სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

მიხაილოვიჩი: “სამწუხაროდ, ჰარი პოტერი არ ვარ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია მის გუნდს წარმატებულად ასპარეზობისთვის.

“ჰარი პოტერად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს.
ფეხბურთელებს ყურადღება მივაქცევინე ერთ საინტერესო ფაქტზე: ჩვენ ჩემპიონატში სახიფათო მომენტების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა რეალიზაციაში მხოლოდ მეთერთმეტე პოზიცია გვიკავია. შეტევის დასრულებისას მეტი სიზუსტე მოგვეთხოვება.
ვიცი, რომ “მილანმა” ამ ზაფხულს დაახლოებით 80 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გუნდში მოყვანილი სამი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ეს გადაყრილი თანხა არ არის. რომანიოლი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე იქცა დაცვის ხაზში შეუცვლელ ფიგურად. ბაკა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ბერტოლაჩი კი, თუ ჯანმრთელადაა, ძალიან კარგად თამაშობს”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

„მილანმა“, შესაძლოა, მიხაილოვიჩი ერთ კვირაში გაუშვას

სინიშა მიხაილოვიჩი, შესაძლოა, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ, თუ „შავ-წითლები“ უახლოეს ორ მატჩს ვერ მოიგებენ.

როგორც „Football Italia“ წერს, კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ სერბ სპეციალისტს „ვერონასთან“ ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდგომ ულტიმატუმი წაუყენა. ასე რომ, „მილანში“ დასარჩენად მიხაილოვიჩმა „სამპდორიასთან“ სათასო და „ფროზინონესთან“ სერია ა-ს თამაშები უნდა მოიგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვიჩის შესაძლო შემცვლელებად ლუჩანო სპალეტი, ჩეზარე პრანდელი, კრისტიან ბროკი და ფრანჩესკო გვიდოლინი განიხილებიან.

მიხაილოვიჩი: „მილანი“ ძალიან ცოტა გოლს იტანს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩა „ვერონასთან“ ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ხვალ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიტანოთ. ზოგჯერ ოთხი თავდამსხმელით ვთამაშობთ, მაგრამ ძალიან ცოტა გოლს ვიტანთ, რაც ცუდია. არის მომენტები, როდესაც ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მოსაგებად ბევრი გაკეთება აუცილებელი არაა. „კარპისთან“ შეხვედრამ საპირისპირო რამ დაამტკივა.

ბალოტელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორი თვე გამოტოვა, მეოდან გამოსასვლელად ჯერ მზად არ არის. შესაძლოა, ის „ფროზინონესთან“ შემდეგი კვირის შეხვედრაში ვიხილოთ“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

მიხეილოვიჩი: „პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პანიკა დავიწყეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „უდინეზესთან“ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშთ 3:2 მოიგო. სათქმელია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი „როსონერის“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, მეორე ტაიში კი მილანელებმა თავის კარში ორი ბურთი მიიღეს.

„პირველი ტიამი გამოგვივიდა და თამაში მხოლოდ ერთი გუნდის ნახევარზე მიმდინარეობა. ანგარიშით 3:0 ვიგებდით, თცმა შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რო მატჩი არა 45, არამედ 90 წუთი გრძელდება. შესვენების შემდეგ გოლი სწრაფად გავუშვით, რის შემდეგაც პანიკა დაგვეწყო. ვფიქრობ, ეს გუნდის განვითარების პროცესია და ასეთ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ასევე მიხაილოვიჩმა მარიო ბალოტელის თამაშიც შეაფასა:

„მას ჩინებული თამაში გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მას ფეხებში ურტყამდნენ, მაგრამ ის სიმშივდეს მაინც ინარჩნებდა. ბალოტელიმ ემოციები აკონტროლა და ჩინებულადაც ითამაშა. დღეს მარიო საუკეთესო იყო“.

მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.

„თავდასხმასა და დაცვაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან მაღიზიანებს, კარგი სტარტის შემდეგ გვეშინია და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალებას ვაძლევთ. არ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ გზაზე ვართ. გუნდით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, მეტი სითამამე გვმართებს“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.

თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

როგორ მიულოცა მექსეს გატანილი გოლი სინიშა მიჰაილოვიჩმა (ვიდეო)

როგორც იცით, 25 ივლისს, “მილანმა” “ინტერი” ფილიპ მექსეს საოცარი გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ფრანგ მცველს “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა გოლი ასე მიულოცა:

მიხაილოვიჩი: “ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”

ფეხბურთის სერბმა სპეციალისტმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება.

“ნუ ღელავთ, ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბი სპეციალისტი “როსონერისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე კი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგი უნდა გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, ინძაგის “მილანთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

 

“მილანს” მიხაილოვიჩი ჩაიბარებს

“სამპდორიას” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი “მილანს” ჩაუდგება სათავეში. ამ ინფორმაციას TMW ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სერბ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი აწარმოებდნენ და შეთანხმებაც შედგა. TMW იუწყება, რომ ხუთშაბათს მიხაილოვიჩი “მილანის” საწვრთნელ ბაზა მილანელოს ეწვევა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბი სპეციალისტის დანიშვნამდე ფილიპო ინძაგის გაათავისუფლებენ. წყაროს ცნობით, მიხაილოვიჩი “როსონერისთან” კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ინძაგის თავკაცობით “მილანმა” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

ოფიციალურად: მიხაილოვიჩი „სამპდორიას“ ტოვებს

სინიშა მიხაილოვიჩმა „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რის შესახებაც სერბმა თავად განაცხადა.

„პატივცემულო „სამპდორიას“ გულშემატკივრები! ჩემთვის მეტად რთული მომენტი დადგა – უნდა დაგემშვიდობოთ. ამას „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის სტატუსით ვამბობ. ჩემთვის ეს თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა.

დარჩენა შემეძლო, რადგან აქ როგორც ხელმძღვანელები, ასევე გულშემატკვირები დიდ პატივს მცემენ. ამის მიუხედავად, საკუთარი თავისა და ამბიციების მიმართ ეს არასწორი იქნებოდა.

მიზანი დავისახე, რომელსაც მივაღწიე. ახლა ახალ გამოწვევას ველი“, – ნათქვამია გენუური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტალიური პრესის ცნობით, მიხაილოვიჩი უახლოეს დროში „ნაპოლის“ თავკაცი გახდება.

მიხაილოვიჩი: „იუვენტუსი“ გენუაში ჩემპიონი არ უნდა გახდეს“

გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხიალოვიჩმა „იუვენტუსთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, ხსენებულ შეხვედრაში ტურინელებს ჩემპიონატის მოსაგებად ერთი ქულაც ეყოფათ.

„იუვენტუსმა“ სკუდეტო დაისმახურა, მაგრამ მას ამ გამარჯვების აღნიშვნა ტურინშიც შეუძლია. მაშინ, როდესაც „იუვეს„ ქულა სჭირდება, ჩვენ სამის მოპოვება გვსურს.

მიმდინარე სეზონში „სამპდორიას“ გამოსვლა ყველასთვის სიურპრიზი უნდა იყოს. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურის ადრე მე-5 ადგილზე ვართ“, – განაცხადა სერბამ მწვრთნელმა.