პირლო „ბრეშას“ ყიდვას არ აპირებს

ბოლო დროს იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადად, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო „ბრეშას“ აქციების მფლობელი გახდება. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სიახლე სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე ეს კლუბი მომწონს, თუმცა მის შეძენას არ ვაპირებ“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა სწორედ „ბრეშას“ აღზრდილია. კლუბის ძირითად შემადგენლობაში იგი 1995 წლიდან 1998 წლამდე თამაშობდა.

პირლო წლის ფეხბურთელად დასახელდა

გუშნ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო, ხოლო საუკეთესი მწვღთნელად ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე დასახელდა.

სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელის პრიზი გონსალო იგუაინს გადასცეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის გუნდის ფეხბურთელებს დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება აუკრძალა.

აქვე წარმოგიდგენთ იტალიის პირველობის 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებს: ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) – მატეო დარმიანი („ტორინო“), ანდრეა ბარძალი („იუვენტუსი“), მეხდი ბენატია („რომა“/„ბაიერნი“), კვანდვო ასამოა („იუვენტუსი“) – პოლ პოგბა („იუვენტუსი“), ანდრეა პირლო („იუვენტუსი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“) – ჩირო იმობილე („ტორინო“/ „ბორუსია“), კარლოს ტევესი („იუვენტუსი“), გონსალო იგუაინი („ნაპოლი“).

ბალოტელიმ ჯერარდი პირლოს შეადარა

“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამბობს, რომ გუნდისთვის სტივენ ჯერარდი შეუცვლელი ფიგურაა. 24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ჯერარდსა და ანდრეა პირლოს შორის პარალელი გაავლო.

“ჯერარდი დიდებული ფეხბურთელია. ამ სეზონამდე მის მიერ ჩატარებული რამდენიმე მატჩი მქონდა ნანახი, მხოლოდ სანაკრებო შეხვედრები. ის უბრალოდ საოცარი მოთამაშეა. მე მას პირლოს შევადარებდი. მას მოედნის საოცარი ხედვა და ტექნიკა აქვს. გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძლიერია. სტივის მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. “ლივერპულს” მომავალში მისი შემცვლელის მოძებნა ძალიან გაუჭირდება”, – ბალოტელის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

სად იზამთრებენ იანკები? ლეგენდები, რომლებიც გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში

Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.

ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.

ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”

Pirlo

სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).

ეშლი კოული (“რომა”)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.

ashley-cole

ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.

კაკა (“სან პაულუ” იჯარა)

გადავიდა: “ორლანდო სიტი”

Kaka

კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Villa

2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”

ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Lampard

“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.

ხავი (“ბარსელონა”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Xavi

უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Terry
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.

რობინიო (“სანტოსი” იჯარა)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.

Robinho

მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.

ანდრეა პირლო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლო განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გამოჯანმრთელების მიახლოებითი ვადა მომდევნო კვირაში დაგეგმილი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთების ტრავმა მიიღო. გამოჯანმრთელებას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება. პირლო წინასასეზონო ტურნირზე დაშავდა.

“რეაბილიტაციის კურსი კარგად მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში რამდენიმე ტესტი მელის, რის შემდეგაც გარკვეულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ვნახოთ, მომცემენ თუ არა ბურთით ვარჯიშის უფლებას. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა “მილანთან” გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას. ვიმეორებ, უნდა დაველოდოთ ორშაბათის ტესტს.

მეტად მნიშვნელოვანი სეზონი გველის, ისევე რთული, როგორიც წინა იყო. თამაში მომიწევს როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყნის თასზე და ეროვნულ ნაკრებში”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Sky Sports-ი.

ცნობისთვის, “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის სეზონის პირველი მატჩი სერია A-ს III ტურში, 20 სექტემბერს, “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება.

 

პირლომ ნაკრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ საერთაშორისო კარიერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

მუნდიალის დასრულების შემდეგ 35 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ყურადღების გადატანა საკლუბო ასპარეზზე სურს, თუმცა იტალიელთა ნაკრების სათავეში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

გავრცელებული ხმების თანახმად კონტემ პირლოს დაბრუნება სთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა, რაც შემდგომ იტალიურ პრესასთან თავად დაადასტურა.

“კონტეს ვესაუბრე, რის შემდეგაც ნაკრებში თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე” – განაცხადა პირლომ.

“სელტიკის” ფეხბურთელმა შვილს პირლო დაარქვა

გლაზგოს “სელტიკის” ებრაელმა ნახევარმცველმა ბერამ კაიალმა ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის პატივსაცემად შვილს პირლო დაარქვა.

“დღეს პირველი ბიჭი შემეძინა — პირლო კაიალი. ჩემი მეუღლე ანგელა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ემოციური დღეა, მით უფრო ჩემი მშობლებისთვის, რომლებიც აქ პირველი შვილიშვილის სანახავად მოვიდნენ. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. მადლობა უფალს”, – დაწერა კაიალმა სოციალურ ქსელში.

პირლომ ტრავმა მიიღო

იტალიის ჩემპიონატის სასტარტო ტურებში “იუვენტუს” ანდრეა პირლო ვერ დაეხმარება.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ იტალიელი ნახევარმცველი მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ შესძლებს.

Football Italia-ს ცნობით, პირლო ხუთ სასტარტო ტურთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც გამოტოვებს.

პირლო საკუთარი მომავლის შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ აღნიშნა, რომ არც ახლა და არც მომდევნო წელს კლუბის შეცვლას არ აპირებს.

“რატომ უნდა გადავიდე სხვა გუნდში? სერია A უმაღლესი დონის ჩემპიონატია, იტალიაში კომფორტულად ვცხოვრობ. “იუვეს” რიგებში კიდევ ორ სეზონს ჩავატარებ, შემდეგ კი, შესაძლოა, აშშ-ს მივაშურო და MLS-ში ვითამაშო”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Football Italia.

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველის “იუვენტუსიდან” შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც “ბებერი სინიორას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა, თუმცა როგორც თავად წაიკითხეთ, პირლო ტურინულ კლუბში კიდევ ორი წლის განმავლობაში აპირებს თამაშს.

 

ანდრეა პირლოს მშვენიერი საჯარიმო და ბურთის უცნაური ტრაექტორია

15 ივნისს, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ანდრეა პირლომ საჯარიმო ძალიან კარგად შეასრულა.

პირლომ იუვენტუსთან გაახანგრძლივა

იტალიის ნაკრების და “იუვენტუსის” პლეიმეიკერმა ანდრეა პირლომ ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

აღნიშნულ ინფორმაციას “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ტურინში გატარებულ სამ სეზონში “მილანის” ყოფილმა მოთამაშემ 131 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

 

ანდრეა პირლო “ჯიპის” რეკლამაში

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ “ჯიპის” რეკლამაში მონაწილეობა მიიღო.