“ბორუსიამ” გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “ბაიერნს” აჯობა

13 აგვისტოს, “სიგნალ-იდუნა-პარკზე” გერმანიის სუპერთასისთვის ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 23-ე წუთზე ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 62-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მანუელ ნოიერის კარში მეორე გოლი გაიტანა. “ბაიერნისთვის” წაგებასთან ერთად ცუდი ის მოხდა, რომ ხავი მარტინესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ “ბორუსია” გერმანიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა, შარშანაც “ბაიერნი” დაამარცხა.

გერმანიის სუპერთასი
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ბაიერნი” 2:0 (1:0)

“ბორუსია”: ლანგერაკი, პიშჩეკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (დურმი 46′), ჰოფმანი, კირხი (ბენდერი 85′), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი (რამოსი 63′), იმობილე.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, ბოატენგი, ხავი მარტინესი (დანტე 31′), როდე, ჰოიბიერგი (გიოტცე 59′), ბერნატი, მიულერი (ლამი 46′), გაუდინო, ლევანდოვსკი, შაქირი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლები: მხითარიანი 23′, ობამეიანგი 62′.
გაფრთხილებები: ჰოიბიერგი 45′, ბოატენგი 73′, ლამი 82′.

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი).

“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

იურგენ კლოპი მხითარიანის წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ რა ხდება დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთ ვარჯიშზე.

ვატცკე: “როისი “ბორუსიაში” დარჩება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კიდევ ერთხელ უარყო მარკო როისის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაციის მართებულობა.

“ამ ზაფხულს უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ როისი გუნდს არ დატოვებს. მარკო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. იმის შანსი არ არსებობს, რომ მან სხვა კლუბში ითამაშოს. ვეცდებით, მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და დარწმუნებული ვარ, როისიც მოისურვებს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას”, – ვატცკეს სიტყვები გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოაქვეყნა.

მარკო როისს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” იყვნენ დაინტერესებულნი.

 

კლოპი: “თუ ჰუმელსი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, ცოცხის ტარს შევჭამ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მატს ჰუმელსის შესახებ პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

გერმანელ მცველს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ბრიტანულ გამოცემებში იწერება, მანჩესტერელები ჰუმელსში 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

“თუ ეს ამბავი სიმართლეა, მაშინ მე ცოცხის ტარს შევჭამ”, – განაცხადა დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსიას” რიგები უკვე დატოვა და “ბაიერნში” გადავიდა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომლის შემცვლელადაც გუნდში იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე მოიყვანეს.

მარკო როისი სამ თვეს გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისს მინიმუმ სამი თვე გაუცდება.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიმდინარეობისას გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ტერფის მყესები გაიგლიჯა. მიღებული ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მარკო როისს არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგი სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა

„ტორინოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა.

დღეს იტალიელი ფეხბურთელი დორტმუნდს ეწვია და გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმობილე „ბორუსიაში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო გაიღო.

„მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოუთმებლად ველი სადებიუტო მატჩს“, – აღნიშნა იტალიელმა თავდამსხმელმა.

იტალიის სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ჩირო იმობილემ 33 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბექა დოგრაშვილი

იმობილე: “დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავდივარ”

იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელი ჩირო იმობილე აცხადებს, რომ ის მომავალი სეზონიდან დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში 22 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც გერმანული კლუბის ყურადღება მიიქცია.

“ადრეც ვთქვი და ახლაც გეტყვით, რომ ყველაფერი გარკვეულია. დარჩენილი მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა, ამიტომ შემიძლია გითხრათ, მომდევნო სეზონიდან “ბორუსიას” ღირსებას დავიცავ”, – ამბობს იმობილე.

გუნდოგანი: “გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი ილკაი გუნდოგანი აცხადებს, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალზე იოაჰიმ ლიოვის შეგირდები ნახევარფინალში გავიდნენ, ახლა კი გუნდოგანს ერთი ნაბიჯით წინ წაწევის იმედი აქვს.

“ჩვენს გუნდში არაერთი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია”, – ამბობს გუნდოგანი.

2013/14: რობერტ ლევანდოვსკის ყველა გოლი გერმანიის ბუნდესლიგაში

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რობერტ ლევანდოვსკის მიერ ბუნდესლიგის 2013-14 წლების სეზონში გატანილ ყველა გოლს.

ვაიდენფელერმა მიულერის უძლიერესი დარტყმა სახით მოიგერია

17 მაისს, გერმანიის თასის ფინალში, “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში, მიულერის უძლიერესი დარტყმა დორტმუნდელთა კარის დარაჯმა რომან ვაიდენფელერმა სახით მოიგერია.

მსოფლიოს ოცი ყველაზე მდიდარი კლუბი

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ოცი ყველაზე ძვირადღირებული კლუბი დაასახელა.

* თანხა მოცემულია დოლარის სახით

20. “ნაპოლი” – 296 მილიონი

19. “რომა” – 307 მილიონი

18. “ჰამბურგი” – 326 მილიონი

17. მადრიდის “ატლეტიკო” – 328 მილიონი

16. “გალათასარაი” – 347 მილიონი

15. “პარი სენ-ჟერმენი” – 415 მილიონი

14. “ინტერი” – 484 მილიონი

13. “ტოტენჰემი” – 513 მილიონი

12. “შალკე” – 580 მილიონი

11. დორტმუნდის “ბორუსია” – 600 მილიონი

10. “ლივერპული” – 691 მილიონი

9. “იუვენტუსი” – 850 მილიონი

8. “მილანი” – 856 მილიონი

7. “მანჩესტერ სიტი” – 863 მილიონი

6. “ჩელსი” – 868 მილიონი

5. “არსენალი” – 1.33 მილიარდი

4. “ბაიერნი” – 1.85 მილიარდი

3. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 2.81 მილიარდი

2. “ბარსელონა” – 3.2 მილიარდი

1. მადრიდის “რეალი” – 3.44 მილიარდი