გარი ლინეკერმა გერმანიის ნაკრების თამაშის ყურების შემდეგ საინტერესო დასკვნა გააკეთა

როდესაც საქმე ტვიტერს ეხება, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გარი ლინეკერი ძალიან ენაწყლიანი პიროვნებაა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ის განსაკუთრებულ ყურადღებას “რეალისა” და პორტუგალიის მცველს, კეპლერ პეპეს აქცევს.

გარიმ გერმანიისა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო დასკვნა გამოიტანა – “გერმანელად ყოფნა ძალიან მოსაწყენი უნდა იყოს, უბრალოდ სულ იგებენ.”

აღნიშნულ პოსტს გერმანიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ტომას მიულერის გიფით უპასუხა.

გარი ლინეკერის კრიტიკის საგანი პეპეს შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გახდა

როგორც იცით, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი საჯარიმოების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებიან და როცა ეს ორი ფეხბურთელი ერთ გუნდშია, მაშინ არჩევანის გაკეთება ყველას უჭირს.

პორტუგალიისა და ავსტრიის მატჩის წინ გარი ლინეკერმა თავის გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა – კრიშტიანუ რონალდუს 35-ჯერ აქვს შესრულებული საჯარიმო დარტყმა დიდ ტურნირზე, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გარდაქმნა გოლად. მაშინ, როცა ბეილის შესრულებული 3 საჯარიმოდან ორს გოლი მოჰყვა.

აღნიშნული მატჩი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ნამდვილად საშინელი აღმოჩნდა, რამეთუ მან პენალტის გატანა ვერ მოახერხა, რასაც ემატება რამოდენიმე გამოუყენებელი მომენტიც. რამაც გარი ლინეკერს “სალაპარაკო” მისცა – რამოდენიმე წუთის შემდეგ მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

“განახლება … რონალდო: არც ერთი გოლი 36 საჯარიმოდან. ბეილი: 2 გოლი 3 საჯარიმოდან.”

ლინეკერი: „ახალი საცვლების პოვნა მომიწევს“

წარსულში ინგლისის ნაკრების ცნობილმა მოთამაშემ გარი ლინკერემა, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის რბოლაში „ლესტერ სიტის“ გულშემატკივრობს, „ტოტენჰემის“ „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა. ამ შეხვედრის შემდეგ „ტოტენჰემსა“ და პირვე ადგილზე მყოფ „ლესტერს“ შორის სხვაობა 7 ქულა გახდა.

„თავს უცნაურად ვგრძნობ, როდესაც „სპურსს“ არ ვგულშემატკივრობ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ამის გამო გული დამწყდებოდა. ტონი პულისის გუნდებზე რაც არ უნდა იფიქროთ, ისინი თამაშს თავს დროზე ადრე არასდროს ანებებენ.

ჯანდაბა, ეს საოცრებაა! ახალი საცვლების პოვნა მომიწევს“, – განაცხადა ლინეკერმა.

ლინეკერი თვლის, რომ მოურინიო ევა კარნეირომ უნდა შეცვალოს

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი თვლის, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტი ევა კარნეირომ უნდა დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ კლუბის ექიმი გასულ ზაფხულს სწორედ მოურინიოსთან მომხდარი უთანხმოების გამო გაათავისუფლეს.

Carneiro - Mourinho

ლინეკერმა სოციალურ ქსელში დასმულ კითხვას, თუ ვინ უნდა შეცვალოს მოურინიო, მოკლედ უპასუხა:

“ევა კარნეირომ!”

 

როგორ დასცინა ლინეკერს მისმა მეუღლემ საცვლებზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად პოპულარულმა სატელევიზიო წამყვანმა გარი ლინეკერმა თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო.

“ლესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის ორშაბათს გამართული მატჩის (2:1) შემდეგ ლინეკერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“თუ პრემიერლიგას “ლესტერი” მოიგებს, გადაცემა “Match of the day”-ს მომდევნო სეზონის პირველ გამოშვებას საცვლის ამარა წავიყვან”.

რა თქმა უნდა, ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან, რომლებმაც ლინეკერის დაცინვა დაიწყეს, თუმცა ეს ყველაზე კარგად მისივე მეუღლეს გამოუვიდა.

ლინეკერის მეორე ნახევარმა დანიელ ბაქსმა ამ პოსტს შემდეგი მინაწერი გაუკეთა:

“შენი წარსულის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, რომ საცვლები სუფთა გაქვს”.

