რობერტო მარტინესის კომენტარი საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია საფრანგეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.

“მძიმე მატჩი გამოდგა. აქ არ იყო ბევრი სახიფათო მომენტი, რომელიც თამაშის ბედს გადაწყვეტდა. წაგებასა და მოგებას შორის სხვაობა ერთი გოლია, რომელიც რთულ სიტუაციაში გავუშვით. ფრანგებს პრობლემები შევუქმენით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჰყავთ,  ძალიან ღრმად იცავდნენ თავს – ასეთი მოქმედება ჩვენს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. ჩვენ ვერ გამოვძებნეთ მცირე მაგიაც კი, რომ მეტოქის ბარიერები დაგვეძლია და გოლი გაგვეტანა. არც იღბალი გვწყალობდა,” – ამბობს მარტინესი.

 

რობერტო მარტინესის კომენტარი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიამ ბრაზილიას ანგარიშით, 2-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბრაზილიას ძალიან მაღალი კლასი აქვს და მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესია. თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი ფეხბურთელები დანებდებოდნენ. მათ ამ ღამით განსაკუთრებულ რამეს მიაღწიეს. იმედი მაქვს, ბელგიაში, აბსოლუტურად ყველა ადამიანი ძალიან ამაყია. ლამაზი მოგონება შევქმენით და ეს უნდა გვახსოვდეს. მაგრამ  ახლა, მომდევნო თამაშისთვის უფრო მეტი ენერგია გვჭირდება, რათა დავარწმუნოთ ჩვენი თავები, რომ ისეთივე კარგები ვიქნებით ნახევარფინალში, როგორც ეს დღეს იყო,” – ამბობს მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ ბელგია საფრანგეთს ნახევარფინალურ შეხვედრაში ათ ივლისს დაუპირისპირდება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

როგორი იყო ლუკაკუს რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ბელგიის ნაკრები მარტინესმა ჩაიბარა?

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ევერტონს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, რეჟისორებმა რომელუ ლუკაკუს რეაქცია დააფიქსირეს, მას შემდეგ, რაც ბელგიელ ფორვარდს შეატყობინეს, რომ “წითელი ეშმაკები” მისმა ყოფილმა ბოსმა, რობერტო მარტინესმა ჩაიბარა.

რომელუ ლუკაკუ კუმანმა მატჩის მეორე ნახევარში გამოცვალა, როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა, თანაგუნდელებმა მას ახალი ინფორმაცია შეატყობინეს – რომელუმ კი ემოციების დამალვა ვერ მოახერხა.

CmiYIZEWEAA1H5K

CmiYIZEWEAA1H5K

CmiYIZEWEAA1H5K

მარტინესის ბელგიის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თბილისის დროით 00:06 საათზე გაჟღერდა, მაშინ, როდესაც ლუკაკუ ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა.

ამ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რომ ლუკაკუ მის თანამემამულესს, მირალეშს საკმაოდ მნიშვნელოვან ამბავს უყვება.

“ევერტონმა” ფრანკ დე ბურთან მოლაპარაკებები წამოიწყო

ფრანკ დე ბური “ევერტონში” რობერტო მარტინესის ჩანაცვლების მთავარ კანდიდატად განიხილება. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ “გუდისონ პარკის” ოფიციალურმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ჰოლანდიელ სპეციალისტთან.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” შტაბის ერთ-ერთი წევრი პარასკევს “აიაქსის” ყოფილი თავკაცის აგენტს, გვიდო ალბერს შეხვდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბერსი “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთანაც თანამშრომლობს, რომელიც მარტინესის ჩანაცვლების ერთ-ერთ კანდიდატურადაც განიხილება.

ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი დე ბურის ტყუპისცალმა, რონალდმა გააკეთა:”ფრანკი სამწვრთნელო კარიერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ეხლა მზად არის შემდეგი სვლის გასაკეთებლად.”

