გვარდიოლა: “ჩვენი თამაშით ძალიან ვამაყობ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად ლონდონის “არსენალთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით ამაყობს.

“ჩვენ თამაშის გაკონტროლებას ვცდილობდით და მომენტებიც შევქმენით. ჩვენი თამაშით ძალიან, ძალიან ვამაყობ.

გუნდი ძალზედ მონდომებული თამაშობდა. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ საბოლოოდ გადაგვეწყვიტა ჯგუფიდან ჩვენი გასვლის საკითხი, თუმცა ეს ვერ შევძელით. ახლა მომდევნო მატჩს დაველოდებით. ორივე მეკარემ საოცრად ითამაშა. მხიარული თამაში გამოვიდა”, – ციტირებს გვარდიოლას კომენტარს BBC.

 

“ბაიერნის” ფანები “არსენალთან” მატჩში საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ

მიუნხენის “ბაიერნის” ფანები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ლონდონის “არსენალთან” გასამართ გასვლით მატჩში საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. ისინი მატჩზე დასასწრები ბილეთის 70 ფუნტ სტერლინგად გაყიდვას გააპროტესტებენ. მათი აზრით, ბილეთები ასე ძვირად არ უნდა იყიდებოდეს.

დაგეგმილია, რომ პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ფანები ტრიბუნაზე ჩუმად ისხდებიან, შემდეგ კი საყვარელ გუნდს ჩვეულებისამებრ რიხიანად უქომაგებენ. ამით ქომაგებს იმის ჩვენება სურთ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში ასეთი საფასო პოლიტიკის გატარებით და რამდენად მნიშვნელოვანია ფან-კულტურა.

მატჩი “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის 20 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

“ბაიერნი” მიგრანტებს დაეხმარება

მიუნხენის “ბაიერნმა” ლტოლვილების დასახმარებლად სპეციალური გეგმა დასახა.

ბავარიული კლუბის პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ AFP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბაიერნი” გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სწორედ ამიტომ, კლუბი მიგრანტების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გაიღებს.

გარდა ამისა, “ბაიერნი” ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა ტიპის პროგრამებს განახორციელებს, პრიორიტეტი კი ახალგაზრდებსა და ბავშვებს მიენიჭებათ.

 

„გიოტცეს „ბაიერნიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ბაიერნის“, „ლივერპულისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ დიტმარ ჰამანმა ნახევარმცველ მარიო გიტოცეს შესახებ ისაუბრა.

„გიოტცე ფორმაში არაა, მიმდინარე სეზონში ის „ბაიერნს“ თითქმის არ დახმარებია. მისთვის და კლუბისთვის ტრანსფერი უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, „ბაიერნი“ გიოტცეს გუნდი არაა. აქ ის პრესის დიდი ყურადღების ქვეშაა, გულშემატკივრები კი ყოველდღე ვარჯიშებს ესწრებიან . ასეთ რითმში მარიო თავს კარგად ვერ გრძნობს“, – ციტირებს ჰამანს Goal.com-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 22 წლის მოთამაშემ ბუნდესლიგის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მარიო გიოტცემ თავისი საქცილის გამო ბოდიში მოიხადა



12 ფეხბურთელი, რომელსაც თურმე მიუნხენის „ბაიერნში“ უთამაშია

წარმოგიდგენთ იმ თორმეტ ფეხბურთელს, რომლის მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში თამაშის შესახებ, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ.

1. მარტინ იოლი, რომელიც უფრო ცნობილი თავისი სამწვრთნელო საქმიანობითაა, 1978 წელს მიუნხენიდან მშობლიურ „დენ ჰააგში“ მოხვდა. თუმცა, „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა სულ 9 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. „ტვენტეში“ თამაშს მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და ინგლისში ტრანსფერი მოჰყვა. მომავალში ამ ქვეყნებში ის მწვრთნელის სახითაც იმუშავებს.

1

 

2. ემილ კოსტადინოვი ცნობილი 1993 წელს გახდა, როდესაც მისმა ჩნებულმა გოლმა საფრნაგეთის ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა. ბულგარეთს ნაკრები კი იმ მუნდიალზე ნახევარფინალამდე გავიდა. ერთ წელიწადში ის „ბაიერნში“ გადავიდა და ტიტულების კოლექციას (ბულგარეთის სამგზის ჩემპიონობა და ორი მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატი) უეფას თასი დაუმატა.

