვაქვს – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია და სწრაფად მზარდი ევროპის ლიგა, თუმცა ყველაფერი იცვლება და ვითარდება. არ გვეშინია, ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რას ვაპირებთ მომავალში. ჯერჯერობით იდეებს ვაგროვებთ. გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილებასაც მივიღებთ – ან არსებულით დავკმაყოფილდებით, ან საკლუბო დონეზე რევოლუციას მოვახდენთ. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული პროექტი არ გვაქვს”, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ უეფა 1995-2008 წლებში ინტერტოტოს თასს ატარებდა. ტურნირის გამარჯვებულები უეფას თასზე თამაშის უფლებას იღებდნენ.

უეფა საკლუბო ტურნირების არსებულ სტრუქტურაში რაიმე ცვლილების განხორციელებას მინიმუმ 2018 წლამდე არ აპირებს, ვინაიდან ყველა წესდება თუ ხელშეკრულება 2017/18 წლების სეზონის ჩათვლით არის დადგენილი.