ესპანური El Confidencial-ის თანახმად, „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გაიღოს.
ამასთან ერთად, „მანჩესტერ სიტი“ იმისთვისაც მზადაა, რომ მესის წელიწადში 25 მილიონი ევრო გადაუხადოს და ის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.
მესის გადაბირებაზე „პარი სენ-ჟერმენიც“ ფიქრობს, თუმცა ფრანგულ კლუბს საფრანგეთში არსებული საგადასახადო კანონის გამო ტრანსფერის გაჩარხვა უფრო გაუჭირდება.
წყაროს თანახმად, „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები „ბარსელონას“ თავდამსხმელის მამასთან, ხორხე მესისთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეო მესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
ბექა დოგრაშვილი