ოფიციალურად:”ევერტონმა” მარტინესი დაითხოვა, ბუკმეკერების ფავორიტი კი დე ბურია

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუნდმა რობერტო მარტინესთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კლუბმა “სანდერლენდთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ მიიღო.

მარტინესი “კამფეტებს” 2013 წელს შეუერთდა და გუნდს ქულების რეკორდული რაოდენობა (72) ააღებინა, რისი წყალობითაც გუნდმა მარტინესთან თანამშრომლობის პირველ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.

თუმცა, ბოლო დროს ესპანელი სპეციალისტის გუნდი საშინლად გამოიყურება – მხოლოდ 1 მოგება ბოლო 10 მატჩში, გუნდი კი მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება მის ჩამნაცვლებელს, ბუკმეკერების ფავორიტი ამ საკითხში ფრანკ დე ბური გახლავთ, რომელმაც ახლახან დატოვა ამსტერდამის “აიაქსი”.

მარტინესი: “ვიცი რაც არის ფანების უკმაყოფილების მიზეზი”

რობერტო მარტინესის თქმით, მას ესმის “ევერტონის” ფანების და იცის, თუ რა განაპირობებს მათ უკმაყოფილებას, რაც პრემიერ ლიგის გასულ მატჩში ბანერით გამოიხატა, სადაც მარტინესს წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

“ეს სამსახურის თანმხლები რამ არის. მოსვლის პირველივე დღიდან, მე ამაყი ვარ, რომ ამ კლუბთან მიწევს თანამშრომლობა და მესმის, რომ ფანები ამ შედეგებით კმაყოფილები ვერ იქნებიან.

მთავარი კი არის ის, რომ ფანები ყოველთვის უჭერენ მხარს გუნდს, ყოველთვის და ყველანაირი გზით, რაც მატჩების მოგებაში გვეხმარება – და ეს არის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა აქვს.

მათ იციან, რომ სიცოცხლესაც კი გავიღებდი, ოღონდ ისეთი გუნდი დამეყენებინა, რომელიც მოგებას შეძლევდა. ჩვენი თითოეული გამარჯვება მათ აამაყებთ.

ფეხბურთი ემოციური თამაშია, არავისგან არ ველი აპლოდისმენტებს, განსაკუთრებით კი სამი მატჩის წაგების შემდებ. რამოდენიმე ბანერი დავინახე. ყველაფერი მესმის.”

ინგლისის პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგაშ მომუშავე 11 ყველაზე ამღალანაზღაურებადი სპეციალისტის სიას.

11. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასში“ ალან პარდიუს ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ზამთარში ინგლისელი „ნიუკასლიდან“ თითქმის მშობლიურ კლუბში გადავიდა და მოღვაწეობა, ტრადიციულად, ძალიან კარგად დაიწყო.

Barclays Premiership 2014/15 - Stoke v Crystal Palace
9-10. ტიმ შერვუდი („ასტონ ვილა“) – £2 მილიონი. ბირმინგემელთა ცუდი სტარტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სულ მალე არა ამ მწვრთნელის ხელფასზე, არამედ მის გათავისუფლებისთვის მიღებულ კომპენსაციაზე საუბარი მოგვიწევს.

Aston Villa v Arsenal - FA Cup Final
9-10 მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“) – £2 არგენტინელის ხელფასი პარდიუს კომპენსაციაზე ოდნავ მეტია, რაც სავსებით დამსახურებულია.

Tottenham Hotspur v Crystal Palace - Premier League
8. სემ ელერდაისი („სანდერლენდი“) – დაახლოებით £ 2,5 მილიონი. „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ სემ ელერდაისი უმუშევარი დიდიხნით არ დარჩენილა. „სანდერლენდის“ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სპეციალისტი ბონუსის სახით ასევე დამატებით ორ მილიონ ფუნტს მიიღებს.

Football - Sunderland v Borussia Monchengladbach - Under 21 Premier League International Cup Group D - Stadium of Light - 12/10/15 Sunderland manager Sam Allardyce in the stands before the match Action Images via Reuters / Lee Smith Livepic EDITORIAL USE ONLY.
6-7. რობერტო მარტინესი („ევერტონი“) – £ 3 მილიონი. 2014 წლის ზაფხულში ესპანელმა მერსესაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მას 2015 წლის ზაფხულში, ალბათ, არ შესთავაზებდნენ.