FC Bayern Munich's Emil Kostadinov jumps to his team mate Mehmet Scholl after scoring 0-1 against SV..

3. ალუ დიარა „ბაიერნში“ 29 წლის ასაკში მოხვდა. მიუნხენელთა დუბლების რიგებში ორი სეზონის შემდეგ, სადაც მან ფილიპ ლამთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად ითამაშა, ფრანგი „ლივერპულში“ ჟერარ ულიესთან გადაბარგდა. თუმცა, ძირითად შემადგენლბოაში ადგილის დამკვირდება მან ვერც იქ შეძლო. თავისი გუნდი – „ბორდო“, მან მხოლოდ 2007 წელს იპოვა.

PLAYERS OF GERMAN FIRST DIVISION SOCCER CLUB FC BAYERN MUNICH POSE FOR CHAMPIONS LEAGUE PHOTO IN MUNICH.

 

4. პეტრ ტროხოვსკი „ბაიერნის“ სკოლაში 15 წლიდან ვარჯიშობდა. ძირითად გუნდში პოლონური წარმოშობის გერმანელი არავის უნახავს, რაც „ჰამბურგში“ ტრანსფერის მიზეზი გახდა. იქ მისთვის ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო, რომ ფეხბურთელი არამხოლოდ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, არამედ სამხრეთ აფრიკაში 4 მატჩიც ჩაატარა.

4

 

5. ზვეზდან მისიმოვიჩი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც „ბაიერნში“ სახელი ვერ გაირქვა. სამაგიეროდ, „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში 2008/09 წლების სეზონში ბოსნიელმა ბუნდესლიგა მოიგო. მოგვიანებით, „გალათასარაიში“ ტრანზიტით, ის მოსკოვის „დინამოში“ აღმოჩნდა. მისიმოვიჩმა ასევე ჩინეთში თამაშიც მოასწრო, სადაც კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.

PLAYERS OF GERMAN FIRST DIVISION SOCCER CHAMPION BAYERN MUNICH TAKE PHOTOGRAPHS IN MUNICH.

6. „ბაიერნის“ აღზრდილი მატს ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიაში“ თავიდან მხოლოდ იჯარით მოხვდა. მისი გამოსყიდვის შემდეგ დორტმუნდელებმა ბუნდესლიგა ორჯერ მოიგეს, ახლა კი ამ ფეხბურთელის გადაბირებას ევროპული გრანდები ცდილობენ.

6

 

7. ორმეტრიანი თავდამსხმელი შტეფან მაიერხოფერი „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ბევრს იტანდა, თუმცა ძირითად გუნდში ამის წყალობით ის მაინც ვერ მოხვდა. 2007 წლიდან ის კლუბებს აქტიურად იცვლიდა, სადაც „მილუოლში“ არ დამკვიდრდა.

Bayern Munich's coach Magath gestures next to Salihamidzic and Maierhofer during their German first division Bundesliga soccer match against Hanover 96 in Munich

8. მიუნხენში გაზრდილ სანდრო ვაგნერს ძალიან არ გაუმaრთლა – მისი კონკურენტი მიროსლავ კლოზე იყო. მოგვიანებით გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი „დუისბურგში“ გადავიდა, შემდგომ კი „ვერდერშიც“ ითამაშა. ამჟამად წარსულის გახსენებას ის „ჰერტას“ შემადგენლობაში თამაშით ცდილობს.

Bayern Munich's Ribery celebrates a goal with team mate Wagner during their German Bundesliga soccer Liga cup semi-final match against VfB Stuttgart in Stutgart

9. ტიმ ბოროვსკიმ თითქმის მთელი თავისი კარიერა „ვერდერში“ გაატარა. „ბაიერნის“ შემადგენლობაში ერთი სეზონის შემდეგ ის მიხვდა, რომ კვლავ ბრემენში უნდა დაბრუნებულიყო.

9

 

10. 2008 წლის შემოდგომაში „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ვარსკვლავი ლენდონ დონოვანი ფორმის შენარჩნების მიზნით „ბაიერნში“ ვარჯიშობდა. შედეგად, ის მიუნხელებს იჯარით მოკლევადიან კონტრაქტზეც შეუთანხმდა. ბუდნესლიგაში ექვს ჩატარებულ მატჩში მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

10

11. ედსონ ბრაფხეიდა „ბაიერნმა“ „ტვენტესგან“ ორ მილიონ ევროდ შეიძინა. შემდგომ ის იჯარით „სელტიკში“ გადავიდა, რასაც „ჰოფენჰაიმში“ ტრანსფერი მოჰყვა. ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი იტალიაში თამაშობს.

