ზიდანი: “იმედი მაქვს, ეს რთული პერიოდის დასასრული იქნება”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” ნიქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 6-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რადგან ექვსი გოლი გავიტანეთ და კარი მშრალად შევინარჩუნეთ. მშვენიერი თამაში ჩავატარეთ. ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენეთ. გუნდის ლიდერებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ისინი ახლა ბევრს მუშაობენ. აუცილებელია, ასე გავაგრძელოთ. ვიცით, რომ რონალდუ და ბენზემა კარგი ფეხბურთელები არიან და ისინი, ადრე, თუ გვიან აუცილებლად გაიტანდნენ.”

“სეზონში აუცილბლად გაქვს რთული მომენტები, თუმცა მათი დაძლევა გიწევს. იმედი მაქვს, ეს ეტაპი სწორედ ბარიერების გადალახვის ნაბიჯი იქნება,” – ამბობს “ზიზუ”.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

შმელცერი: “ამ სიტუაციიდან ერთად უნდა გამოვდეთ”

დღეს დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ნიქოზიის “აპოელს” დუაპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა.

დაძაბული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გერმანელთა კაპიტანი, მარსელ შმელცერი ესაუბრა.

“ბევრი შანსი გვქონდა. განსაკუთრებით, ამას პირველ ტაიმზე ვიტყოდი. სწორედ მატჩის ამ ნაწილში უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. რთული პერიოდი გვაქვს. ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ამას მწვრთნელთან ერთად გავუმკლავდეთ. ჩვენ თავდადებულად ვითამაშეთ, თუმცა სათანადო შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.”

“ვფიქრობ, ეს შეხვედრა კვიპროსში გამართულ შეხვედრას ჯობდა. იქ ამდენი მომენტი არ გქვონია. შესაბამისად, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ამ რთული სიტუაციიდან მოვნახოთ გამოსავალი,”  – აცხადებს შმელცერი.

რამოსი: “აპოელი” ძალიან შებოჭილი იყო და საწყის წუთებში გატანა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ნიქოზიის “აპოელი” მიიღო და ანგარიშთ, 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო ერთი გოლიც სერხიო რამოსმა გაიტანა.

“ბლანკოსის” კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თავდაპირველად, გატანა გაგვიჭირდა. სტუმრები ძალინ შებოჭილები იყვნენ და მათი ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. თუმცა, თანდათან დაბრკოლება დავძლიეთ და ანგარიშიც გავხსენით. შედეგთ კმაყოფილები ვართ.”

“ესპანეთის ჩემპიონატში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ყველა დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. იმედია, სვლას ასე გავაგრძელებთ.”

“ბედნიერი ვარ, რომ კრისმა დუბლის შესრულება მოახერხა. მისი მიზანი მუდამ მეტოქის კარის აღება დაგუნდისთვის სარგებლის მოატანაა. სიამოვნებაა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს!” – აცხადებს რამოსი.

როგორი გოლი გაუტანა “სპარტას” ფეხბურთელმა “აპოელს” (ვიდეო)

10 დეკემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, თემურ ქეცბაიას “აპოელმა” საკუთარ მოედანზე პრაღის “სპარტა” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის 63-ე წუთზე, სტუმართა ფეხბურთელმა ჯულისმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა.

ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

თემურ ქეცბაია ტექბოლით გაერთო (ვიდეო)

ნიქოზიის აპოელში, რომელსაც თემურ ქეცბაია თავკაცობს, ტექბოლი დაინერგა. ეს ფეხბურთზე დაფუძნებული ახალი მიმდინარეობაა, რომლის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ტექბოლის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს თამაში ხელს უწყობს მოთამაშის კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და გამძლეობის დახვეწას, ასევე ახალი ტექნიკური უნარების შეძენას.

ტექბოლზე საკუთარი ძალები თემურ ქეცბაიამაც მოსინჯა.

 

თემურ ქეცბაია: “მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელმა “ასტერასის” წინააღმდეგ გასამართი მომდევნო ორი მატჩი უნდა მოიგოს, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

“გუნდს სჭირდება ლიდერები. ტრავმების მხრივ გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ნიუანსში თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

რა თქმა უნდა, გამძლეობაც უნდა ვახსენოთ, რადგან კვიპროსის ჩემპიონატის ფინიშსა და წინასასეზონო მზადებას შორის დრო ძალზედ მოკლეა. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. აუცილებელია, რომ სეზონი ადრე დასრულდეს.

დღეს ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ. “ასტერასს” ორივე შეხვედრა უნდა მოვუგოთ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ. დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ. მართალია, დღეს ქომაგები დავამწუხრეთ, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში შევძლებთ მათ გაღიმებას.

შესვენებაზე ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ზედმეტად აფასებენ გუნდს, რომელიც ასეთ პატივისცემას არ იმსახურებს. ფეხბურთელები არ უნდა გავაკრიტიკოთ. ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს (“ენოსისთან” – ავტ), რომელიც უნდა მოვიგოთ. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ეს მატჩი უკვე წარსულია, ჩვენ კი წინ უნდა გავიხედოთ.

