პერუ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად გამოეთიშა (ვიდეო)

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა “ცე” ჯგუფშიც, სადაც საფრანგეთის ნაკრები უდავო ფავორიტი გახლდათ. ორი წაგების შემდეგ იმედგაცრუებულამ პერუს ნაკრებმა ავსტრალიელები, რომლებთაც გარკვეული შანსი მაინც გააჩნდათ, დაამარცხა და ღირსეულად გამოეთიშა ასპარეზობას.

მატჩი ავსტრალიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სამხრეთ ამერიკელები უფრო ზუსტები იყვნენ. ანგარიში კარილომ მე-18 წუთზე გახსნა.

გაშვებული გოლის შედმეგ ავსტრალიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა პერუელ მცველებთან ვერაფერი გააწყეს. გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს – 50-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გერერომ დააფიქსირა.

ასე რომ, “ცე” ჯგუფში პერუ სამი ქული მესამე ადგილზე გავიდა, ავსტრალია კი ერთი ქულით – მეოთხეზე.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (3 ტური)
პერუ – ავსტრალია 2:0 (1:0)
გოლები: კარილო 18′, გერერო 50′

საფრანგეთი საფეხბურთო ზეიმს შეუერთდა, თუმცა მძიმედ

მსოფლიოს 2018 წლის გათამაშებას ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკები, შეუერთდა. C ჯგუფის გახსნითი მატჩი ყაზანში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და

ფრანგებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მეტოქის კართან “ფუსფუსებდნენ”. თუმცაღა “მამლებმა” პირველ წუთებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, კარგად იცავდნენ რა თავს ავსტრალიელები. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გუნდები უფრო მოტივირებულები ჩანდნენ. ანგარიშიც მალევე გაიხსნა – 58′-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მალევე პენალტი ავსტრალიელთა საასარგებლოდაც დაინიშნა, თვი იედინაკმა გამოიჩინ 62-ე წუთზე. გოლის გატანის შემდეგ “კენგურუები” კიდევ უფრო ჩაჯდნენ დაცვაში და მათ ეშელონებს ვერაფერი შველოდათ, რომ არა პოლ პოგბას იღბლიანი გოლი 81-ე წუთზე.

ასე რომ, ფრანგები მუნდიალში ჩაერთნენ, თუმცაღა ძალიან მძიმედ.

მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (I ტური)
საფრანგეთი – ავსტრალია 2:1 (0:0)
გოლები: გრიზმანი 58′ (პენ), პოგბა 81′ — იედინაკი 62′(პენ).

ინგლისი – ავსტრალია: რეშფორდი სასტარტოშია

როი ჰოჯსონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან გასამართ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმოჩენის, მარკუს რეშფორდის დებიუტი შედგება.

“მანჩესტერელთა” ახალგაზრდა ფეხბურთელს ადამ ლალანასა და რაჰიმ სტერლინგის გვერდით მოუწევს თამაში, რაც ევრო 2016-ისთვის მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთი ეტაპი გახლავთ.

ნახევარდაცვაში ჯეკ უილშეარს დენი დრინქვოთერიც შეუერთდება, რომელმაც თავი “მელიებში” ყოფნისას გამოიჩინა.ნახევარდაცვას გაამაგრებს “ლივერპულელი” ჯორდან ჰენდერსონიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოჯსონმა პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო ბომბარდირის, ჯეიმი ვარდისა და ჰარი კეინის დასვენება გადაწყვიტა.

ინგლისი:
ფორსტერი; კლაინი, სმოლინგი, სტოუნზი, ბერტრანდი; ჰენდერსონი, დრინქვოთერი, უილშეარი; ლალანა, რეშფორდი, სტერლინგი.

ავსტრალია: რაიანი, რისდონი, რაითი, მილიგანი, სმიტი; მოი, იედინაკი, ლუონგო; როგიჩი; კრუზე, მაკლარენი.

ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა 15-წლამდელთა გუნდთან 7-0 წააგო

რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა – ისინი 15-წლამდელ კაცთა (ბიჭების) გუნდს, “ნიუკასლ ჯეტს” დაუპირისპირდნენ.

ავსტრალიელთა ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ამასთანავე ამ ნაკრებმა ბოლო 3 მუნდიალზე მოახერხე მეოთხედფინალში გასვლა.

მართალია ავსტრალიელთა ნაკრებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა, თუმცა ამისდა მიუხედავად მათ მაინც მოახერხეს საბერძნეთისა და ახალი ზელანდიის გუნდების დამარცხება იმ შემადგენლობით, რომლითაც “ჯეტსთან” 7-0 წააგეს.

“სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად არ მოველოდით. თუმცა, “ჯეტსის” ბიჭებმა მართლაც რომ დიდებულად ითამაშეს და მოგებაც დაიმსახურეს.” – განაცხად “მატილდების” თავკაცმა მატჩის შემდეგ.

ავსტრალიელი მეკარის კურიოზი (ვიდეო)

20 ნოემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “ბრისბეინმა” საკუთარ მოედანზე “მელბურნი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “მელბურნის” მეკარე ძალიან კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ავსტრალიის ჩემპიონატის კურიოზები – 2014-15 (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ავსტრალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მომხდარი კურიოზებია აღბეჭდილი.

ლიოვი: “გვესმის, რომ საქართველოში უნდა მოვიგოთ”

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.

“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გერმანიის ნაკრები ავსტრალიასთან მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.

მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.

აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)

გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.

 

იოახიმ ლიოვმა სათბილისო განაცხადი დაასახელა

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “ბუნდესთიმის” განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”);

მცველები: შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), ჰოლგერ ბადშტუბერი (“ბაიერნი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”);

ნახევარმცველები: სამი ხედირა (“რეალი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), ანდრე შიურლე (“ვოლფსბურგი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”), კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), კრისტოფ კრამერი (“მიუნხენგლადბახი”), ილკაი გიუნდოგანი (“დორტმუნდი”);

თავდამსხმელები: ლუკას პოდოლსკი (“ინტერი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“მიუნხენგლადბახი”).

გერმანელები ავსტრალიელებს ამხანაგურად 25 მარტს გაეჯიბრებიან. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართ შეხვედრას, ის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, 29 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 23 მარტიდან, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 10,15, 20 და 30 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთ ფიზიკურ პირს მაქსიმუმ 15 ბილეთის შეძენა შეეძლება.

 

რეკორდი? ავსტრალიელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში 36 მეტრიდან გაიტანა (ვიდეო)

17 თებერვალს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “ქოასთ მარინერსმა” საკუთარ მოედანზე “გუანგჟოუ” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის 89-ე წუთზე, “ქოასთ მარინერსის” ფეხბურთელმა საკუთარ კარში გოლი დაახლოებით 36 მეტრიდან გაიტანა.

იაპონელმა ფეხბურთელმა გოლი სუმოს სტილში აღნიშნა (ვიდეო)

1 თებერვალს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “მელბურნ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “უესტერნ სიდნეი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში “უესტერნ სიდნეის” იაპონელმა ფეხბურთელმა იოჯირო ტაკაჰაგიმ გახსნა, რომელმაც გოლი ორიგინალურად აღნიშნა.

ავსტრალიის ნაკრებმა აზიის თასი მოიგო და უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

აზიის თასის ფინალურ მატჩში ავსტრალიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრა სიდნეიში გაიმართა.

ანგარიში ტურნირის მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს მასიმო ლუონგოს ზუსტი დარტყმის შედეგად გახსნეს. სამხრეთ კორეის ნაკრებმა მატჩის კომპენსირებულ დროში გათანაბრება შეძლო — გოლი ჰონ-მინ სონმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 105-ე წუთზე ჯეიმს ტროიზიმ მეორედ შეარხია კორეელთა კარის ბადე. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.

ამრიგად, ავსტრალიის ნაკრებმა პირველად მოიგო აზიის თასი. გარდა ამისა, ავსტრალია გახდა პირველი გუნდი, რომელსაც მოგებული აქვს ორი სხვადასხვა კონფედერაციის ტიტული — მანამდე “სოკერუსი” ოკეანეთის ზონაში ასპარეზობდა და ოთხჯერ რეგიონის ჩემპიონიც გახდა.

ტიმ კეჰილი და მარკო ბრეშიანო გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებიც გახდნენ როგორც ოკეანეთის, ასევე აზიის ჩემპიონები.

შეგახსენებთ, რომ აზიის თასის გამარჯვებულს კონფედერაციის თასის საგზური ენიჭება. ამრიგად, 2017 წელს გასამართ კონფედერაციის თასზე მონაწილე ერთ-ერთი გუნდი სწორედ ავსტრალიის ნაკრები იქნება.

აზიის თასის ფინალი:

სამხრეთ კორეა — ავსტრალია 1:1 (დ.დ. 1:2)
გოლები: ჰონ-მინ სონი 90+1′ — ლუონგო 45′, ტროიზი 105′.