ვენგერი ტელეფონს ემუდარება: “დარეკე!” (კარიკატურა)

არსენ ვენგერი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, ჯერჯერობით, მასსა და “ბლანკოსის” შორის კონტაქტზე არაფერი ისმის.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას

 

უეფა-ს გადაწყვეტილება: სერხიო რამოსი არ დაისჯება!

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის დროს, სერხიო რამოსი, რომელიც მატჩს თვალს VIP ლოჟიდან ადევნებდა, მეორე ტაიმში გვირაბის შესასვლელთან ჩავიდა. ესპანელი სწორედ იქედან ამხნევებდა თანაგუნდელებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მსაჯებს, რომლებმაც მატჩის შემდეგ UEFA-ს გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

UEFA-მ განიხილა რამოსის შემთხვევა და გადაწყვიტა, რომ ის არ დაისჯება. როგორც განცხადებაში წერია, ესპანელი მცველი “მოედნის დონეზე” არ მდგარა. შესაბამისად, ის ორივე ნახევარფინალურ მატჩში იქნება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 24 აპრილს, ხოლო მეორე დაპირისპირება უკვე ესპანეთში, პირველ მაისს შედგება.

კაზემირო: “დიბალას გაგდების შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი გახდა”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და რონალდუს დუბლისა და მარსელოს გოლის წყალობით, მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

“ბლანკოსის” საყრდენმა, კაზემირომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს იყო შესანიშნავი გამოსვლა დიდი გუნდის წინააღმდეგ. დაუჯერებელი შედეგი მივიღეთ. დიბალას გაგდების შემდეგ, ყველაფერი მარტივად წავიდა. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, ისევ ვისიამოვნოთ რონალდუს ასეთი თამაშით, მისი შორმიმოყვარეობით და გასახდელში ლიდერობით. პორტუგალიელი ისე ვარჯიშობს, როგორც მანქანა. ყველა საწვრთნელ სესიაზე, ის ახალ სიურპრიზს გვთავაზობს. ჩვენგან კრიშტიანუ მუდამ აპლოდისმენტებს იმსახურებს. “რონი” საუკეთესოა,” – აცხადებს ბრაზილიელი.

კაზემირო: “რეალმა” უნდა იამაყოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ, ბრაზილიელმა მოთამაშემ, კაზემირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მადრიდის “რეალს” ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ. ეს საამაყო რამაა! დღეს მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება. რონალდუმ კიდევ ერთი შესანშნავი სპექტაკლი დადგა და საბოლოოდ, გუნდს მოაგებინა. ბევრი ვიშრომეთ, ვირბინეთ, რთული შეხვედრა იყო. მეტოქე ძლიერი გვყავდა, ისინი პრესინგზე შესანიშნავად თამაშობდნენ და საკმაოდ გვიჭირდა. თუმცა, კლასმა, საბოლოოდ, ყველაფერი გადაწონა,” – ამბობს კაზემირო.

კილიან მბაპე “ტროასთან” დაისვენებს და “რეალისთვის” მოემზადება

ნეიმარის შემდეგ, “პსჟ”-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. 19 წლის ფრანგს 61-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება. კილიანს გამოკვლევა ჩაუტარდა და, როგორც ცნობილი გახდა, ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა, L’Equipe იტყობინება, რომ უნაი ემერისა და ექიმიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მბაპე ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ტროას” წინააღმდეგ სამ მარტს არ ითამაშებს. იგი შეეცდება აღდგენითი პროცედურით, რაც შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დიდი აბათობით, მზად იქნება.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ექვს მარტს, პარიზში, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება. წინა დაპირისპირებაში მადრიდელებმა ანგარიშით, 3:1 იმარჯვეს.

რონალდო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იქნება და “რეალს” სწორედ მისი მსგავსი მოთამაშე სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი სუპერმოთამაშეა. ალბათ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩემი აზრით, “რეალს” სწორედ საუკეთესოები სჭირდება. მე მილანის “ინტერში” ვთამაშობდი და არ ვგეგმავდი, მომავალი ხუთი წელი სადმე წავსულიყავი. თუმცა, საბოლოოდ, გამოჩნდა მადრიდის “რეალი”. მათი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი იყო, რადგან  იქ თამაში ყველას სურს.”

“ნეიმარზე “ბლანკოსის” წარმომადგენლებისგან არაფერი გამიგია. მათ ის უნდა იფიქრონ და გააკეთონ, რაც სჭირდებათ. წელს კი, ესპანურ გრანდს რთული პერიოდი უდგას. მათ უნდა მოინდომონ და სეზონი წარმატებით დაასრულონ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტურნირი. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება,” – ამბობს რონალდო.

მორატა: “იუვე” არ უნდა დამეტოვებინა, “რეალი” ბავშვივით მომექცა”

ალვარო მორატამ ტურინის “იუვენტუსში” ორი სეზონი გაატარა და შემდეგ მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. გასულ წელს ესპანელი თავდასხმელი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანი მას მაინც არ აძლევდა საკმარის სათამაშო დროს. ამის  შემდეგ, ფორვარდმა ესპანეთი დატოვა და ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.

მორატამ La Gazzetta dello Sport-თან თავის წარსულზე ისაუბრა.