11

12. 18 წლის ემრე ჯანის დებიუტი „ბაიერნში“ 2012/13 წლების სეზონში შედგა. ამის შემდეგ მიუნხენელებმა ნიჭიერი ნახევარმცველი „ბაიერში“ გაუშვეს, სადაც მისით „ლივეპული“ დაინტერესდა. ინგლისში გადასვლა გარდაუვალი აღმოჩნდა.

12

ნოიერი: „ოქროს ბურთი“ ერთმა მეკარემ მოიგო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს მანუელ ნოიერს ლევ იაშინის სახელი დაავიწყდა.

„ისტორიაში „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთმა მეკარემ მიიღო. ეს რუსი გოლკიპერი იყო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს.

მეკარისთვის ამ სამეულში მოხვედრა ადვილი არ არის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. „ბაიერნისა“ და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. თუმცა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სამეულში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი მოხვდებოდა. იგი, შესაძლოა, „ბაიერნის“ ან „ბორუსიას“ მოთამაშე ყოფილიყო“, – განუცხადა ნოიერმა „Daily Mail“-ს.

„ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ ლევ იაშინმა „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მიიღო.

ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგა ესპანეთის პრიმერას შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ბუნდესლიგაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, გერმანიის პირველობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა.

„ბუნდესლიგის გუნდები პრიმერას გუნდებზე უფრო სწრაფად თამაშობენ. თუმცა ესპანურ ლიგაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გამოდიან. ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგასთანაც კი ახლოსაა“, – განაცხადა ალონსომ.

„გერმანიაში გულშემატკივარებსაც აღვნიშნავდი. სტადიონებზე ისინი დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან“, – დაასრულა ესპანელმა შუახაზელმა.

„ჰამბურგი“ მოედანზე შეჭრილ ფანს სტადიონზე სამუდამოდ არ დაუშვებს

ფანის მიმართ, რომელიც „ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მატჩის ბოლოს მოედანზე შეიჭრა და ფრანკ რიბერის შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაიწყო.

ამავდროულად, „ჰამბურგმა“ ხსენებულ გულშემატკვივარს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ „ჰამბურგმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ და ფრანკ რიბერის ოფიციალურად მოუბოდიშა.

„რომა“ – „ბაიერნი“: სასტარტო შემადგენლობები

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე უეფა-ს მჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთმანეთს „რომა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს.

„რომა“: დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ჟერვინიო

„ბაიერნი“: ნოიერი; ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა; ალონსო, ლამი; რობენი, მიულერი, გიოტცე

რიბერი: „არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებ თუ არა „ოქროს ბურთს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ 2013 წლის „ოქროს ბურთზე“ ისაუბრა.

„არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებ თუ არა ამ პრიზს, რადგან, ისედაც ბედნიერი ვარ. კმაყოფილი ვარ, რომ რონალდუსთან და მესისთან ერთად წლის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოვხვდი. ვფიქრობ, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ „ბაიერნთან“ ერთად წელს ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე.

ვნახოთ, რა იქნება ცამეტ იანრავს. მთავარია, მიღწეულზე არ გავჩერდე და კიდევ უფრო კარგად თამაში დავიწყო“, – განაცხადა რიბერიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი „ბაიერნში“, შესაძლოა, იანვარში აღმოჩნდეს

ევროპული პრესა პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს.

გუშინ ერთ-ერთმა იტალიურმა გაზეთმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 25 წლის თავდამსხმელი, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების გამარჯვებული პოლონელ ფორვარდს ხელფასის სახით სეზონში თერთმეტ მილიონ ევროს სთავაზობს.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლევანდოვსკიმ 11 გოლი გაიტანა. გერმანიის პირველობის ბომბარდირთა დავას ამჟამად სწორედ იგი ლიდერობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარტინესი: „ესპანეთის ნაკრებში მოსახვედრად, უნდა ვიშრომო“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ხავი მარტინესის თქმით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებში მოსახვედრად მას შრომა მოუწევს.

„ესპანეთს ჩინებული მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ბრწყინვალე ფორმაში არიან, ასე რომ, მოდუნების უფლება არ მაქვს. ვიცი, რომ არის არაერთი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად, ჩემს მსგავსად, ასევე ცდილობს „ფურია როხას“ შემადგენლობაში მოხვედრას“, – განაცხადა მარტინესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი