პრანდელი: „როდესაც ვამბობდი, რომ ტოტის გამოვიძახებ, ახალგაზრდა ფეხბურთელთა თამაში არ მინახავს“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში ფრანჩესკო ტოტისა და ანტონიო კასანოს შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა.

„გასული წლის შემოდგომის დროს ვამბობდი, რომ ფრანჩესკოს გამოვიძახებ. თუმცა მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშის ხილვის საშუალება არ მქონდა.

კასანო? მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ყოველთვის შეუძლია“, – განაცხადა პრანდელიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია პრანდელის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია „სკუადრა-აძურას“ მთავარ მწვრთნელს ჩეზარე პრანდელის მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა.

როგორც ცნობილია, 56 სპეციალისტი იტალიის ნაკრების სათავეში მინიმუმ 2016 წლამდე დარჩება.

ოფიციალურად ხელშეკრულებას მხარეები ხელს უახლოეს კვირებში მოაწერენ.

„მიხარია, რომ ფედერაციამ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა და ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიოანტის შედეგის მიუხედავად დავრჩები“, – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ პრანდელი იტალიის ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის. მისი თავკაცობით ნაკრები ევრო 2012-ის ფინალში გავიდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მუნდიალის დასრულების შემდეგ „სკუადრა აძურაში“ მუშაობა სხვა სპეციალიტს უნდა დაეწყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

იტალიას ესპანეთთან თამაში აღარ უნდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ესპანელ კოლეგებს 5 მარტისთვის დანიშნული ამხანაგური შეხვედრის გაუქმების თხოვნით მიმართა.

იტალიური პრესის ცნობით, “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი უკანაკსნელი სამი წლის მანძლზე ერთამანეთის წინააღმდეგ მეოთხე შეხვედრის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ესპანურ მხარეს ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება “ფურია როხას” მთავარ მწვრთნელ,  ვისენტე დელ ბოსკესთან ერთად უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე და კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში შეხვედნენ ერთმანეთს.

პრანდელი: “იტალიის ნაკრებს საუკეთესო გუნდის დამარცხება შეუძლია”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” ნებისმიერი ძლიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში გააღწია, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

“ცხადია, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები ბრაზილიელები, არგენტინელები, გერმანელები და ესპანელები არიან. ვფიქრობ, მათ გვერდით იტალიის ნაკრებიც უნდა დავაყენოთ. ჩემი აზრით, ჩვენ ნებისმიერი ძლიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”, – ამბობს პრანდელი.

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მაროტა: „კონტე „იუვენტუსში“ რჩება“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთვნელის პოსტზე ანტონიო კონტეს უახლოეს დროში იტალიის ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი შეცვლის.

„კონტეს კონტრაქტი 2015 წლამდე მოქმედებს. ერთმანეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაკავშირებს. შესაბამისად, ყველაფერი გვაწყობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ მწვრთვნელს არ ეძებს“, – აცხადებს მაროტა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი ბუფონის შეცვლას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ჩეზარე პრანდელი „სკუადრა აძურას“ ძირითადი მეკარის შეცვლას არ გეგმავს.
„ჩემთვის ბუფონი იტალიის პირველი მეკარეა. შესაბამისად, ბრაზილიის მუნდიალზე იგი, რა თქმა უნდა, ითამაშებს. ჯიჯის ბოლომდე ვენდობი, ამიტომაც, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პრანდელიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.

ბექა დოგრაშვილი