“ნეტავ, “იუვენტუსი” საერთოდ არ დამეტოვებინა. “რეალში” იმიტომ დავრუნდი, რომ კონტრაქტში კონკრეტული პუნქტი იყო, რომლისთვისაც პატივი უნდა მეცა და მას დავმორჩილებოდი. მაგრამ იმედი ძალიან გამიცრუვდა. მადრიდში ისევ ისე მომექცნენ, როგორც ამას ტურინში წავსლამდე აკეთებდნენ – თითქოს, ბავშვი ვიყავი.”

“ჩელსიში” კონტეს გამო მოვედი. მოლაპარაკებები გასულ ზაფხულში დაიწყო და საბოლოოდ, აქ ვარ. ის მომთხოვნია, თუმცა მოთამაშეებს სათანადოდ აფასებს. ანტონიოს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, დაიხარჯოს – შესაბამისად, მწვრთნელიც საუკეთესო შედეგს იღებს,” – აცხადებს ესპანელი.

ზინედინ ზიდანი: “კრიშტიანუ უნიკალურია!”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ძალინ მნიშნელოვანი სამი გოლი გავიტანეთ, თუმცა ფეხბურთში განმეორებითი მატჩიც არსებობს. იქ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და არ ვიცით, რა მოხდება. შესაბამისად, მოდუნების უფლება არ გვაქვს.”

“განსაკუთრებით, პირველი ნახევარი საათით ვარ აღფრთოვანებული. საერთო ჯამში, უმაღლეს დონეზე გაისარჯნენ. ახლა მათ უნდა დაისვენონ. ჯერ არაფერი მოგვიგია. წინ დიდი ბრძოლებია!”

“ეს “რეალის” მწვრთნელობის რანგში, ჩემს მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ. კრიშტიანუ უნიკალურია. მას აქვს ერთი მიზანი, რომლის მისაღწევად ბოლომდე იხარჯება. ზოგადად, ჩემი ფეხბურთელები ძალიან შთამბეჭდავები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მათნაირი მოთამაშეები მყავს,” – განაცხადა ზიდანმა.

კრიშტიანუ რონალდუ “იუვნეტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

კრიშიტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ისტორია ფეხბურთის თითქმის ყველა მოყვარულმა იცის. “სპორტინგსა” და მანჩესტერელებს შორის გამართულ შეხვედრაში, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიქცია და 2003 წლის ზაფხულზე “წითელი ეშმაკიც” გახდა.

თუმცა, ზემოთ ნახსენები ამბავი შესაძლოა, საერთოდ არ მომხდარიყო. ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი დირექტორი, ჯანი დი მარციო იხსენებს, რომ იგი 2002 წელს “სპორტინგისა” და “ბელენენსეშის” შეხვედრას დაესწრო, რათა რიკარდო ქუარეშმას თამაში ენახა. საბოლოოდ, ეს ფეხბურთელი მწვრთნელმა მინდორზე არ გამოიყვანა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო რონალდუ. სწორედ ამ დროს შეამჩნია დი მარციომ ახალგაზრდა სასწაულმოქმედი.

“მაშინ 18 წლის იყო,”- იხსენებს “ბებერი ქალბატონის” ყოფილი სპორტული დირექტორი,- “მატჩის შედმეგ მაშინვე ჩემს გუნდში დავრეკე და ხელმძღვანელობას ვუთხარი, ვიპოვე ერთი ვიღაც, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, რა თქმა უნდა, მარადონას შემდეგთქო.”

“მოლაპარაკებები 2002 წლის ზაფხულში დავიწყეთ. კრიშტიანუ ტურინშიც კი ჩამოვიყვანეთ. უნდა შემდგარიყო ბარტერი: მარსელო სალასი რონალდუში უნდა გაგვეცვალა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში ჩილელმა შემტევმა, რამდენიმე მილიონით დაბალი ანაზღაურების გამო, უარი თქვა “სპორტინგში” გადასვლაზე. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. ეს ისტორია რონალდუს აგენტმა, ხორხე მენდეშმა შესანიშნავად იცის,” – განაცხადა დი მარციომ.

ანდრე შურლე: “შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში დორტმუნდის “ბორუსიამ” მადრიდიდის “რეალი” მიიღო. გერმანულ-ესპანური დაპირისპირება, ფრედ, 2-2 დასრულდა. “ბლანკოსი” ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ გაუთანაბრა მეტოქემ ანგარიში.

მატჩის ბოლო გოლის ავტორმა, ანდრე შურლემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში კონკრეტული შეცდომები დავუშვით, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ვერ მოვიგეთ დაპირისპირება.”

“შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს! ეს ნამდვილად დაეხმარება გუნდს, რათა კიდევ უფრო შეიკრას და გაძლიერდეს!” – განაცხადა გერმანელმა სპორტსმენმა.

ანდრეს ინიესტამ “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ პრიმერა დივიზიონის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. გუნდებმა, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ანდრეს ინიესტასთვის. მან ივან რაკიტიჩს საგოლე პასი გაუკეთა. ესპანელი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 სეზონში აქვს ასისტი გაკეთებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ 14 წლის მანძილზე “ინის” ანგარიშზე 83 შედეგიანი გადაცემაა.

ვის რამდენი ჰეთრიკი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე? საუკეთესო ხუთეული… (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” “სელტიკი” 7:0 გაანადგურა. მესიმ ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს არგენტინელის მეექვსე ჰეთრიკი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

ამ მხრივ საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება