ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში “რეალ სოლტ ლეიკსა” და “დალასს” შორის გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელმა გოლი მოედანზე შემოსვლიდან 11 წამში გაიტანა.
ჭდე: აშშ
ამერიკელებს მუნდიალის მასპინძლობა სურთ
ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სუნილ გულატიმ განაცხადა, რომ აშშ 2026 წელს გასამართი მუნდიალის მასპინძლობაზე ფიფაში განაცხადს შეიტანს. შეერთებული შტატების ფეხბურთის ხელმძღვანელმა იქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის შემდეგ აგორებული სკანდალის გათვალისწინებით, მუნდიალის მასპინძლის არჩევის პროცედურის შეცვლა სასურველი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო.
2018 წელს მუნდიალს რუსეთი უმასპინძლებს, 2022 წელს კი – ყატარი.
ზელანდიელებმა ამერიკელები გააკვირვეს
ესპანეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს აშშ-ს და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებამდე ზელანდიელებმა ჰაკა შეასრულეს, რასაც ამერიკელი მოთამაშეების გაკვირვება მოჰყვა.
ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.
ულამაზესი გოლი მლს-ში
ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “კოლორადოსა” და “ლოს ანჯელეს გალაქსის” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.
დერიკ როუზი: „მატჩი ტრავმის გამო არ გამომიტოვებია“
„ჩიკაგო ბულზისა“ და აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დომინიკის რესპუბლიკასთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა. კალათბურთელმა გულშემატკივრები დააწყნარა და განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა დაღლილობის გამო არ მიიღო.
„საქმე ჩემს მუხლებში არ არის. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, დაღლილობას ვგრძნობდი“, – განუცხადა როუზმა „Chicago Tribune“-ს.
დერიკ როუზი აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს
აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელი დერიკ როუზი ტრავმის თავიდან ასაცილებლად დღეს აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს, რის შესახებაც ESPN.com-ის მიმომხილველი მარკ სტაინი წერს.
როგორც წყარო იტყობინება, დასვენების დღის მიცემა როუზისთვის აქამდეც გადაწყვეტილი იყო, ასე რომ, გულშემატკივრებს განგაშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ.
ცნობისთვის, ოთხშაბათს „ჩიკაგო ბულზის“ ვარკსვლავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.
ფეხბურთელმა მეტოქის კარში ბურთის ნაცვლად ბუცი გაიტანა
17 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “სპორტინგსა” და “ტორონტოს” შორის გამართულ მატჩში, ნიგერიელ ფეხბურთელ ბრაით დაიკს კურიოზული რამ შეემთხვა.
აშშ-მ ბრაზილია დაამარცხა, როუზი მოედანზე დაბრუნდა
გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 17 ქულით – 95:78 აჯობა.
საუკეთესო ამერიკელთა რიგებში ენტონი დევისი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ბურთი რვაჯერ მოხსნა და ხუთი ბლოკშოთიც მიითვალა. მასზე ორი ქულით ნაკლები ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა.
რაც შეეხება ბრაზილიელებს, მათი რიგებდან სპლიტერი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა.
ეს მატჩი, პირველ რიგში, აღსანიშნავი იმითაა, რომ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ორი სეზონი მძიმე ტრავმების გამო გამოტოვა. განვლილ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შემდეგაც კვლავ დაშავდა.
„ამ მომენტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. შესაძლოა, თუ ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდებოდა, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი. რაც მთავარია, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს. თუ წავაგებდით, ასეთ ემოციებს არ განვიცდიდი. ახლა ნიუ-იორკში ჩავალთ, სადაც მზადებას ამავე შემართებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა დერიკმა.
როუზის თამაშთან დაკავშირებით „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომაც ისაუბრა.
„სასიამოვნოა, რომ დერიკი კვლავ თამაშობს. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნა „ხარების“ დამრიგებელმა.
დემპსიმ გულშემატკივარს პოპკორნის სანაცვლოდ მაისური აჩუქა (ვიდეო)
“სიეტლი საუნდერსა” და “ჰიუსტონ დინამოს” შორის კვირას გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მიწურულს “სიეტლის” ლიდერ კლინტ დემპსის, როგორც ჩანს, შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და ტრიბუნაზე მყოფ პატარა გულშემატკივართან მივიდა, რომელიც პოპკორნით ერთობოდა.
დემპსიმ ბიჭუნას ბარტერული გაცვლა შესთავაზა და პოპკორნის სანაცვლოდ მაისური უსახსოვრა, რითაც ორივე მხარე ხეირში დარჩა.
ისე კი, “სიეტლიმ” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფინალურ მატჩში “ლივერპული” დაამარცხა
მაიამიში მდებარე “სან ლაიფ სთეიდიუმზე” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის Guinness International Champions Cup-ის ფინალური მატჩი გაიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე ორივე გუნდი შესაძლებლობის ფარგლებში საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, თუმც მერსისაიდელებს მთავარი მეგოლე დანიელ სტარიჯი აკლდათ. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საყურებლად თვალსასეირო გამოდგა.
ანგარიში მე-14 წუთზე მერსისაიდელებმა გახსნეს. ბრენდან როჯერსის გუნდის ერთ-ერთი შეტევის დროს ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა — 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, “ლივერპული” კი კონტრშეტევებზე თამაშის აგებით ცდილობდა ხეირის ნახვას. მერსისაიდელთა მხრიდან აქტიური იყო სტერლინგი, რომლის განეიტრალებაც მანჩესტერლებს შესამჩნევად უჭირდათ. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში “იუნაიტედის” დაცვის ხაზი ნამდვილად არ ჩანდა თავდაჯერებული, რამდენჯერმე ელემენტარული შეცდომაც დაუშვეს. პირველი ტაიმი “ლივერპულის” მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი კვლავ მანჩესტერელთა კართან შეიქმნა: 50-ე წუთზე სტერლინგს უპირატესობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და მეტოქეც აშკარად დაჯაბნა.
55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. “იუნაიტედის” შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩიჩარიტომ მეტოქის საჯარიმოში უეინ რუნის ჩაუწოდა, ინგლისელი მცველი მარტინ შკრტელს ჰყავდა აყვანილი, თუმცა სლოვაკმა მცველმა პოზიციური ორთაბრძოლა წააგო, ბურთი “წითელი ეშმაკების” ლიდერს ფეხზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან დარტყმით შეარხია სიმონ მინიოლეს კარის ბადე. “წითელმა ეშმაკებმა” მომენტით ისარგებლეს და ორ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს: საგოლე პასი ამჯერად შეტევის მარცხენა ფრთიდან გაკეთდა, ლიუკ შოუმ საჯარიმოში მყოფი ხუან მატა მოძებნა, ამ უკანასკნელმა დაახლოებით 17 მეტრის მანძილიდან დაარტყა, ბურთს მამადუ სახომ მცირეოდენ შეუცვალა მიმართულება, მინიოლე მოტყუვდა და “იუნაიტედი” დაწინაურდა — 2:1.
მატჩის 65-ე წუთზე საინტერესო რამ მოხდა: ეშლი იანგმა შორი მანძილიდან ე.წ. “პარაშუტი” შეასრულა, ბურთი კარის ზედა ნაწილში არსებულ ბადეს გარედან მოხვდა, მოედანზე გადმოვარდა და უყურადღებოდ დარჩენილ რუნის მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში შეაგორა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თანაკლუბელებთან ერთად გოლი აღნიშნა, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მსაჯებს ყურსასმენების საშუალებით აცნობეს, რომ ბურთს მოედნის ფარგლები დატოვებული ჰქონდა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. 2:1 ძალაში დარჩა.
დარჩენილ დროში მერსისაიდელები ანგარიშის გათანაბრებას კი შეეცადნენ, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს: 88-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა შემცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დააგვირგვინა — 3:1. “მანჩესტერ იუნაიტედი” საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 3:1 (0:1)
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი (კლევერლი 46′), ფლეტჩერი (ბლექეტი 46′), ერერა (ლინგარდი 78′), ვალენსია (შოუ 8′), მატა (კაგავა 69′), იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.
“ლივერპული”: მინიოლე, კელი, შკრტელი, სახო (კოლო ტურე 74′), ჯონსონი, ალენი (ემრე ჯანი 62′), ჯერარდი (ლუკას ლეივა 62′), ჰენდერსონი, კოუტინიო (პეტერსონი 77′), სტერლინგი, ლამბერტი (აიბი 67′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: რუნი 55′, მატა 57′, ლინგარდი 88′ — ჯერარდი 14′ (პენ).
ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.
“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.