Tweet

კონკრეტულად რა იგულისხმა ბაქსმა, ეს რთული გამოსაცნობი არ არის. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში გარი ლინეკერმა პირდაპირ მოედანზე მოისაქმა. იმედია, ამ სარკაზმის გამო ლინეკერი მეუღლეს არ გაუწყრება. რას იზამ, დანდობა არ იცის ბრიტანულმა იუმორმა.

ლინეკერი: “ინგლისის ნაკრების რეგულარული გამარჯვებები მოსაბეზრებელი ხდება”

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა ათი მატჩიდან ათივე გამარჯვებით დაასრულა და გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ევროკვალიფიკაციაზე 30 ქულა მოაგროვა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა “სამი ლომის” წარმატებულ ასპარეზობაზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

“ინგლისის ნაკრების რეგულარული გამარჯვებები მოსაბეზრებელი ხდება. ჩვენ ვართ ახალი გერმანია”, – დაწერა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ლინეკერს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: “ფეხბურთი მარტივი თამაშია, რომელსაც 22 კაცი თამაშობს და ბოლოს იგებს გერმანია”.

 

ლინეკერი: „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს“

„ბარსელონასა“ და „ტოტენჰემის“ ყოლფილი თავდამსხმელს გარი ლინეკერს მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ეჭვი ეპარება.

„არამგონია, რუნიმ კიდევ ერთი თასი მიიღოს. კლუბი გადაშენების სტადიაზია, ასე რომ, გულშემატკივრებს ლოდინი მართებთ“, – განაცხადა ტელეექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მანჩესტერელები დღეს „პსვ ეინდჰოვენს“ შევხდებიან.

ლინეკერმა პუტინსა და ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმდინარეობის დროს სოციალური ქსელის მეშვეობით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი საიმედო ხელშია”, – დაწერა ლინეკერმა.

Lineker tweet

ლინეკერი: “მესი ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო მოთამაშე”

საფეხბურთო ექსპერტმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გამოთქვა მოსაზრება, რომ “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.

“მესი უდავოდ საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ოდესმე ბუცები სცმია. ამაზე კამათიც არ ღირს. მესის სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო დონის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც სერხიო აგუერო და ლუის სუარესი არიან, მასთან შედარებით საშუალო დონის მოთამაშეებად გამოიყურებიან”, – დაწერა ლინეკერმა.

 

ლინეკერი: “ვაღიაროთ, რომ პრემიერლიგა ყველაზე ძლიერი ლიგა არ არის”

საფეხბურთო ანალიტიკოსმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (0:3) შეფასებისას განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონატი სინამდვილეში ყველაზე ძლიერი ლიგა არ არის.

“უნდა შევწყვიტოთ საუბრები, თითქოს ინგლისის პრემიერლიგა მსოფლოს ყველაზე ძლიერი ლიგა იყოს. შესაძლოა, ყველაზე სანახაობრივი იყოს, მაგრამ ესპანეთის პრიმერადივიზიონი უფრო ძლიერი ლიგაა.

საქმე მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონაში” არ არის. სხვა ესპანურმა გუნდებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპის ლიგა ექვსჯერ მოიგეს”, – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

 

რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.

გაბრაზებული სილესეენის ნამოქმედარი

 

მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:

„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.

კრულმა ვან გაალის იმედები გაამართლა

 

ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:

„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

კანავარომ ვან გაალის საქციელი არ მოიწონა

 

აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:

„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.

ლინეკერმა სტატისტიკა მოიხმო

 

მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:

„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“

ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ლინეკერი: „მატჩის გმირის წოდებისთვის ნეიმარსა და ნისიმურას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მატჩის მოთამაშის წოდებისთვის ნეიმარსა და არბიტრ ნისიმურას შორის მჭიდრო ბრძოლა გაიმართა. ტურნირის მასპინძელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მსაჯის მიერ გამოტანილი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით ისარგებლოს. ბრაზილიამ ეს საშუალება ნაადრევად გამოიყენა.

საოცარი თამაში გამოვიდა. გოლები, საკამათო ეპიზოდები და ნეიმარის მიერ დადგმული შესანიშნავი შოუ. მსოფლიოს ჩემპიონატი ხმაურიანად დაიწყო!“ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.