ფერნანდო გაგომ “რივერ პლეიტის” ფეხბურთელთან იჩხუბა (ვიდეო)

21 ნოემბერს, “ბოკა ხუნიორსსა” და “რივერ პლეიტს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

რონალდუ და მესი – კარგი მეგობრები? (ვიდეო)

18 ნოემბერს, პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ, რასაც გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მესისა და რონალდუს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ.

როგორ შეხვდნენ მესი და რონალდუ ერთმანეთს მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მიესალმნენ.

პროგნოზისტთა კონკურსი (არგენტინა – პორტუგალია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მე-15 საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: არგენტინა – პორტუგალია

დიდი მატჩის მოლოდინში

ფეხბურთის ქომაგი დიდი მატჩის მოლოდინშია. დღეს ”ოლდ ტრაფორდი” პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებებს უმასპინძლებს. ეს ამხანაგური მატჩი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელს კვლავ მოუწევს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ამჯერად, ისინი საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

მატჩი იმითაც არის გამორჩეული, რომ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი კიდევ ერთხელ დაბრუნდება ”ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ჩამოყალიბდა კიდეც ძლიერ ფეხბურთელად. რონალდოს ეს მცირედ უპირატესობას აძლევს. პორტუგალიელისთვის ამ სტადიონზე თამაში სიახლე არ უნდა იყოს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ სტადიონზე შეკრებილი ქომაგი მხარს პორტუგალიასა და მის ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდუს მხურვალედ დაუჭერს. შესაძლოა, დღევანდელმა მატჩმა გარკვეული გავლენა მოახდინოს იმის გადაწყვეტაზე, თუ ვინ გახდება წლევანდელი ოქროს ბურთის მფლობელი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ის ორივე ფეხბურთელისათვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.

ახლა კი თვალი გადავავლოთ რონალდოსა და მესის სანაკრებო სტატისტიკას.
ლიონელ მესის ნაკრებში 96 ჩატარებული მატჩიდან 45 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიელს კი 117 ჩატარებული მატჩიდან 52 გოლი.

გეტყვით ასევე იმასაც, რომ თამაში თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

ხორვატმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი “შეარცხვინა” (ვიდეო)

12 ნოემბერს, არგენტინისა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ხორვატმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი მშვენივრად მოატყუა.

პროგნოზისტთა კონკურსი (არგენტინა – ხორვატია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მე-14 საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც არგენტინასა და ხოვატიას შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: არგენტინა – ხორვატია

მე-100 წუთზე გატანილი წარმოუდგენელი გოლი (ვიდეო)

არგენტინაში “ლანუსსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (3:2) მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე გაიტანეს.

ხერარდო მარტინო: „არამგონია, ძველი მესი დაბრუნდეს“

„ბასელონას“ ყოფილმა და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ლიონელ მესის ფორმის შესახებ ისაუბრა.

„მესი ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაზე ფიქრობს. მას ეს საკითხი ძალიან ადარდებს.

ის, რაც ლიონელს მოსდის, უმეტესწილად „ბარსელონას“ ამჟამინდელ მდგომარეობასთან კავშირშია. უმაღლეს დონეზე ასეთი გრძელი პერიოდის განმავლობაში თამაში ძალიან რთულია. არამგონია, ძველი მესის ხილვის შანსი გვქონდეს.

ლეო ძალიან წუხს, რომ ყველაფერი ისე ვეღარ გამოსდის, როგორც სურს. მას ყველანი უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა მარტინომ „რადიო ამერიკას“ ეთერში.

მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონის ათ შეხვედრაში არგენტინელმა 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კარლოს ტევესი 2011 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ დაპირება შეასრულა — ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ეროვნულ გუნდში გამოძახებულია.

“ალბისელესტე” ნოემბრის თვეში ხორვატიისა (12 ნოემბერი) და პორტუგალიის (18 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ტევესი, რომელსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა, ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

არგენტინის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: რომერო (“სამპდორია”), კაბალიერო (“მანჩესტერ სიტი”), გუზმანი (“ტიგრესი”);

მცველები: ოტამენდი (“ვალენსია”), დემიჩელისი (“მანჩესტერ სიტი”), როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ფასიო (“ტოტენჰემი”), ფ. ფერნანდესი (“სუონსი”), გარაი (“ზენიტი”), რონკალია (“ჯენოა”), ანსალდი (“ატლეტიკო”);

ნახევარმცველები: მასკერანო (“ბარსელონა”), ბანეგა (“სევილია”), პერეირა (“იუვენტუსი”), ბილია (“ლაციო”), დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლამელა (“ტოტენჰემი”), პასტორე (“პარი სენ-ჟერმენი”), პერესი (“ბენფიკა”), გაიტანი (“ბენფიკა”);

თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), ტევესი (“იუვენტუსი”), იგუაინი (“ნაპოლი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).

 

12 წითელი ერთ მატჩში: არგენტინული საგიჟეთი (ვიდეო)

არგენტინის რანგით მეოთხე ლიგის, Tornelo Federal A-ს ერთ-ერთი შეხვედრა საშინელი ჩხუბით დასრულდა.

“დეპორტივო როკას” და “სიპოლეტის” მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ჩხუბი დაიწყო, რის გამოც შეხვედრის დასრულება შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით, მთავარმა არბიტრმა ფაკუნდო ესპინოზამ განაცხადა, რომ წითელი ბარათი 12 მოთამაშეს მისცა, რაც მატჩის ოქმშიც აღინიშნა.