სინიშა მიხაილოვიჩმა ბურთი აუზში პირდაპირ სახურავიდან მოათავსა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოათავსა სახურავიდან ბურთი “სამპდორიას” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა აუზში.

“სამპდორია”: მიჰაილოვიჩს შეუძლია წავიდეს, თუ მას სურს

კლუბის პრეზიდენტი, მასიმო ფერერო “სამპდორიას” მწვრთნელის შენარჩუნებას მთელი ძალებით არ აპირებს.

ჭორები დაკავშირებულია სინიშა მიჰაილოვიჩის “მილანში” გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო თავად გუნდი ამ ვითარებაში გარევას არ აპირებს.

“ვინ ღელავს? – მიჰაილოვიჩს შეუძლია იქ წასვლა, სადაც თავად მოესურვება. სინიშა კარგი მწვრთნელია, მაგრამ გადაწყვეტილება თავისით უნდა მიიღოს და არა ვინმეს ზემოქმედებით,”-განაცხადა ფერერომ.

“სამპდორია” მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია. სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა და მესამე ადგილს ოთხი ქულით ჩამორჩება.

სინიშა მიხაილოვიჩი: “მე და ეტო’ოს ურთიერთგაგებისთვის დრო დაგვჭირდა”

“სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხალოვიჩის თქმით, მასსა და კლუბის ახალწვეულ სამუელ ეტო’ოს შორის კონფლიქტი უკვე ამოწურულია.

შეგახსენებთ, რომ გენუელთა შემადგენლობაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგებულმა ეტო’ომ “სამპდორიას” მაისურით პირველი გოლი შაბათს, “კალიარის” კარში გაიტანა.

“ეტო’ომ “სამპდორიაში” ასპარეზობა მძიმედ დაიწყო. ჩვენ დრო დაგვჭირდა საიმისოდ, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო, ვინაიდან მეც და ისიც ძლიერი პიროვნებები ვართ. სამუელმა ჩინებულად ითამაშა და გამარჯვებაში დაგვეხმარა. იგი თანდათანობით სათამაშო ფორმას იკრებს და უახლოესი ხანებიდან გუნდს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ეტო’ო სულით მუდამ ჩემპიონი იყო და მას მატჩის ბედის გადაწყვეტა დღემდე შეუძლია,”-აღნიშნა მიხაილოვიჩმა.

სინიშა მიხაილოვიჩმა მატჩის დასრულების შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელთან იჩხუბა (ვიდეო)

24 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე “ჯენოას” ფეხბურთელმა იაგო ფალკემ გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი “სამპდორიას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ედერმა ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ბოლო წუთებზე, “სამპდორიას” მცველმა ვასკო რეგინიმ საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა კი “ჯენოას” ფეხბურთელებს ძალიან სახიფათო საჯარიმოს შესრულების შანსი მისცა. სტუმრებმა, ამ შემთხვევაში, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩი ვასკო რეგინიზე ძალიან იყო გაბრაზებული. 24 წლის მცველის მიერ თამაშის წესების დარღვევამ ხორვატი სპეციალისტი განარისხა.

“ფეხბურთელმა მატჩის ბოლო წუთებზე საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესები არ უნდა დაარღვიოს. შესაძლებელი იყო, ამ ჯარიმის შემდეგ დერბიში დავმარცხებულიყავით”, – უთხრა მიხაილოვიჩმა ჟურნალისტებს.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

“ტოტენჰემი” მიჰაილოვიჩზე ფიქრობს

ლონდონის “ტოტენჰემი” შესაძლოა სინიშა მიხაილოვიჩმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად “სამპდორიას” წვრთნის.

“სამპდორიაში” მოსვლის შემდეგ მიხაილოვიჩმა გუნდს სერია A-ში დარჩენის პრობლემა მოუხსნა. მიუხედავად ამისა, სერბი სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

Football Italia-ს ცნობით, მიხაილოვიჩის გადაბირებით ლონდონის “ტოტენჰემი” სერიოზულადაა დაინტერესებული.

“სამპდორიაში” კი, მიხალივოჩის შემცვლელად სტეფანო ბიოლის კანდიდატურას განიხილავენ.