კვიპროსული გუნდისთვის იოლი არ არის ევროსარბიელზე ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელის დაკარგვა. მომიწია, დაცვითი ნახევარმცველები ცენტრალურ მცველებად და შემტევი ნახევარმცველები დაცვით ნახევარმცველებად მეთამაშებინა”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

საკადრო პრობლემების გამო თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში 1997 წელს დაბადებული რაფაელ ანასტასიუს დაყენება მოუწია, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდის თავკაცისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

“ეს ბიჭი ახალგაზრდულ გუნდში ვნახე და მისმა თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს მას შეუძლია, იამაყოს. დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის რიგებიდან საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ანასტასიუს დავასახელებდი. მწვრთნელისთვის ადვილი არ არის, როდესაც გუნდის საუკეთესო მოთამაშე 18 წლის ფეხბურთელია. ჩვენ წავაგეთ მატჩი, მაგრამ მოვიგეთ ფეხბურთელი”, – დაასრულა ქეცბაიამ.

 

ქეცბაიას აპოელი პრაღაშიც დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო. მატჩი თანაბარ, არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო. 24-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: ჩეხთა მცველის, იაკუბ ბრაბეცის მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ “სპარტას” ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ლაფატა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაუცველის კარის წინ მდგარ ნიგერიელ ახალწვეულ კეჰინდე ფატაის გადააწოდა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა.

მე-60 წუთზე გოლი თავად ბრაბეცმაც გაიტანა: კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმართა მცველებს საკუთარ საჯარიმოში ჩეხი ფეხბურთელი გამოეპარათ და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია — 2:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელხენკირხენის “შალკემ” ტრიპოლისის “ასტერასი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ამრიგად, უქულოდ დარჩენილი აპოელი ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. კვიპროსელებს 1 ქულით უსწრებს “ასტერასი”, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 4 ქულა დააგროვა “სპარტამ”, შალკე” კი ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
“სპარტა” — აპოელი 2:0 (1:0)

გოლები: ფატაი 24′, ბრაბეცი 60′.
გაფრთხილებები: ირაჩეკი 22′, მატეიოვსკი 47′ — ვანდერი 19′, ანტონიადესი 27′, მარიუ სერჟიუ 29′, არტიმატასი 40.
მთავარი არბიტრი: პაველ გილი (პოლონეთი).

 

ქეცბაია: “პრაღაში დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი პრაღაში ადგილობრივი “სპარტას” წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში აპოელი შინ გელზენკირხენის “შალკესთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა. “სპარტა” გასვლაზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუზავდა — 1:1.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ქეცბაიას სჯერა, რომ ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის ვინაობა ეტაპის ბოლოს გადაწყდება.

“ჯგუფური ეტაპი ჯგუფის უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა პრობლემები ყოველთვის არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოედანზე არ გამოჩნდეს”, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

აპოელმა 26 სექტემბერს კვიპროსის ჩემპიონატში “არისი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. “სპარტა” 27 სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში თანაქალაქელ “სლავიასთან” 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელის სამწვრთნელო შტაბმა ჩეხური გუნდის ბოლო მატჩი დეტალურად გაარჩია და საჭირო დასკვნები გააკეთა.

“სპარტამ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა და ახლა ჩვენი მეტოქე უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამას ჩეხეთის ჩემპიონატში მათი პოზიციაც ადასტურებს (სატურნირო ცხრილის ლიდერია – ავტ). მოწინააღმდეგის რამდენიმე საშინაო და გასვლითი მატჩი ვნახეთ, მათი უკანასკნელი მატჩი დეტალურად გავარჩიეთ. მათ შეუძლიათ გატანა, თუმცა ბევრ გოლსაც უშვებენ. “სპარტა” ის გუნდია, რომელსაც შეუძლია, მცირე შეცდომის გამო დაგსაჯოს”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს cyprusscore-ი.

მატჩი “სპარტასა” და აპოელს შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პაველ გილის თავკაცობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ქეცბაიას აპოელი “შალკესთან” დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა უეფას ევროპის ლიგის სასტარტო მატჩში გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

კვიპროსელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა “შალკემ” მალევე მოახერხა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლება. გერმანელებმა მასპინძელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ორჯერ შორეული დარტყმით ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, 28-ე წუთზე კი ანგარიში გახსნეს, როცა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ჟოელ მატიპმა კარიდან გამოსულ მეკარესაც და მეურვესაც დაასწრო თავით თამაში და ბურთი ზუსტი მიმართულებით გადაგზავნა. მატჩამდე ქეცბაია სწორედ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ “შალკეს” ფეხბურთელები სტანდარტულ მომენტებს ძალიან კარგად იყენებენ და ამიტომ, კვიპროსელ მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებდათ.

ზუსტად შვიდ წუთში “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შორეული დარტყმით გერმანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

71-ე წუთზე ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 0:3.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 77-ე წუთზე კვიპროსელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ემოციური პროტესტის გამო მოედნიდან ტომას დე ვინსენტი გააძევეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც ტრიპოლისის “ასტერასსა” და პრაღის “სპარტას” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორი კვირის შემდეგ ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: “სპარტა” აპოელს უმასპინძლებს, “შალკე” კი “ასტერასს” მიიღებს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “შალკე” 0:3 (0:2)

გოლები: მატიპი 28′, ჰუნტელაარი 35′, 71′.
გაფრთხილებები: მაკრიდისი 50′, ვანდერი 72′ — გაისი 10′, დი სანტო 37′.
გაძევება: დე ვინსენტი 77′.
მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი).