ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

დვალიშვილი: “ჩემს თამაშზე საუბარი არ მიყვარს”

სენტ კიტსისა და ნევისის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლადო დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მოვიგეთ, თუმცა რა თამაშიც გვინდოდა გვეჩვენებინა, ის ვერ ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში მოძრაობა გვაკლდა. ამან გამოიწვია ის, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა.”

“ჩემს თამაშზე საუბარი არ მიყვარს და ამაზე ახლაც ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს დვალიშვილი.

 

დვალიშვილი: “რაც წინა თამაშზე არ გავიდა, ახლა გავიტანეთ”

ლატვიელების განადგურების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლადო დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მშვენიერი თამაში იყო. დიდი ხანია, ასეთი ანგარიშით არ მოგვიგია. წინა მატჩმა ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. იმ წარუმატებლობის შემდეგ, დღეს გაცილებით უფრო მოტივირებულები გამოვედით. რაც წინა თამაშზე არ გავიდა, ახლა გავიტანეთ.”

“ჩემი აზრით, ეს მუხტი ნამდვილად შენარჩუნდება. მეტსაც გეტყვით, არც წინა მატჩები იყო ცუდი, სათამაშო ხარისხის მხრივ. შესაბამისად, სწორ გზაზე ვდგავართ. ამაზე რამდენიმე კარგად ნათამაშები მატჩი მეტყველებს. მათში ბევრი მომენტი შევქმენით, უბრალოდ ბევრი მათგანის რეალიზება ვერ შევძელით,” – განაცხადა ლადომ.

ვაწაძე შეუჩერებელია – ქართველის დუბლი დანიაში

დანიის პირველი ლიგის 26-ე ტურში მორიგი შეხვედრა მოიგო სუპერლიგაში გადასასვლელად მებრძლოლმა “ორჰუსმა”.  “ვეილესთან” მატჩში, რომელიც 1:3 დასრულდა, მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში პირველობაც განიმტკიცა.

ადგილობრივ სუპერლიგაში კი მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა “ოდენსემ”, რომელიც გასულ ტურში “ესბიერგს” ესტუმრა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ლადო დვალიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დვალიშვილმა დანიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა (ვიდეო)

12 სექტემბერს დანიის სუპერლიგაში “მიდტიულანმა” საკუთარ მოედანზე ვლადიმერ დვალიშვილის “ოდენსე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ, 2:1 იყო. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად ოთხ წუთში დვალიშვილმა მეტოქის კარში გოლის გატანა შეძლო და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა “ოდენსეს” მისი გოლი არ ეყო. შეხვედრის ბოლო წუთებზე “მიდტიულანმა” კიდევ ერთხელ გაიტანა და სამი ქულაც მოიპოვა.

ჭანტურიას პირველი სასტარტო

რუმინეთში გადასვლის შემდეგ გიორგი ჭანტურია “კლუჟის” ძირითადში პირველად მოხვდა. ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე “პეტროლულთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ჭანტურიამ მოედანზე 67 წუთი დაჰყო.

პორტუგალიური პრიმეირას 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბელენენსეშს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ებრალიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 56-ე წუთი გაატარა.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” “ზავიშჩას” 3:0 აჯობა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილი 18 კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, რომლის “ჰერტამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:1 ითამაშა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ვიტესსა” და “აიაქსს” შორის. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშივლი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.