Everton v Liverpool - Premier League
6-7. სლავენ ბილიჩი („ვესტ ჰემი“) – £ 3 მილიონი. ოლიმპიურ სტადიონზე და პრემიერლიგასთან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვესტ ჰემმა“ თანხის მწვრთნელზე დახარჯვა გადაწყვიტა.

Peterborough United v West Ham United - Pre Season Friendly
5. მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი“) – £ 4 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი სპეციალისტის „სიტიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულშ მან „ქალაქელებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

Manuel-Pellegrini11-1
4. იურგენ კლოპი – £ 7 მილიონი. „ლივერპულმა“ წინა კვირას ნამდვილად დიდი ფსონი დადო და ახლა სათანადო შედეგის მიღწევასაც იმედოვნებს.

Jürgen Klopp
3. ლუი ვან გაალი – £ 7,3 მილიონი. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ძველი დიდების დასაბრუნებლად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანხას არ ზოგავს.

Louis van Gaal
2. არსენ ვენგერი – £ 8,3 მილიონი. „არსენალს“ 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გარდა, ყველაფერზე ეკონომია შეეძლო.

wenger
1. ჟოზე მოურინიო – £ 8,5 მილიონი. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 1,5-2-ჯერ მეტია, თუმცა მას ერთ ხელფასზე ცხოვრებაც შეუძლია.

Jose Mourinho

ჟოზე მოურინიო რობერტო მარტინესს გაუჯავრდა

“ტელეგრაფის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მერსისაიდელთა თავკაც რობერტო მარტინესს გაუჯავრდა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მოცდა მოუწია, სანამ მარტინესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოსვლას დაასრულებდა.

როგორც “ტელეგრაფი” წერს, როდესაც მარტინესი საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოვიდა, მოურინიომ მას უთხრა: “რობერტო, მომდევნო ჯერზე თქვი, რომ პირველი მე წარვდგები ჟურნალისტების წინაშე, რადგან ჩვენ შინისაკენ უნდა გავემგზავროთ”. მარტინესმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის, რაზეც მოურინიომ უხამსად მიუგო: “F*** hell” (“ეშმაკსაც წაუღიხარ!”).

 

მარტინესი მოურინიოსთან შელაპარაკების შესახელ: „შარშან ის უფრო თავაზიანი იყო“

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა „ჩელსისთან“ ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან მომხადარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა.

„როდესაც გასულ სეზონში მოურინიომ „ევერტონი“ ანგარიშით 6:3 დაამარცხა, გაცილებით თავაზიანი იყო. მაშინ ის უფრო მომეწონა“, – განაცხადა მერსესაიდული კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ კოლეგასთან ჩხუბი დაიწყო, რადგან მისი პრესკონფერენციის დასრულებამდე პორტუგალიელს ლოდინი მოუწია.

მარტინესი: “დინამოსთვის სერიოზულად მოვემზადებით”

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების კენჭისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონი” ევროპა ლიგის ამ სტადიაზე კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება.

“კენჭისყრით აღფრთოვანებული ვარ. “დინამო” ჩემპიონატში დაუმარცხებელია, ხოლო სატურნირო ცხრილში კი პირველ ადგილზეა”.

“მათ ჰყავთ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: იარმოლენკო, ლენსი და ბელჰანდა”.

“პირველი მატჩი “გუდისონზე” გაიმართება, ამიტომ ბევრ კითხვას უდნა გავცეთ პასუხი. უკრაინელები უპირატესობაში არიან, რადგან პირველი მატჩის გამართვა სტუმრად უწევთ. “ევერტონს” პირიქით სურდა, მაგრამ რას ვიზავთ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ტიტულის მოგება შეგვიძლია,”-განაცხადა მარტინესმა.