“დეილი მეილის” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ექიმმა ევა კარნეირომ შესაძლოა, კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ.
41 წლის ესპანელი ექიმი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და იგი “ჩელსის” მატჩებსა თუ ვარჯიშებზე ფუნქციების შესრულებას გარკვეული ხნით ვერ შეძლებს.
ევა კარნეირო ჟოზე მოურინიოსგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.