დღეს პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოსთან” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-0 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ მეოთხე გოლის გატანა გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ შეძლო. ამ გოლით ლეომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც ლა ლიგაში, თავიანთ მოედანზე (სახლში) ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. მესიმ პრიმერა დივიზიონში “კამპ ნოუზე” 179-ეჯერ შეაგდო. მან ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდას, ტელმო ზარას გადაუსწრო.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს 150 გოლი აქვ სანტიაგო ბერნაბეუზე გატანილი. იგი ამ მაჩვენებლით მეოთხეა. მას ალფრედო დი სტეფანო (151 გოლი) და ზემოთ ნახსენები ორი ფეხბურთელი უსწრებენ.